კულიჩი “გაზაფხული” -საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

1კგ.ფქვილი

1,5ჭიქა რძე

6 კვერცხი

300 გრ.კარაქი ან მარგარინი

1,5-2 ჭიქა შაქარი

3/4 ჩ.კოვზი მარილი

40-50 გრ.საფუარი

150 გრ.ქიშმიში

50 გრ.ცუკატები

50 გრ.ნუში სურვილისამებრ

ვანილი ან 5-6 დაფქული კარდამონი

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, ფქვილის ნახევარი, გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას  და დავაყენოთ ხაში.

როდესაც ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება, დავუმატოთ მარილი, 5 კვერცხის გული გათქვეფილი შაქართან ერთად,ვანილი და კარაქი.კარგად შევურიოთ და მერე დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხის ცილა.

მიღებულ მასას შევათქვიფოთ  დარჩენილი ფქვილი და კარგად მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა იყოს მაგარი და  უნდა შორდებოდეს ჭურჭელს.

ცომს გადავაფაროთ ,დავდოთ თბილ ადგილას  და დავაცადოთ ამოსვლა.

ნუშს კანი გავაცალოთ და დავჭრათ.ქიშმიში გავრეცხოთ და დავწრიტოთ.

ამოსულ ცომს შევაზილოთ ქიშმიში,ნუში და დავყოთ გუნდებათ.

ფორმა შევავსოთ 1/3  -ზე, გადავაფაროთ და დავაცადოთ ცომს ამოსვლა 3/4 –  ზე, შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და საშუალო ცეცხლზე 50-60 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში.

ზემოდან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

ყაბაყის ბლინები

ინგრედიენტები :

2 ყაბაყი

2 კვერცხი

1 ჭიქა რძე ( ჭიქა 200 მლ.)

1 ჭიქა ფქვილი

0,5 ჩ.კოვზი მარილი

შავი პილპილი გემოვნებით

2 ს.კოვზი ზეთი

შიგთავსი:

100 მლ.არაჟანი

100 მლ.მაიონეზი

ნახევარი კონა კამა

2 კბილი ნიორი

მომზადების წესები :

ყაბაყი ჯერ გავთალოთ და მერე  დავაბლენდეროთ,შევურიოთ კვერცხი,ზეთი,ფქვილი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და ფქვილი.

გახურებულ ტაფას მოვუსვათ ზეთი,დავასხათ ერთი ჩამჩა ბლინების ცომი და შევწვათ ორივე მხრიდან.

არაჟანი და მაიონეზი ერთმანეთში გადავურიოთ,დავუმატოთ გახეხილი ნიორი და   წვრილად დაჭრილი კამა.

შიგთავსი წავუსვათ ბლინებს და გადავახვიოთ.

რჩევა: თუ ყაბაყი ქორფაა,მაშინ შეგვიძლია არ გავთალოთ.