ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯის,სოკოს , ჩირის სატენით და კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

ერთი 2 კილოგრამიანი ქათამი

300 გრ.სოკო

5 -6 გარგრის ჩირი

70 გ.თხილი,ქეშიუ ან ნიგოზი

2 მუჭა ბრინჯი

1 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

70 გრ.კარაქი

50 მლ.ზეთი

მომზადების წესები :

სოკო  საშუალო ზომებად დავჭრათ.

ხახვი გავფცქვნათ,დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავჭრათ.

მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ საშუალო ზომის ტაფა.მასში გავადნოთ კარაქი,დავასხათ ზეთი და  ჩავყაროთ ხახვი,ნიორი და სოკო . შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გარგრის ჩირი.სოკო ბოლომდე არ უნდა შეიწვას,უნდა გამოცხვეს ქათამში.მოვაყაროთ 2 მუჭა ბრინჯი.

შიგთავსი გადავიტანოთ სხვა ჯამში და დაველოდოთ გაცივებას.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.

ღუმელის ტაფაზე მოვასხათ ზეთი,გადავიტანოთ ქათამი,ამოვავსოთ შიგთავსით,ფეხები კარგად შევუკრათ ალუმინის ქაღალდით,ზემოდან გადავუსვათ გამდნარი კარაქი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

ვაცხობთ 190 გრადუსზე ზედა და ქვედა წვაზე დაახლოებით  ერთი საათი და 25 წუთი.

კარტოფილის გარნირი:

5-6  კარგად გარეცხილი კარტოფილი ქერქიანად დავჭრათ კუბებად,ჩავყაროთ თასში.

კარტოფილს მოვაყაროთ : ერთი მწიკვი წითელი წიწაკა,მარილი გემოვნებით,  ერთი გრამი როზმარინი,ერთი გრამი შაშკვლავი, 5 კბილი გახეხილი ნიორი,მოვასხათ კარაქი და ზეთი.

სანამ კარტოფილს მოვაყრით ქათამს,გადავუსვათ გამდნარი კარაქი.

ქათამს ირგვლივ კარტოფილი მოვაყაროთ ნახევარი საათით ადრე და გამოვაცხოთ.

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,2015 წელი.