როგორ მოვამზადოთ ვაშლის მდოგვი სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

120 გრ.ვაშლის პიურე ( 3 დიდი ზომის ვაშლი)

2 სუფრის კოვზი( 10 გრ) მდოგვის ფხვნილი

1 ს.კოვზი თაფლი

3 ს.კოვზი სახლის პირობებში მომზადებული  ძმარი

3  მიხაკის მარცვალი

ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი

 

მომზადების წესები :

ვაშლები  180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ვაშლები გავაგრილოთ,ქერქი და გული მოვაშოროთ .

გამომცხვარი რბილობი ცალკე  ღრმა თასში ჩავდოთ.

ალუმინის ტაფა-ქვაბში ჩავასხათ ძმარი,დავუმატოთ მიხაკი,დარიჩინი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

გამომცხვარ რბილობს შევურიოთ მდოგვის ფხვილი და დავაბლენდეროთ.

მასას შევურიოთ მოდუღებული ძმარი,თაფლი და ისევ დავაბლენდეროთ.

 

ხორცის რულეტი გარგრის,შავი ქლიავის ჩირით – სადღესასწაულო კერძი

ინგრედიენტები :

700 ღორის რბილი ხორცი( საქონლის ,ქათმის ,ინდაურის ფილე)

100 გრ.ქლიავის ჩირი

100 გრ.გარგრის ჩირი

5-10 გრამი ხმელი სუნელი

40 გრ.ტკბილი ვაშლის  მდოგვი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ღორის ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ ორივე მხირდან.

ხორცს ერთი მხრიდან მოვაყაროთ მარილი და ხმელი სუნელი,ხოლო მეორე მხრიდან წავუსმევთ  ტკბილ ვაშლის  მდოგვს( წაიკითხე რეცეპტი)და გავაჩერებთ დასამარინადებლად 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ჩირს დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი.

ხორცის ნაჭრებზე(მდოგვის მხარე) დავაწყოთ გარგრის ან შავი ქლიავის ჩირი და გადავახვიოთ რულეტივით.

ტაფა გავახუროთ,დავასხათ ზეთი , დავაწყოთ რულეტები( ნაკეცით  ქვემოთ) და შევწვათ.

ნახევრად მომზადებული რულეტები გადავიტანოთ ფორმაში,გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დავასრულოთ გამოცხობა.