არომატული ყველის კექსები

ინგრედიენტები :

270 გრ.ფქვილი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 ჩ.კოვზი მშრალი მდოგვი

2 კვერცხი

1 ს.კოვზი შაქარი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

3 ს.კოვზი ზეთი

225 გრ.რძე

100 გრ.ყველი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ.

ათქვეფილ კვერცხებს შევურიოთ რძე და ზეთი,შემდეგ დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და კოვზით ვურიოთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.სულ ამისათვის საჭიროა გავაკეთოთ 10-15 მოძრაობა.შემდეგ ცომს დავუმატოთ გახეხილი ყველი.

ცომი გადავიტანოთ ნებისმირ  ჩვენთვის მოსახერხებელ ფორმაში და 175 გრადუსზე გამოვაცხობთ 40 წუთი.