როგორ შევწვათ კარტოფილი გემრიელად და სწორად

ინგრედიენტები :

1 კგ.კარტოფილი

50 მლ.ზეთი

20 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

1. შესაწვავად შეარჩიეთ ვარდისფერი კარტოფილი,ყველაზე ნაკლებ სახამებელს შეიცავს.

2. დაჭრილი ნაჭრები უნდა იყოს ერთნაირი სისქის,რომ  ყველა თანაბრად შეიწვას.

3. ჩაყარეთ  დაჭრილი  კარტოფილი 10-15 წუთის განმავლობაში წყალში, ისე რომ დაიფაროს. ამით ზედმეტი სახამებელი გამოვა.

4. შეწვის წინ კარტოფილის ნაჭრები კარგად გაამშრალოთ.

5. ნუ დაიშურებთ მცენარეულ ზეთს, თუ გსურთ მიიღოთ ხრაშუნა კარტოფილები.  თუ გსურთ მეტი არომატი, დაამატეთ კუბიკი კარაქი.

6. კარტოფილი ტაფაზე დავყაროთ 2 ფენად. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას ,რომ კარგად შეიწვას.

7. კარტოფილი აურიეთ 5 წუთში ერთხელ  და ის მზად იქნება 25 წუთის შემდეგ.

8. მარილი მოაყარეთ ბოლოს.

9. არავითარ შემთხვევაში არ დააფაროთ კარტოფილს  სახურავი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გახურდება, გახდება რბილი და არ გამოვა  ხრაშუნა.

 

როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კარტოფილის ფრი სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

1 კგ. თეთრი კარტოფილი

1 ლიტრა წყალი

2 ჩ.კოვზი შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

ზეთი

მომზადების წესები:

ფრის მოსამზადებლად შევარჩიოთ თეთრი,მაგარი და გრძელი კარტოფილები.

კარტოფილები დავჭრათ   ფრის დასაჭრელი აპარატით.

კარტოფილი  შეგვიძლია დავჭრათ 1 სმ-ის სისქისა და სიგრძის ზოლებად ფიგურული ან ჩვეულებრივი დანით.

ერთ ლიტრა წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი,ჩავყაროთ კარტოფილები და 20 წუთი დავამარინადოთ.საიდუმლო ნომერი 1.

კარტოფილები გავამშრალოთ კულინარიული ქაღალდის ხელსახოცებით ,გადავიტანოთ კონტეინერში და აუცილებლად გავყინოთ.საიდუმლო ნომერი 2.

გაყინული კარტოფილის ფრი შევწვათ ფრიწიურში 5-8 წუთი.

კარტოფილის ფრი დავჭრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე და ისე მივიტანოთ სუფრასთან.

 

 

 

 

ნაყინის დამზადება დიანას ფხვნილით

ინგრედიენტები :

1 ლიტრა რძე

400 გრ.დიანას ფხვნილი

100 გრ.შაქრის პუდრა

200 გრ.კარაქი

1 ქილა შედედებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

რძე ავადუღოთ და გავაციოთ.

დიანას ფხვნილს დავაყაროთ შაქრის პუდრა,დავასხათ ცივი რძე და მიქსერით ამოვიყვანოთ.

კარაქი , შედედებული რძე ვანილი  ავთქვიფოთ  და შევათქვიფოთ ამოყვანილი დიანის მასა.

სურვილისამებრ შეგვიძლია შევურიოთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი,თხილი, ქიშმიში .

 

 

შემწვარი ყაბაყი კვერცხით

ინგრედიენტები  :

500 გრ ყაბაყი

100 გრ.ფქვილი

150 გრ.საფანელი ან მჭადის ფქვილი

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი მარილი

0.5 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

100 მლ.ზეთი შესაწვავად

რაჟნის სოუსი :

150 გრ.არაჟანი

3 კბილი ნიორი

კამა ან ოხრახურში( შეიძლება მიქსიც)

 

მომზადების წესები :

გარეცხილი ყაბაყი დავჭრათ ნაჭრებად და დავამარილოთ.

კვერცხს შევურიოთ ცოტა მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

პარკში ჩაყაროთ ფქვილი,დავაყაროთ ყაბაყის ნაჭრები და ამოვსვაროთ.

ფქვილში ამოსვრილი ყაბაყის ნაჭრები ჯერ ამოვავლოთ კვერცხში და შემდეგ საფანელში ამოვსვაროთ.

ყაბაყები შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

ოქროსფერი ყაბაყები მივირთვათ არაჟნის  სოუსთან ერთად.

არაჟანში ავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანილები.

 

 

 

შემწვარი ყაბაყი ნივრით და მაიონეზით

ინგრედიენტები :

2 ყაბაყი

2 კბილი ნიორი

5-6 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მაიონეზი

მომზადების წესები :

ყაბაყი გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ 2-3 სმ სისქის რგოლებად.

ყაბაყის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15-20 წუთი.

ყაბაყის რგოლები ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ტაფაზე 5-7 წუთი  ორივე მხრიდან.

შემწვარი ყაბაყები დავალაგოთ ტაფაზე და მოვასხათ მაიონეზის სოუსი.

მაიონეზის სოუსის მომზადება: ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ მაიონეზში.

თუ მაიონეზი არ გვაქვს, შემწვარ ყაბაყს მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

 

ყაბაყი ბრინჯით – გერმანული ოლადები

ინგრედიენტები :

125 გრ.ბრინჯი

187 გრ.ყაბაყი

1 კვერცხი

1 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი,პილპილი გემოვნებით

3 ს.კოვზი ზეთი შესაწვავად

ცოტა კამა

 

მომზადების წესები :

გარეცხილი ყაბაყი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ,გამოშვებული წვენი დაგავღვაროთ.

მოვხარშოთ ბრინჯი.

კამა წვრილად დავჭრათ.

ყაბაყი,კამა,ბრინჯი,კვერცხი,ფქვილი,მარილი,პილპილი კარაგდ ავურიოთ .

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ერთი სუფრის კოვზით დავსვათ.კიდეები შემოვუსწოროთ კოვზით ,რომ არ  დაგვეწვას და ორივე მხრიდან შევწვათ.მივირთვათ არაჟანთან ერთად!

ყაბაყის ოქროსფერი ოლადები ძალიან გემრიელია!

 

 

 

თევზის კატლეტები ყაბაყით

ინგრედიენტები :

1 კგ.თევზის ფილე

1 ყაბაყი

1 კვერცხი

1 ხახვი

2.კბილი ნიორი

4 ს.კოვზი მანანის ბურღული

მარილი,წიწაკა

ზეთი

საფანელი

 

მომზადების წესები :

ყაბაყი გავხეხოთ, გამოშვებული წვენი გადავღვაროთ.

თევზის ფილეს ფარშს შევურიოთ მანანის ბურღული,ყაბაყი,კვერცხი,მარილი,წიწაკა,წვრილა დაჭრილი ხახვი,დაჭყლეტილი ნიორი,მარილი,პილპილი.გავაჩეროთ 10-15 წუთი,რომ მანანის ბურღული გაჯირჯვდეს.

დავამზადოთ სველი ხელით კატლეტები,ამოვსვაროთ ფქვილში ან საფანელი.შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან.

ეს გემრიელი თევზის კატლეტები მზად არის!

 

 

სამარხვო ყაბაყის კატლეტები

ყაბაყი – ვიტამინებისა და სხვადსხვა ნივთიერებიების მდიდარი შემცველობის წყალობით შეუცვლელი პროდუქტია მრავალ დაავადებასთან ბრძოლაში.ყაბაყი C ვიტამინს ბევრად მეტს შეიცავს ვიდრე ვაშლი ან ქლიავი და ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს,ვიდრე სხვა ხილ  -ბოსტნეული.ჩვენ მას დავუმატებთ კარტოფილს,სტაფილოს და მოვამზადებთ სამარხვო ყაბაყის კატლეტებს მთელი ოჯახისათვის.

 

ინგრედიენტები:

3 ყაბაყი

3 კარტოფილი

2 სტაფილი

1 ჭიქა ფქვილი

მარილი,პილპილი გემოვნებით

კამა და მწანე ხახვი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და მოვხარშოთ.მოვამზადოთ პიურე.

ყაბაყი გავთალოთ,გავხეხოთ  და გამოშვებული წვენი გადავწუროთ.

სტაფილო გავხეხოთ.

პიურეში შევურიოთ გახეხილი ყაბაყი,სტაფილი, დაჭრილი მწვანილები,მარილი,პილპილი,ფქვილი და დავამზადოთ კატლეტების ბურთულები.

ყაბაყის სამარხვო კატლეტები შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან.

ეს სამარხვო კატლეტები ძალიან გემრიელია!

 

 

ყაბაყის კატლეტები ფარშით ბავშვებისათვის

ქათმის კატლეტები ყაბაყით ყოველთვის ფაფუკი და ნაზი გამოდის, თუ კვერცხის ნაცვლად კატლეტს დავუმატებთ გახეხილ ყაბაყს.

ინგრედიენტები :

300-400 გრ.ქათმის ფილეს  ( ან ნებისმიერი) ფარში

1 ცალი ყაბაყი,დაახლოებით 200 გრ.

2 კვერცხი

1-2 ს.კოვზი მანანის ბურღული

0.5 ჩ.კოვზი მარილი

პილპილი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

ყაბაყი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ,გამოშვებული წვენი გადავაქციოთ.

ფარშს შევურიოთ მანანის ბურღული,ყაბაყი,მარილი,პილპილი,ავურიოთ და 10-15 წუთი გავაჩეროთ,რომ მანანის ბურღული გაჯირჯვდეს.

სველი კოვზით ამოვიღოთ ფარში ,მოვამზადოთ კატლეტების ბურთულები,ამოვსვაროთ ფქვილში და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.ეს  ყაბაყის კატლეტები ძალიან გემრიელია !

 

 

 

 

გუფთა პომიდორში

ინგრედიენტები :

1კგ 200 გრ.რბილი ხორცი

1 ჩ.ჭიქა ბრინჯი

6 ს.კოვზი ერბო

2 კვერცხი

2 კგ.პამიდორი

400 გრ.ხახვი

მარილი გემოვნებით

ოხრახურში

ხორცსალეპში გავატაროთ ხორცი, 200 გრ.ხახვი და ოხრახურში.

ფარშს შევურიოთ კვერცხი,ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი წყალი და ოდნავ მოხარშული ბრინჯი.

ფარში დავამარილოთ.

დავამზადოთ გუნდები,დავაწყოთ ერბოდასხმულ ტაფაზე და შევწვათ.

ქვაბში 200 გრ.ხახვი მოვშუშოთ ერბოში,დავაწყოთ გუფთები,დავასხათ პამიდვრის წვენი და 20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ