ტკბილი ფლავი შემწვარი ბანანით,თაფლით და ნიგვზით

ინგრედიენტები :

400 გრ.ბრინჯი

2 ბანანი

1 სუფრის კოვზი თაფლი

100 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში

2 ჭიქა წყალი

70 გრ.შაქარი

4 სუფრის კოვზი ზეთი

ვანილი

დარიჩინი ( სურვილისამებრ)

მომზადების წესები :

ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

დაჭრილი ნიგოზი ტაფაზე მოვხალოთ, დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ გარეცხილი ქიშმიში და  ცეცხლზე გავაჩეროთ ქიშმიშის დაბერვამდე,დაახლოებით 5 წუთი.

ბანანი რგოლებად დავჭრათ და მსუბუქად შევწვათ ზეთში ან სამარხვო კარაქში.მოვაყაროთ ვანილი და სუვილისამებრ დარიჩინი

ქვაბის ძირს მოვუსვათ ზეთი,ჩავყაროთ ნახევარი ბრინჯი,ზემოდან გადავანაწილოთ შემწვარი ბანანის ნაჭრები,მოვასხათ თაფლი ნიგვზით და ქიშმიშით,ისევ თანაბრად გადავანაწილოთ  დარჩენილი ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,ჩავასხათ 2 ჭიქა წყალი და ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ.