მოხარშული სუპერელასტიკური ცომი ხინკლის,პელმენისა და ჩებურეკისათვის

ინგრედიენტები :

150 მლ.მდუღარე წყალი

250 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი ზეთი

1 გრ.მარილი

მომზადების წესები :

ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი.

თქვილი ჩავყაროთ თასში, შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება,შიგნით ჩავასხათ ზეთი ,დავასხათ ადუღებული წყალი და კოვზით წრიული მოძრაობებით ვურიოთ.

თასს დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ გაგრილებამდე.

როგორც კი შევძლებთ ხელის მიკარებას,ცომი გადმოვიტანოთ დაფაზედა მოვზილოთ.ვზილოთ 15 წუთი.

ცომს გადავაფაროთ ტი;ლო და აუცილებლად გავაჩეროთ ნახევარი საათი.ცომი გახდება ძალიან ელასტიკური და პლასტელინივით წელვადი.რაც მთავარია,ამ წესით მომზადებული ცომი  გაბრტყელებისას არ იხევა და ხარშვისას არ სკდება.

ამ ცომით შესაძლებელია, გავაკეთოთ პელმენები,ხინკლები ,ვარენიკები და ჩებურეკები.

 

ღუმელში გამომცხვარი გალისიური კარტოფილის ღვეზელი

ინგრედიენტები :

3 კარტოფილი

150 გრ.წიწიბურა

200 გრ.ქონი

640 გრ.ფქვილი

300 მლ.თბილი წყალი ცომისათვის

2 კბილი ნიორი

2 თავი ხახვი

30 გრ.ნედლი საფუარი

1 სტაფილო

1კვერცხი

40 მლ.ზეთი

25 გრ.შაქარი

15 გრ.მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

თბილ წყალში გავხანათ საფუარი და შაქარით,დავალოდოათ აქაფებას.შემდეგ დავუმატოთ 2 ს.კოვზი ზეთი,.ფქვილი და 5 გრ.მარილი.მოვზილოთ ცომი,დაგავაფაროთ ტილო და დავდოთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭყლიტოთ.

წიწიბურას დავასხათ წყალი,თასს დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ .წიწიბურა წყალს მთლიანად შეიწოვს.

ქონი დავჭრათ წვრილად და ტაფაზე გავადნოთ.

წაიკითხეთ  ღვეზელების რეცეპტები.

ქონში  მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.ბოლოს ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი.

კარტოფილის პიურე, წიწიბურა,მოშუშული ბოსტნეული 5 გრ.მარილი,3 გრ.შავი დაფქული წიწაკა შევურიოთ ერთმანეთს.

ცომი გავაბრტყელოთ ( ცოტა მოვიტოვოთ გასაფორმებლად),შუაგულში ჩავდოთ გულსართი მოვუკრათ პირი და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე,გავაბრტყელოთ ,სურვილისამებრ მორჩენილი ცომით გავაფორმოთ ,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  40 წუთი გამოვაცხოთ

 

 

 

 

კარტოფილის ფირფიტები – ფრანგული სამზარეულო

ინგრედიენტები ;

1,5 კგ.კარტოფილი

250 მლ.ნაღები

1 ვაშლი

1 მსხალი

1 ლიმონი

30 გრ.კარაქი

1 ხახვი

2 ტოტი მწვანე ხახვი

2 კბილი ნიორი

ქონდარი

40 მლ.ზათი

14 გრ.მარილი

6 გრ.შავი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე.

მსხალი,ვაშლი  გავჭრათ შუაზე  და  შუაგული  ამოვაცალოთ.

მსახალი და ვაშლი გავთალოთ და გავხეხოთ ალყა – ალყად,მოვაპკუროთ  ლიმონის წვენი.

იგივე წესით დავჭრათ კარტოფილი,ჩავყაროთ თასში,დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 3 საათი.

ხახვი დავჭრათ ოთხკუთხედებად.

ღრმა თასში ჩავასხათ ნაღები, ერთი  ჩაის კოვზი დავუმატოთ მარილი და  ნახევარი შავი დაფქული წიწაკა.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.პირველ ფენად დავალაგოთ 1/3 ხილის ფირფიტები  ,მოვაყაროთ ხახვი და კუბებად დაჭრილი კარაქი.მეორე ფენად დავაწყოთ 1/ 4კარტოფილის ფირფიტების  , მოვაყაროთ 1/4 ჩ.კოვზი  მარილი და  1/4 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა .დავაწყოთ ისევ კარტოფილის ფიფიტები,მოვასხათ შეზავებული ნაღები,დავაწყოთ ხილის ფიფიტები,მოვასხათ ნაღები და ასე ვაკეთებთ  მანამ ,სანამ არ გათავდება ხილის  და  კარტოფილის ფირფიტები.

გადავაფაროთ ფოლგა და 50 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.

დაველოდებით კერძის ბოლომდე გაგრილებას,გადმოვიტანთ ხის დაფაზე და დავჭრით ოთხკუთხედებად.კარტოფილის ოთხკუთხედებს შევწვათ ზეთში ( ჩავდოთ 2 ტოტი ქონდარი და 2კბილი ნიორი) ტაფაზე.