სამარხვო სოკოსა და კარტოფილის ტოლმა

ინგრედიენტები :

1 თავი კომბოსტო

1 კგ.კარტოფილი

3-4 კბილი ნიორი

2 თავი ხახვი

500 გრ.სოკო

2 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი ფქვილი

წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მწვანილი

თუ მარხვა არ არის,500 მლ.არაჟანი,სასურველია სახლის

მომზადების წესები :

კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ ადუღებულ მარილიან წყალში.

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ,გავხეხოთ საწურზე და გავწუროთ.

ხახვი და სოკო მოვშუშოთ ზეთში  ერთად.ნახევარს შევურიოთ 1 ს.კოვზი ფქვილი,მარილი,წიწაკა და დავასხათ 0,5 ლიტრა წყალი, წამოვადუღოთ.ეს მასა დაგვჭირდება ფენებს შორის მოსასხმელად.

დარჩენილს შევურიოთ კარტოფილი,მარილი,წიწაკა –  ეს არის გულსართი

კომბოსტოს ფურცლებში შევახვიოთ გულსართი.

ტოლმები ჩავაწყოთ ფორმაში ფენებად,ფენებს შორის მოვასხათ სოკოს მასა  თუ მარხვა არ არის,მაშინ არაჟანიც მოვასხათ, მოვაყაროთ ნივრის კბილები და შევდოთ ღუმელში ერთი საათი გამოსაცხობად.

 

 

 

 

 

 

კარტოფილის ტოლმა – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

კომბოსტოს ფურცლები

400 გრ.ლორი

1 კგ.კარტოფილი

100 გრ.ყველი პარმეზანი

100 მლ.რძე

100 გრ.კარაქი

1 კვერცი

1 კვერცხის გული

1/4 ჩ.კოვზი  დაფქული მუსკატის კაკალი

მარილი ,წიწაკა გემოვნებით

ოხრახურში

მომზადების წესები :

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად.

კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ მდუღარე წყალში.

მოხარშულ კარტოფილს კანი გავაცალოთ,დავჭყლიტოთ,შევურიოთ რძე, კარაქი,კვერცხის გული,კვერცხი,დაჭრილი ლორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა, მუსკატის კაკალი,დაჭრილი ოხრახურში,ჩავახეხოთ  50 გრ. ყველი.

ფარშისაგან დავამზადოთ გუნდები და მივცეთ კატლეტის ფორმა.

ბოსტნეულის ფარში ( კატლეტი) შევახვიოთ მოწალულ კომბოსტოს ფურცლებში,ჩავალაგოთ  ცხიმწასმულ ფორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ ღუმელში  200 გრადუსზე.