ლაიფჰაკი : როგორ მოვხარშოთ კარტოფილი სწორად და სწრაფად

ლაიფხაკი დაგვეხმარება შევამციროთ კარტოფილის ხარშვის დრო და გავაძლიეროთ მისი არომატი.

როგორ მოვხარშოთ კარტოფილი”მუნდირით”

კარტოფილის ერთნაირი ზომის ბოლქვები გავრეცხოთ,უხესი ჯაგრისით მოვაშოროთ ჭუჭყი

კარტოფილები ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ,რომ კანი არ დასკდეს და ჩავალაგოთ ქვაბში.

კარტოფილების კანი რომ არ დასკდეს, ასევე შეგვიძლია,წყალში ჩავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ძმარი და მასში გავხსნათ მარილი.

კარტოფილებს დავასხათ ცივი წყალი,ისე რომ დაიფაროს,ჩავყაროთ მარილი.გავითვალისწინოთ,რომ 1 ლიტრა წყალში უნდა გავხსნათ 1/2 სუფრის კოვზი მარილი.შესძალებელია,მარილი ჩავყაროთ უფრო მეტიც,კარტოფილი აიღებს იმდენს,რამდენიც საჭიროა.

ქვაბს თავსახური დავახუროთ და მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

როგორც კი წყალი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ საშუალოზე და კარტოფილები მოვხარშოთ 20-25 წუთი.

ძველი კარტოფილის მოხარშვას მთლიანად ჭირდება 30 წუთი,ხოლო ახალ კარტოფილს კი 15 წუთი.

მოხარშულ კარტოფილებს გადავასხათ ცივი წყალი და შემდეგ მოვაშოროთ ქერქი.

როგორ მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად.

გათლილი კარტოფილები ჰაერზე არ გავაჩეროთ.თუ მოგვიანებით უნდა მოვამზადოთ ,მაშინ მოვათავსოთ ცივ წყალში,რომ არ გაგვიშავდეს.

კარტოფილის ნაჭრების მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ ცივი წყალი,ისე რომ დაიფაროს ,ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე.როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ  და ხარშვა ისე გავაგრძელოთ.

სულ კარტოფილის ნაჭრების მოხარშვას ჭირდება 15-20 წუთი.

ზოგიერთი შეფმზარეული ,მაგალითად ჯეიმს ოლივერი, კარტოფილებს ხარშავს ადუღებულ წყალში.

კარტოფილები ხარშისას რომ არ დასკდეს, წყალში ჩავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ძმარი.

კარტოფილი  მოხარშულია თუ არა ,შევამოწმოთ დანის წვერით.

ნახარში გადავწუროთ და კარტოფილები გამოვიყენოთ კერძის მოსამზადებლად.

კარტოფილები სწრაფად  რომ მოიხარშოს,ქვაბში ჩავამატოთ 1 ს.კოვზი კარაქი.გამდნარი კარაქი წყალს ზემოდან გადააეკვრება ,ტემპერატურა გაიზრდება და 5 წუთით ადრე მოიხარშება.

თუ კარტოფილს მოხარშვისას დავუმატებთ ხახვს,ნიორს,კამას,დაფნის ფოთოლს,იგი მიიღებს კარგ არომატს.

 

 

 

 

 

 

სამარხვო სოკოსა და კარტოფილის ტოლმა

ინგრედიენტები :

1 თავი კომბოსტო

1 კგ.კარტოფილი

3-4 კბილი ნიორი

2 თავი ხახვი

500 გრ.სოკო

2 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი ფქვილი

წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მწვანილი

თუ მარხვა არ არის,500 მლ.არაჟანი( სასურველია სახლის)

მომზადების წესები :

კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ ადუღებულ მარილიან წყალში.

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ,გავხეხოთ საწურზე და გავწუროთ.

ხახვი და სოკო მოვშუშოთ ზეთში  ერთად.ნახევარს შევურიოთ 1 ს.კოვზი ფქვილი,მარილი,წიწაკა და დავასხათ 0,5 ლიტრა წყალი, წამოვადუღოთ.ეს მასა დაგვჭირდება ფენებს შორის მოსასხმელად.

გულსართი:დარჩენილს შევურიოთ კარტოფილი,მარილი,წიწაკა.

კომბოსტოს ფურცლებში შევახვიოთ გულსართი.

ტოლმები ჩავაწყოთ ფორმაში ფენებად,ფენებს შორის მოვასხათ სოკოს მასა( თუ მარხვა არ არის,მაშინ არაჟანი),მოვაყაროთ ნივრის კბილები და შევდოთ ღუმელში ერთი საათი გამოსაცხობად.

 

 

 

 

 

 

კარტოფილის ტოლმა – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

კომბოსტოს ფურცლები

400 გრ.ლორი

1 კგ.კარტოფილი

100 გრ.ყველი პარმეზანი

100 მლ.რძე

100 გრ.კარაქი

1 კვერცი

1 კვერცხის გული

1/4 ჩ.კოვზი  დაფქული მუსკატის კაკალი

მარილი ,წიწაკა გემოვნებით

ოხრახურში

მომზადების წესები :

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად.

კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ მდუღარე წყალში.

მოხარშულ კარტოფილს კანი გავაცალოთ,დავჭყლიტოთ,შევურიოთ რძე, კარაქი,კვერცხის გული,კვერცხი,დაჭრილი ლორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა, მუსკატის კაკალი,დაჭრილი ოხრახურში,ჩავახეხოთ  50 გრ. ყველი.

ფარშისაგან დავამზადოთ გუნდები და მივცეთ კატლეტის ფორმა.

ბოსტნეულის ფარში ( კატლეტი) შევახვიოთ მოწალულ კომბოსტოს ფურცლებში,ჩავალაგოთ  ცხიმწასმულ ფორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ ღუმელში  200 გრადუსზე.

 

 

სამარხვო ბოსტნეულის ტოლმა

ინგრედიენტები :

კომბოსტო – 1 ​​ც.
სტაფილო – 150 გ
ხახვი – 50 გრ
ბრინჯი – 200 გ
ტომატის პასტა – 40 გრ
მცენარეული ზეთი – 2 სუფრის კოვზი
ნიორი – 3 კბილი ცალი

მომზადების წესები :

პეკინური კომბოსტოს ფოთლები მოვწალოთ მდუღარე  მარილიან წყალში.

გარეცხილი ბრინჯი მოვხარშოთ 7 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში და შემდეგ გადავწუროთ.ბრინჯი დავყაროთ თუშფალანგზე დასაწრეტად.

გარეცხილი სტაფილო მსხვილად გავხეხოთ.

ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად.

ტაფაზე დავასხათ ზეთი  და მასში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი,შემდეგ კი დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და  ბოსტნეულის კერძის შუშვა გავაგრძელოთ 2-3 წუთი.

მოშუშულ ბოსტნეულს შევურიოთ მოხარშული ბრინჯი და დავამარილოთ.

ფოთლებში შევახვიოთ გულსართი.ერთი სუფრის კოვზი გულსართი შევახვიოთ ერთ ფოთოლში.

ტოლმები ორივე მხრიდან შევწვათ.

ქვაბში ჩავაწყოთ ტოლმები,დავასხათ წყალი(  მასში გახსნილი გვაქვს ტომატ პასტა),ისე რომ დაიფაროს  და მოვამზადოთ 40 წუთის განმავლობაში.