კარტოფილისა და შოკოლადის ტორტი – ამერიკული სამზარეულო

ინგრედიეტები :

400 გრ.კარტოფილი

210 გრ.ნაღების კარაქი

4 კვერცხი

270 გრ.შოკოლადი

480 გრ.ფქვილი

100 გრ.კაკაო

100 მლ.ნაღები

1კგ.შაქარი

1 გრ.მუსკატის კაკალი

20 გრ.ჟელატინი

8 გრ.დაფქული დარიჩინი

12 გრ.სოდა

250 მლ.რძე

100 გრ.ნიგოზი

1 ლიმონი

600 მლ.წყალი

 

მომზადების წესები :

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ , მოვხარშოთ,წყალი გადავწუროთ და 90 გრ.დატეხილი შოკოლადის ფილა ჩაყაროთ.შოკოლადი ცხელ კარტოფილში გადნება.მოვამზადოთ პიურე.

შოკოლადიან კარტოფილის პიურეს დავუმატოთ დარიჩინი და მუსკატის კაკალი.

480 გრ.ფქვილი გავცრათ,შევურიოთ 100 გრ.კაკაო და 1ჩ.კოვზი სოდა.

160 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი

4 კვერცხი ჩანგლით ავთქვიფოთ.

100 გრ.ნიგოზი დავტეხოთ.

200 გრ.კარაქი ავთქვიფოთ 400 გრ.შაქართან ერთად მიქსერით ,შევათქვიფოთ კვერცხი, შემდეგ შოკოლადიანი კარტოფილის პიურე და ბოლოს ჩავყაროთ 50 გრ.დატეხილი ნიგოზი.მასას შევურიოთ მომზადებლი ფქვილი და 1 ჭიქა რძე.

ფორმას წავუსვათ ძირზე ,გვერდებზე ცხიმი, ჩავსახათ ცომი და ვაცხობთ 40 წუთი.

გამომცხვარი ბისკვიტი გამოდის ოდნავ ნოტიო და გავაგრილოთ.

მოვამზადოთ მინანქარი ინვენტური სიროფით.

ჯერ ვამზადებთ ინვენტურ სიროფს:3 ჭიქა შაქარს ( 600 გრ.) დავასხათ 500 მლ( 2ჭიქა) წყალი, 2 ს.კოვზი ლიმონის წვენი ,დავახუროთ თავსახური და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 40 წუთი.

10 გრ. ჟელატინს დავასხათ 100 მლ.წყალი და დავდგათ ასაფუებლად.

თასში ჩავასხათ 5 ს.კოვზი ნაღები ( 33%),ჩავყაროთ 2 ცალი დატეხილი შოკოლადის ფილის ნატეხები,დავასხათ ცხელი ინვენტური სიროფი,კარგად მოვურიოთ ,იქვე თბილშივე ჩავდოთ აფიებული ჟელატინი და კარგად მოვურიოთ ხელის ბლენდერით.ხელის ბლენდერი ვატრიალოთ თასის ფსკერზე.მინანქარი გავატაროთ საცერში.

ბადეზე დავდოთ ტორტი,დაგავასხათ შოკოლადის ნახევარი,გავაგრილოთ 20 წუთი მაცივარში და შემდეგ ისევ გადავასხათ შოკოლადის მეორე ნახევარი. მოვრთოთ დატეხილი ნიგვზებით.

 

 

 

 

 

 

 

ნამცხვარი “სიგარეტები ” – ხვეულები ნიგვზის შიგთავსით

ინგრედიენტები :

300 გრ.არაჟანი

250 გრ.მარგარინი

4-4.5 ჭიქა შაქარი

1 კვერცხის გული

1-2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

0,5 ჭიქა შაქრის პუდრა

1 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში ჩავახეხოთ ცივი კარაქი ან მარგარინი,ხელით ავურიოთ,დავუმატოთ არაჟანი ( გახსნილი გვაქვს გამაფხვიერებილი).კვერცხის გული და მოვზილეთ ცომი.

ცომი გავყოთ 3 გუნდად და ჩავრთოთ ღუმელი.

მოვამზადოთ გულსართი: გატარებულ ნიგოზს შევურიოთ შაქარი და გათქვეფილი კვერცხის ცილა.

ცომი გავაბრტყელოთ 5მმ სისქეზე,დავჭრათ სამკუთხედებად .

სამკუთხედის ფართო მხარეს დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ  ვიწრო მხარის მიმართულებით.

ღუმელის ტაფას თხლად მოვუსვათ ცხიმი,დავალაგოთ სამკუთხედები და 35-40 წუთი გამოვაცხოთ.ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.