ყიყლიყოს კლასიკური და განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კოვზი შაქარი

50 მლ.რძე

ნახევარი ბატონი ან თეთრი პური

ზეთი ან კარაქი შესაწვავად

 

მომზადების წესები :

კვერცხს მოვაყაროთ მარილი,შაქარი და ავთქვიფოთ ჩანგლით.

გათქვეფილ კვერცხში წვრილი ჭავლით ჩავასხათ რძე.

ბატონი პური დავჭრათ ნაჭრებად,ამოვავლოთ კვერცხში და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

ყიყლიყო ხახვით.მეორე ვერსია

8 ნაჭერი  თეთრი ან ჭვავის პური

2 კვერცხი

2 ს.კოვზი მაიონეზი

3-4 ცალი მწვანე ხახვი თეთრი ბოლოს გარეშე

1 პატარა თავი ხახვი

1-2 ჩ.კოვზი მდოგვი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

გათქვეფილ კვერცხში შევურიოთ მაიონეზი,მდოგვი,მარილი,წიწაკა,დაჭრილი ხახვი.ასევე შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა გახეხილი  მაგარი ყველი,ძეხვი.

პურის ნაჭრები ამოვსვაროთ კვერცხიან მასაში და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაში.