ვაშლის სამარხვო ოლადები

ინგრედიენტები :

წყალი – 250 მლ
ფქვილი – 230 გრ.
ვაშლი – 1 ც.
ცოცხალი საფუარი – 10 გრ. (მშრალი – 5 გრ.)
შაქარი – 2.5 ს.კ. 1 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი – 1/4 ჩ.კ.
სოდა – 1/4 ჩ.კ.
მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

საფუარს დავასხათ 100 მლ.თბილი წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ფქვილი გავცრათ და შვურიოთ: შაქარი,მარილი,სოდა.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ წყალი,1 სუფრის კოვზი ზეთი,დავუმატოთ მოსული საფუარი და მოვზილოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

თასს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ. ცომი მოცულობაში 2 ჯერ უნდა გაიზარდოს.

ვაშლი დავჭრათ კუბებად და შეწვის წინ შევურიოთ ცომს.

ოლადები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

 

ფუმფულა ხაჭოს ოლადები ( სირნიკები ) შავი ქლიავით და ნიგვზით – საბჭოთა რეცეპტი

ხაჭოს მაჭკატები  საბჭოთა წარსულის კერძია. ზუსტად იმ დროს ხაჭო ყველასთვის ხელმისაწვდომი  და შედარებით იაფი იყო .  ამ მიზეზით,  ოჯახში დედები  ძალიან ხშირად აცხობდნენ მაჭკატებს  და შვილები მადიანად მიირთმევდნენ. ახლა ხაჭო საკმაოდ ძვირი პროდუქტია, მით უმეტეს, თუ ის სოფლისაა და ხშირად მისგან ოლადების მომზადებას ვერ შევძლებთ. თუმცა, ზოგჯერ ძალიან მოგვინდება სირნიკების დაგემოვნება .

ინგრედიენტები :

300 გრ. მშრალი ხაჭო ( 5%)

1 კვერცხი

1სუფრის კოვზი ფქვილი

1,5 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

25 გრ. შაქარი

5 შავი ქლიავი

50 გრ.ნიგოზი

მწიკვი მარილი

100 გრ ფქვილი სირნიკების ამოსასვრელად

მომზადების წესები :

ხაჭოს სირნიკების მომზადებისას გაითვალისწინეთ,რომ ხაჭო უნდა იყოს მშრალი , ნაკლებცხიმიანი და აუცილებლად უნდა დავიცვათ გრამაჟი.

ხაჭო გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ.

ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი.

ცოს შევურიოთ დატეხილი ბიგოზი და დაჭრილი ქლიავი.

მაგიდაზე დავყაროთ  100 გრ.ფქვილი

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები და ამოვსვაროთ ფქვილში.

სირნიკები შევწვათ ზეთში ტაფაზე.