მაყვლისა და ჟოლოს პეროგი

ინგრედიენტები:

კარაქი 150 გ
შაქარი 130 გ
ქათმის კვერცხი 3 ცალი.
ფქვილი 150 გ
მაყვალი 100 გ, ჟოლო 100 გრ
გამაფხვიერებელი 1 ჩ.კოვზი
შაქრიანი ვანილი 1 შეკვრა

მომზადების წესები :

ფქვილი,შაქრიანი ვანილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შევურიოთ.

ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად,შევათქვიფოთ კარაქი  და დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები.

ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში,ზემოდან დავაწყოთ ჟოლო და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.

პეროგი გავაციოთ.ზემოდან წავუსვათ ნაღების ან ცივი კრემი და მოვრთოთ მაყვლებით.

გუფთა, ბოზბაში – აზერბაიჯანული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ ცხვრის ხორცი ( რბილი)ან საქონლის ხორცი

200 გრ.დუმა

200 გრ.ხახვი

მწვანილი: ქინძი,კამა,პიტნა გემოვნებით

200 გრ .მრგვალი ბრინჯი

შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი ხმელი პიტნა

3-4 ცალი პამიდორი

3-4 ცალი კარტოფილი

100 გრ.კარაქი

ნახ ს.კოვზი კურკუმა

2 -3  ს.კოვზი მუხუდო

 

მომზადების წესები :

ხორცი ,დუმა და 100 გრ.ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები,ხმელი პიტნა, მრგვალი ბრინჯი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

მოვზილოთ ფარში სველი ხელებით. ხორცი ხელს უნდა მიეწებოს.

ფარშისაგან მოვამზადოთ სასურველი ზომის ბურთები. თითოეულში ჩავდოთ წინასწარ დამბალი შავი ქლიავი ან ალუჩა.

ხახვი და პომიდორი წვრილად დავჭრათ.

100 გრ.კარაქში მოვშუშოთ ხახვი და დავაყაროთ პომიდორი,დავუმატოთ კურკუმა,ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

მოშუშულ ხახვს და პამიდორს დავასხათ ბულიონი,წამოვადუღოთ,ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები .

ვჭრით 4 -6 ნაწილად  გარეცხილ,გაფცქვნილ კარტოფილებს და ვაწყობთ ბულიონში.ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაგრძელოთ კერძის მომზადება.როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება,დავუმატოთ მუხუდო,ცოტა ხმელი პიტნა და ვადუღოთ კერძი მუხუდოს  მოხარშვამდე.

მზა კერძი გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე,მოვაყაროთ თუთუბო (სუმახი) და წვრილად დაჭრილი მწვანილები.

 

 

 

 

კუკი-ლიკი – ქათმის წვნიანი შავი ქლიავით შოტლანდიურად

ინგრედიენტები :

ქათამი – 1 – 1,5 კგ

პრასი – 4 ცალი

ხახვი – 1 ცალი

მიხაკი – 4-5 ბუტკო

შავი წიწაკის მარცვალი – 5-6 ცალი

დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი

ოხრახურში და ქონდარი – 3-4 ტოტი

შავი ქლიავის ჩირი – 15-20 ცალი

მარილი

მომზადების წესები :

ქათამს კანი გავაცალოთ.

პრასის მწვანე ნაწილი  დავჭრათ ,დავდოთ ქვაბის ძირზე,დავაწყოთ ქათმის ნაჭრები და დავასხათ წყალი ისე , რომ ქათამი ოდნავ დაიფაროს.

მოვადუღოთ ბულიონი დაბალ ცეცხლზე. წვენს ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.

ბულიონის მოდუღებამდე 3-4 წუთით ადრე, ქვაბში ჩავყაროთ შავი წიწაკის მარცვლები,დაფნის ფოთლები,მიხაკის ბუტკო, მწვანილი,მარილი.

მომზადებული ბულიონი გადავწუროთ,გავატაროთ საცერში და ჩავასხათ სუფთა ქვაბში.

ქათამს გამოვაცალოთ ძვლები , დავჭრათ წვრილად.

ბულიონში ქათმის ნაჭრებთან ერთად  ჩავყაროთ შავი ქლიავის ჩირი და მოვადუღოთ 5 წუთი.

დავჭრათ პრასის თეთრი ნაწილი.

ხახვი დავჭრათ რგოლებად .

ხახვი,პრასის თეთრი ნაწილი მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ 3 წუთი.