ტორტი ზახერი – ავსტრიული შოკოლადის დესერტი.

ავსტრიელმა კონდიტერმა ფრენც ზახერმა მე-19 საუკუნეში მოამზადა მინისტრ მეტერხინისთვის. ამ ტორტის უამრავი რეცეპტი არსებობს, შოკოლადის განაში და გარგრის  ჯემის ფენა ყველა ვერსიისათვის არის აუცილებელი.ჩვენ გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს.

ინგრედიენტები :

100 გრ-412 კკალ

175 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

6 კვერცხი

100 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ს.კოვზი კონიაკი

100 გრ. შავი შოკოლადი( 70%)

50 გრ.ნიგოზი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

გულსართი და ზემოდან წასასმელად:

300 გრ.გარგრის ჯემი

200 გრ.შოკოლადის ფილა( 70%)

1 ს.კოვზი კონიაკი

6-7 წვეთი ლიმონის წვენი

50 გრ.კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა.

2 -3 ს.კოვზი ცხელი წყალი

მომზადების წესები :

ნიგოზი მოვხალოთ,ქერცლი გავაცალოთ,დავყაროთ პერგამენტის ქაღალდის ნახევარზე,მეორე ნახევარი გადავაფაროთ და ცომის საბრტყელებლით დავაქუცმაცოთ.მივაქციოთ ყურადღება,რომ ქაღალდი  ნიგოზის ცხიმით დაისვრება.ნიგოზის ცხიმი რომ არ დავკარგოთ და დესერტი გემრიელი გამოგვივიდეს, დავუმატებთ 1 ჩ.კოვზს შაქარს.შაქარი ცხიმს შეიწოვს და ისე გადავიტანოთ ფქვილში.

ფქვილს ასევე  დავუმატოთ კაკოს ფხვნილი,გამაფხვიერებელი,მარილი.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ და შევურიოთ 1 ს.კოვზი კონიაკი.

კვერცხი ცილა ავთქვიფოთ შევურიოთ  75 გრ.შაქარი.

კარაქი ავთქვიფოთ 75 გრ.შაქართან ერთად და  შევათქვიფოთ თითო-თითოდ კვერცხის გულები.ბოლოს კი დავუმატოთ გაგრილებული შოკოლადი.მიღებულ მასას მონაცვლეობით  დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და ამოყვანილი ბეზე.

ფოლგას ერთი მხრიდან წავუსვათ ცხიმი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი, გადავაფაროთ ფოლგა და  ცივ ღუმელში 170 გრადუსზე   ვაცხობთ 40 წუთი,შემდეგ ფოლგა მოვაშოროთ და კიდევ გამოვაცხოთ 10-15 წუთი.

ბისკვიტი გავაგრილოთ, გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტს შუაში,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ გარგრის ჯემი და შევდოთ 15 წუთი საყინულეში ,რომ ადვილად წავუსვათ შოკოლადის განაში.

თუ გარგლის ჯემი სქელია,მაშინ გავაცხელოთ და  ბისკვიტს ისე წავუსვათ .

შოკოლადის განაში გავყოთ ორად.ნახევარი ტორტს წავუსვათ ზემოდან და გვერდებზე, გადავიტანოთ თეფშზე , შევდოთ საყინულეში  5-10 წუთი და ბოლოს წავუსვათ განაშის მეორე ნახევარი.

შოკოლადის განაში:

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,დავუმატოთ შაქრის პუდრა,კარაქი,ლიმონის წვეთები,კარგად მოვურიოთ და ბოლოს ჩავამატებთ ცხელ წყალს და კიდევ მოვურევთ.არ დაგავიწყდეთ ლიმონის წვეთების ჩამატება. ლიმონის მჟავა ხელს უწყობს  განაშის გაცივების შემდეგ დესერტის ზედაპირზე გაბრტყელებას.

ტორტ ზახერს აუცილებლად უნდა ქონდეს ზემოდან წარწერა.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი,გადავიტანოთ ქაღალდის კორნეტში,წვერი მოვაჭრათ და ტორტს ზემოდან გავუკეთოთ წარწერა.

ხაჭოს ტორტი გარგრით

ინგრედიენტები :

იოგურტი – 1 ს კოვზი
შაქრის ფხვნილი – 100 გრ
კარაქი – 125 გ
დიდი კვერცხი – 2 ცალი.
ლიმონის ცედრა  და წვენი
ფქვილი – 1 ჭიქა,მასში შერეული გვაქვს 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მარილი გემოვნებით

გულსართი:
ხაჭოს კრემყველი – 700 გ
სახამებელი – 2.5  ს.კოვზი
შაქარი – 1 ჭიქა
კვერცხი – 4 ცალი.
შაქარი – 180 გ
არაჟანი – 400 გრ
დაკონსერვებული გარგარი – 8 ცალი.
ვანილის შაქარი – 1 შეკვრა
ფსტა -1 ს.კოვზი
ლიმონის წვენი – 1 ს.კოვზი
გახეხილი ლიმონის  ცედრა -1 ს.კოვზი

მომზადების წესები :

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი და შაქარი.დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი,კვერცხი ,იოგურტი,ლიმონის წვენი,ცედრა და მოვზილოთ ცომი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი , ძირზე ჩავტკეპნოთ და გვერდები ამოვუყვანოთ.

გულსართის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ და ზემოდან ცომზე მოვათავსოთ და ნიჩბით  თანაბრად  გავანაწილოთ.

წინასწარ გახურებულ ღუმელში ხაჭოს ტორტი გამოვაცხოთ 190 გრადუსზე, ერთი საათი,გადავაფაროთ ფოლგა და ღუმელში დავტოვოთ 15 წუთი.ბისკვიტი გავაციოთ და გავაჩეროთ 1-2 საათი.

ნამცხვარი  დავჭრათ  ნაჭრებად.

შაქარის მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრას დავუმატოთ 4 ს.კოვზი წყალი და ოდნავ შევათბოთ.თუ მინანქარი თხელი გამოგვივა დავუმატოთ შაქრის პუდრა,თუ სქელი წყლით გავათხელოთ.

ტორტი ზემოდან გავაფორმოთ გარგრით,მოვასხათ შაქრის მინანქარი და მოვაყაროთ ფსტა.