ნაყინი პლომბირი – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

400 გრ.მაღალპროცენტიანი ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

მწიკვი ვანილი.

მომზადების წესები :

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე.მიღებული ნაყინის მასა გადავიტანოთ კონტეინერში,დავახუროთ თავზე და მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

ინგრედიენტები,  მეორე ვარიაცია:

200 გრ.ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

200 გრ.მარწყვი,ჟოლო,მოცხარი,მაყვალი

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ნიჩბით შევურიოთ მარწყვის ან სხვა კენკროვანის პიურე.

ნაყინი გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ.

ნაყინი პლომბირი რძით. მესამე ვარიაცია

ინგრედიენტები :

4 კვერცხის გული

90 გრ.შაქარს პუდრა

250 მლ.რძე (6%)

350 მლ.33% ნაღები

ვანილი

მომზადების წესები :

ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.

კვერცხის გულებისა და შაქრის პუდრისაგან  გავაკეთოთ გოგლიმოგლი.

გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე,არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ  და  ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.

ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

მარწყვის ნაყინი

ინგრდიენტები :

160 გრ. მარწყვი

3 კვერცხი

36% ნაღები 250 მლ

200 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

მაყვალი დავაბლენდეროთ.

კვერცხის გული შევურიოთ ნაღებს,დავდგათ ცეცხლზე,განუწყვეტლივ ვურიოთ კოვზით  და მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი პირველივე ბუშტუკები გაჩნდება,ცეცხლიდან გადმოვდგათ,რომ კვერცხი არ აგვეჭრას და ნაყინის გემო არ გაგვიფუჭოს.ადუღებამდე მიყვანილი ნაღები  ოდნავ გავაციოთ.

ცალკე ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად,შევურიოთ ნაღები და ხილის პიურე საყინულეში მოვათავსოთ 1-1,5 საათი.

 

მარწყვის პიურეს ბისკვიტი – ტორტი ხაჭოს კრემით

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

110 გრ.შაქარი ცილაში

40 გრ.შაქარი კვერცხის გულში

240 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

250 გრ.მარწყვია,ჟოლოს პიურე

120 მლ.ზეთი

10 გრ.გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

2 წვეთი მარწყვის ესენცია სუვილისამებრ

2 წვეთი წითელი საღებავი სურვილისამებრ

სიროფი დასანამი :

120 მლ.მარწყვის წვენი

120 გრ.შაქარი

კრემი :

350 მლ. 35% ნაღები

90-100 გრ.შაქრის პუდრა

300 გრ.ხაჭო

ვანილის 1-2 წვეთი

მომზადების წესები :

მარწყვი ან ჟოლო  დავაბლენდეროთ .მიღებული პიურე გავატაროთ საცერში.

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და სიმინდის სახამებელი.

კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ ცალკე გათეთრებამდე ,დავუმატოთ პიურე,ჩავასხათ ზეთი და თუ სურვილი გვაქვს,ჩავაწვეთოთ საკვები საღებავი ,არომატიზატორი.მიქსერით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.მივიღებთ თხელ ცომს.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ. ულუფობით ვუმატებთ შაქარს და მივიღებთ ბეზეს.

თხელ ცომს ნიჩბით ან ხის კოვზით შევურიოთ ბეზე.

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ორი  ფორმა. ორივეში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი გვერდებზეც.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად.თითოეულში გადავიტანოთ დაახლოებით 540 გრ.ცომი და 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ბისკვიტები ფორმებიდან გამოვიღოთ,გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში დ გამოყენებამდე მინიმუმ 3 საათი შევდოთ მაცივარში.

მოვამზადოთ კრემი: ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ შაქრის პუდრა და ვანილი.

ცივი ნაღები კარაგდ ამოვიყვანოთ და ულუფობით შევურიოთ ხაჭო.

დასანამი: მარწყვის წვენში ჩავყაროთ შაქარი,მივიყვანოთ ადუღებამდე,შაქრის კრისტალები უნდა გადნეს.

მარწყვი დავჭრათ.

ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად,ფენები დავნამოთ, ფენებს წავუსვათ კრემი ,მოვაყაროთ  მარწყვის ნაჭრები  და ერთმანეთზეი დავალაგოთ.ტორტს ასევე გვერდებზეც წავუსვათ კრემი და გავასწოროთ. ტორტი შევდოთ მაცივარში 2-3 საათი.

გაუფორმებლად ტორტი იწონის 2100 გრ.

ტორტის გასაფორმებელი ხაჭოს კრემი :

370 გრ.ხაჭო

75 გრ.შაქრის პუდრა

270 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.შედედებული რძე

მომზადების წესები :

ხაჭო( მშრალი) და შედედებული რძე  დავაბლენდეროთ.

კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე შაქართან ერთად ,შემდეგ შევათქვიფოთ დაბლენდერებული ტკბილი ხაჭოს მასა.მიღებული კრემით გავაფორმოთ ჩვენი გემოვ ნებით ტორტი .