კარტოფილი ჰერცოგულად

ინგრედიენტები :

1 კგ.კარტოფილი

5 კვერცხი( 1 მთელი+ 4კვერცხის გული)

100 გრ.კარაქი

1 ჩ.კოვზი მარილი

1/4ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი

მომზადების წესები :

კვერცხი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ ,შევურიოთ გაზზე გამდნარი კარაქი.

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ,მოვხარშოთ მარილიან წყალში,ნახარში გადავწუროთ და დავწყლიტოთ.

პიურეს სევურიოთ კვარცხიანი და კარაქიანი მასა,დავუმატოთ მუსკატის კაკალი.

პიურე გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,დავსვათ ღუმელის ტაფაზე ( დაფარებული გვაქვს ცხიმიანი ქაღალდი) და გამოვაცხოთ 220 გრადუსზე.

ეს კერძი ძალიან გემრიელია!

 

 

 

5 საუკეთესო რეცეპტი კარტოფილის მოსამზადებლად

კარტოფილი გლეხურად

ინგრედიენტები :

6 კარტოფილი

250 გრ.ყველი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავჭრათ 4 ნაწილად და მოვხარშოთ.

ნახევრად  მოხარშული კარტოფილებს მოვასხათ გამდნარი კარაქი,გაგრძელება წაიკითხეთ აქ

მწყემსის ღვეზელი

ინგრედიენტები :

ბატკანი – 300 გრ;
ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
ხახვი – 1 ცალი;
სტაფილო – 1 ცალი;
ტომატის პასტა – 2 სუფრის კოვზი
კარტოფილის პიურე – 400 გრ;
ხმელი ორეგანო ,ქონდარი,მაიორანი გემოვნებით ;
ნაღები – გემოვნებით;
კარაქი – გემოვნებით;
ბულიონი – გემოვნებით;
ყველი ბრინზა ან ფეტა – გემოვნებით;
წიწაკა – გემოვნებით;
მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცს  ნაჭრები ჩავდოთ ქვაბში,მოვაყაროთ მარილი,დაჭრილი ხახვი,სტაფილო,ორეგანო,ქონდარი,მაიორანი  და 10 წუთი ვშუშოთ.

მოშუშულ ხორცს დავუმატოთ ფქვილი,ტომატ-პასტა,ბულიონი და ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი.შემდეგ გადმოვდაგათ ცეცხლიდან.გაგრძელება იხ.აქ 

კარტოფილი  “ანა “

ინგრედიენტები :

კარტოფილი – 1 კგ;
ხახვი – 2 ცალი .;
კარაქი – 80 გ ;
მცენარეული ზეთი – 4 სუფრის კოვზი.;
ნიორი – 4 კბილი;
როზმარინი – 1 ყლორტი;
მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავასხათ წყალი და წყლის ადუღებიდან სამი წუთი ვხარშოთ.

ხახვი დავჭრათ ალყა ალყად და  დაჭრილ ნიორთან ერთად ზეთში მოვშუშოთ.

ფორმას წავუსვათ კარაქი.გაგრძელება იხ.აქ.

კარტოფილის დერუნები

ინგრედიენტები :

350 გრ.ხორცი

250 გრ.კარტოფილი

2 კვერცხის გული

100 გრ.ხახვი

50 გრ.ფქვილი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი დავაბლენდეროთ,დავუმატოთ კვერცხი,ფქვილი,მარილი,წიწაკა.

ხორცი გავატაროთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპში,მოვაყრით წიწაკასა და მარილს.გაგრძელება იხ.აქ

კარტოფილის მაფინები

ინგრეიენტები :

პიურე კარტოფილი – 400 გრ;
რძე – 200 მლ;
კარაქი – 2 სუფრის კოვზი .;
ნიორი (თავები) – 2 ცალი;
ზეითუნის ზეთი – 50 მლ;
საფანელი – 50 გრ;
არაჟანი – 50 მლ;
ყველი – 50 გრ

მომზადების წესები ;

გარეცხილი კარტოფილი დავჭრათ,მოვხარშოთ, წყალი გადავწუროთ,დავჭყლიტოთ ,შევურიოთ კარაქი და რძე.

ორი თავი ნიორი გავარჩიოთ,ნივრის კბილები გავფცქვნათ, პერგამენტზე დავაწყოთ,  ზეითუნის ზეთით მოვასხათ,ღუმელში  შევდოთ გაგრძელება იხ.აქ 

კარტოფილის პიურეს მაფინები

კარტოფილის მაფინები ადვილად დასწრაფად მოსამზადებელია. იგი შეგვიძლია წასახემსებლად წავიღოთ სამსახურში,პიკნიკზე,გავატანოთ ბავშვს სკოლაში.

ინგრეიენტები :

პიურე კარტოფილი – 400 გრ;
რძე – 200 მლ;
კარაქი – 2 სუფრის კოვზი .;
ნიორი (თავები) – 2 ცალი;
ზეითუნის ზეთი – 50 მლ;
საფანელი – 50 გრ;
არაჟანი – 50 მლ;
ყველი – 50 გრ

მომზადების წესები ;

გარეცხილი კარტოფილი დავჭრათ,მოვხარშოთ, წყალი გადავწუროთ,დავჭყლიტოთ ,შევურიოთ კარაქი და რძე.

ორი თავი ნიორი გავარჩიოთ,ნივრის კბილები გავფცქვნათ, პერგამენტზე დავაწყოთ,  ზეითუნის ზეთით მოვასხათ,ღუმელში  შევდოთ და გამოვაცხოთ  180 გრადუსზე   10 წუთის განმავლობაში.ნიორი გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ.

მაფინის ფორმებს მოვუსვათ ზეთი,მოვაყაროთ საფანელი.

პიურეს დავუმატოთ საფანელი და დაბლენდერებული ნიორი.

კარტოფილის პიურე გადავიტანოთ ფორმებში,ზემოდან წავუსვათ არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

მაფინები გამოავაცხოთ  180 გრადუსზე  10 წუთის განმავლობაში.

კარტოფილის დერუნები – უკრაინული სამზარეულო

რა შეიძლება იყოს უფრო  გემრიელი, ვიდრე შემწვარი ოქროსფერი  კარტოფილის ბლინები? მხოლოდ კარტოფილის ბლინები ხორცით!

ინგრედიენტები :

350 გრ.ხორცი

250 გრ.კარტოფილი

2 კვერცხის გული

100 გრ.ხახვი

50 გრ.ფქვილი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი დავაბლენდეროთ,დავუმატოთ კვერცხი,ფქვილი,მარილი,წიწაკა.

ხორცი გავატაროთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპში,მოვაყრით წიწაკასა და მარილს.

ზეთი მოვასხათ ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის მასა,მივცეთ ოლადის ფორმა,შუაში დავადოთ ხორცის ფარში,  ზემოდან  ისევ დავადოთ კარტოფილის მასა.

დერუნებს შევწვავთ ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე და შემდეგ გამოცხობას დავასრულებთ 15 წუთი  ღუმელში.

ეს გემრიელი დერუნები მივირთვათ  ალყა-ალყად დაჭრილ მოშუშულ ხახვთან ერთად.

 

კარტოფილი “ანა”

დელიკატური  კარტოფილი ანა  ხახვით, ნიორით და კარაქით – კიდევ ერთი საინტერესო რეცეპტი  კარტოფილის გამოცხობისთვის!

ინგრედიენტები :

კარტოფილი – 1 კგ;
ხახვი – 2 ცალი .;
კარაქი – 80 გ ;
მცენარეული ზეთი – 4 სუფრის კოვზი.;
ნიორი – 4 კბილი;
როზმარინი – 1 ყლორტი;
მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავასხათ წყალი და წყლის ადუღებიდან სამი წუთი ვხარშოთ.

ხახვი დავჭრათ ალყა ალყად და  დაჭრილ ნიორთან ერთად ზეთში მოვშუშოთ.

ფორმას წავუსვათ კარაქი.

კარტოფილები დავჭრათ ალყა-ალყად,ფორმაში ფენებად დავალაგოთ,ფენებს შორის მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და ნიორი,მარილი და წიწაკა,ზემოდან დავადოთ როზმარინის ყლორტი.

გამოვაცხოთ კარტოფილი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი,მივირთვათ ცხლად.

 

 

მწყემსის ღვეზელი

მსუყე და წარმოუდგენლად  გემრიელი მწყემსის ღვეზელი – ცხვრის, კარტოფილისა და ფეტა ყველისგან დამზადებული. იცით, როგორ უნდა მოამზადოთ ეს კერძი?

ინგრედიენტები :

ბატკანი – 300 გრ;
ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
ხახვი – 1 ცალი;
სტაფილო – 1 ცალი;
ტომატის პასტა – 2 სუფრის კოვზი
კარტოფილის პიურე – 400 გრ;
ხმელი ორეგანო ,ქონდარი,მაიორანი გემოვნებით ;
ნაღები – გემოვნებით;
კარაქი – გემოვნებით;
ბულიონი – გემოვნებით;
ყველი ბრინზა ან ფეტა – გემოვნებით;
წიწაკა – გემოვნებით;
მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცს  ნაჭრები ჩავდოთ ქვაბში,მოვაყაროთ მარილი,დაჭრილი ხახვი,სტაფილო,ორეგანო,ქონდარი,მაიორანი  და 10 წუთი ვშუშოთ.

მოშუშულ ხორცს დავუმატოთ ფქვილი,ტომატ-პასტა,ბულიონი და ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი.შემდეგ გადმოვდაგათ ცეცხლიდან.

კარტოფილისგან მოვამზადოთ პიურე დავუმატოთ ნაღები და კარაქი.

ფორმაში გადავიტანოთ ხორცი,ზემოდან მოვათავსოთ კარტოფილის პიურე ,ზემოდან მოვაყაროთ ყველი ბრინზა( თუ სურვილი გვაქვს)და  პეროგი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

 

 

მაიონეზის მომზადება სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი შაქრის პუდრა

1 ჩ.კოვზი მდოგვი

ნახევარი ლიმონის წვენი

მარილი გემოვნებით

150 მლ . მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესები :

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი მიქსერით.

კვერცხი და მდოგვი ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.

მიქსერი ვაბრუნოთ ერთი მიმართულებით .მდოგვი აუცილებელია კვერცხის  გასასქელებად.

შემდეგ ჩავამატოთ შაქრის პუდრა,მარილი და ამის შემდეგ წვეთ-წვეთობით ჩავამატოთ ზეთი.თან ვთქვიფოთ,თქვეფა არ შევაჩეროთ.

ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი.

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი ბლენდერით .

ბლენდერის ჭიქაში ჯერ ჩავდოთ კვერცხი,შემდეგ ჩავდოთ მდოგვი,  ჩავყაროთ შაქრის პუდრა,მარილი , დავაბლენდეროთ ,დავასხათ ზეთი და ბოლოს ლიმონის წვენი.

ჩავდოთ ბლენდერი ჭიქის ფსკერამდე,ჩავრთოთ,გავაჩეროთ ჩართული 5 წამი და შემდეგ ვამოძრაოთ ქვემოდან ზემოთ მაიონეზის გასქელებამდე.

ასევე წაიკითხეთ, როგორ მოვამზადოთ მაიონეზი  “პროვანსალი “

რჩევა.

სასურველია ბლენდრი იყოს მძლავრი  და ყველა პროდუქტს ჰქონდეს ერთნაირი ტემპერატურა.

 

 

კარტოფილი გლეხურად

მარტივად მოსამზადებლი  ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ყველით.

ინგრედიენტები :

6 კარტოფილი

250 გრ.ყველი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავჭრათ 4 ნაწილად და მოვხარშოთ.

ნახევრად  მოხარშული კარტოფილებს მოვასხათ გამდნარი კარაქი, დავაწყოთ ტაფაზე  და 180 გრადუსზე ღუმელში გამოვაცხოთ.

გამოცხობამდე 3-4 წუთით ადრე მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში,დავასრულოთ გამოცხობა.მოვაყაროთ მწვანილი ჩვენი გემოვნებით.

კერძი გამომცხვარი კარტოფილი ღუმელში ძალიან გემრიელია! მივირთვათ სახლში მომზადებულ   მაიონეზთან ერთად.( წაიკითხეთ რეცეპტი)

 

 

 

სამარხვო სტაფილოს მაფინები

ინგრედიენტები :
სტაფილო – 1 ცალი;
ჭვავის ფქვილი – 0.3 ჭიქა;
შვრია – 1 ჭიქა;
თხილი – 85 გ;
ქოქოსის ზეთი – 0.5 ს კოვზი .;
მუქი ქიშმიში – 60 გ;
ნეკერჩხლის სიროფი – 3 ს კოვზი.;
ჯანჯაფილის ფესვი – 0,5 ჩ.კოვზი;
ზღვის მარილი – დანის წვერი;
გამაფხვიერებელი – 0,5 ჩ / კ.

მომზადების წესები :

სტაფილო გავრეცხოთ და გავხეხოთ, დავუმატოთ შვრიის ფქვილი, დაჭრილი თხილი, ჭვავის ფქვილი, წვრილად დაჭრილი ქიშმიში, მარილი, გამაფხვიერებელი, კარგად მოურიოთ.

ცალკე თასში ავურიოთ ქოქოსის ზეთი (წინასწარ გავაცხელოთ წყლის აბაზანაში გამოყენებამდე), ნეკერჩხლის სიროფი, წვრილად გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი.

ჩვენ ორივე ნაზავი გავაერთიანოთ, კარგად ავურიოთ.

გავაცხელოთ  ღუმელი 180 გრადუსამდე.

მაფინების ფორმებში ცომი  გავანაწილოთდა გამოვაცხვოთ 15 წუთის განმავლობაში.

ეს სამარხვო კექსები,ქაფქეიქები ძალიან გემრიელია!