როგორ გავაკეთოთ თაგვის ფორმის სასაჩუქრე ყუთი

მოგესალმებით ყველას.საახალწლო ტკბილეულს სხვადასხვა ფორმის ყუთებში ვაწყობთ.გადავწყვიტეთ საკუთარი ხელებით დაგვემზადებია სასაჩუქრე ყუთი ,მივიღეთ ასეთი სასაცილო და საყვარელი თაგვის ფორმის ჩასაწყობი – ნამდვილი სიურპრიზი!

თქვენ დაგჭირდებათ

1 ცალი თეთრი ფერის მუყაოს ქაღალდი

დირაკოლი

წითელი ფერის მუყაოს ქარალდი ( ყურებისათვის)

მავთული

მარკერი

ზონარი

წებო

მაკრატელი

დამზადების წესები :

თვალები და ცხვირი შავი მარკერით დავუხატოთ.

 

 

 

ამერიკული სენდვიჩი ” Subway “

ინგრედიენტები :

4 სენდვიჩის პური ჩიაბატა

500 გრ.ქათმის ფილე

600 გრ. ლორი

300 გრ.მაგარი ყველი  და 100 გრ.გაუდა

9 პამიდორი

სალათის ფურცლები

500 მლ.არაჟანი

2 კიტრი

2 ბულგარული წიწაკა (1 წითელი და 1 მწვანე)

1 წითელი ხახვი

2 კბილი ნიორი

1 ჯანჯაფილი

6 კიტრის მწნილი

2 ლიმონი

2 ჩ.კოვზი კეტჩუბი

60 გრ.ზეთის ხილი

20 მლ.დიჟონის მდოგვი ( მარცვლოვანი)

20 მლ.სოუსი ჩილი

40 მლ. თაფლი

120 მლ.ზეითუნის ზეთი

5 მლ.ძმარი

2 გრ.პაპრიკა

8 გრ.შაქარი

20 გრ.მარილი

 

მომზადების წესები :

ქათმის ფილე დავჭრათ და დავამარინადოთ.

თასში 1 კბილი ნიორი ჩავჭყლიტოთ,15 გრამი ჯანჯაფილი გავხეხოთ,დავასხათ 150 მლ.ლიმონის წვენი,40 მლ,ზეითუნის ზეთი,ჩავყაროთ 10 გრ.მარილი,2 გრ.პაპრიკა,კარგად მოვურიოთ და ჩავდოთ ფილეს ნაჭრები 30 წუთი.

ფრინველის ხორცი შევწვათ ელექტროგრილზე ან ტაფაში ყველა მხრიდან.

წითელი ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად.

კიტრი სიგრძეზე გავჭრათ და თითოეული ნახევარი  თხლად ( 3მმ სისქე) დავჭრათ ნახევარრგოლებად.

პამიდორი დავჭრათ 5მმ სისქის რგოლებად.

წითელი ბულგარული დავჭრათ ნახევარრგოლებად.

თხელ რგოლებად დავჭრათ კიტრის მწნილი.

შუაზე განივრად  გავჭრათ დაკურკული ზეთის ხილის მარცვლები.

მოვამზადოთ სოუსი: 10 მლ.დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი,80 მლ.ზეითუნი,500 მლ.20% არაჟანი,1 ჩ.კოვზი  9% ღვინის ძმარი,10 გრ. მარილი,8 გრ.შაქარი,40 გრ.თაფლი.ეს ყველაფერი ერთმანეთში შევურიოთ და მივიღებთ მომჟავო-მოტკბო გემოს სოუსს.

ავიღოთ 2 რუხი  სენდვიჩის პური.ჩავჭრათ სიგრძეზე შუაში.

თითოეულ მათგანში ჩავდოთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: 3 სალათის ფურცელი,3 პამიდვრის ნაჭერი,3-4 ბულგარული წიწაკა,3-4 კიტის ნაწერი,მოვაყაროთ ხახვი,მოვასხათ 3 ს.კოვზი სოუსი,1 ჩ.კოვზი პამიდვრის წვენი ( კეტჩუბი),დავალაგოთ შემწვარი ქათმის  ფილეს 3-4 ნაჭერი,ზემოდან დავდოთ 3-ცალი გაუდა ყველის ფირფიტა,ხელით დავტკეპნოთ და პურის მეორე ნახევარი გადავაფაროთ.

ამერიკული სენდვიჩი ” Subway ” -მეორე ვერსია.

2 თეთრი სენდვიჩის პური ჩიაბატაგავჭრათ შუაზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი და ღუმელი გავახუროთ 100 გრადუსზე.

ნიორის კბილი გავჭრათ შუაზე და სველი ზედაპირით მოვუსვათ 2 ცალ პურის ნაჭერს გაჭრილ ზედაპირზე. პურის ნაჭრები აიღებენ ნივრის არომატს.შემდეგ თითოეულზე დავალაგოთ თხლად დაჭრილი 4 ნაჭერი ლორი და 3 ნაჭერი მაგარი ყველის ფირფიტა.შევდოთ ღუმელში.

პურის  მეორე ნახევარზე დავდოთ 3 ცალი სალათის ფურცელი,დავალაგოთ 3-4 ცალი პამიდვრის ნაჭერი,4 -4 ნედლი და მჟავე კიტრის ნაჭერი,მოვასხათ 3 ს.კოვზი სოუსი.გამოვიღოთ ღუმელიდან ცხელი პურის ნაჭრები და დავაფაროთ პურის მეორე ნახევარს.