ინგლისური ბისკვიტი “დედოფალი ვიქტორია”

ინგრედიენტები :

4 კვერცხი ( 200 გრ.)

200 გრ.კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

1 ,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი

მიქსერით ( საშუალო სიჩქარე) ავთქვიფოთ  გათეთრებამდე შაქარი და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი .

მიქსერს სიჩქარე მოვუმატოთ და ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი.თითო კვერცხის შეთქვეფას მოვანდომოთ 2-3 წუთი.

მიქსერს სიჩაქარე დავუწიოთ და შევათქვიფოთ ფქვილი.

მივიღებთ 800 გრ.ცომს.სასურველია ,ცომი გაიყოს ორ ნაწილად და გამოვაცხოთ 400 გრამიანი ორი  ბისკვიტი.

თუ ორი ერთნაირი ზომის ფორმა არ გვაქვს,ჯერ გამოვაცხოთ ერთი ბისკვიტი და შემდეგ მეორე.ცომის  მეორე ნახევარი  გამოცხობამდე გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე,მთავარია სამზარეულოში  ძალიან არ ცხელოდეს.

ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ 400 გრამი ცომი . რომელიც  ძალიან ცხიმიანია და ზეთი არ მოვუსვათ ქაღალდს. გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ  20 წუთი ღუმელში გამოვაცხოთ.

ამ ტორტის ბისკვიტით ძალიან გემრიელი გამოდის მარწყვის,მაყვლის ტორტი.