შოკოლადისა და ყავის ტორტი ფერერო როშე

ინგრედიენტები :

ბისკვიტი:
ფქვილი -380 გრ.
კაკაოს ფხვნილი – 75 გრ.
შაქარი – 450 გრ.
ვანილინი -1 გ.
მარილი -1 / 2 სთ.
სოდა -2 ჩ.კ.
ძმარი 9% -2.ს.კოვზი
კვერცხი – 3 ცალი
კარაქი – 90 გ.
მცენარეული ზეთი -90 გრ.
რძე – 420 მლ.

დასანამად:
ყავა -1,5 ს.კოვზი
მდუღარე წყალი -150 მლ.
ლიქიორი -2 ს.კოვზი

გულსართი:
თხილი -130 გ.
ვაფლები -30 გრ.
თეთრი შოკოლადი -150 გრ.
ნაღები 20% -3 ს.კოვზი

კრემი:
ნაღები  33% -300 მლ.
ნუტელა -4 ს.კოვზი

შოკოლადის  მინანქარი:
მუქი შოკოლადი -150 გ.
ნაღები 20% -100 მლ

 

მომზადების წესები :

ფორმის დიამეტრი -24-26 სმ.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი. გვერდებზე და ძირზე მოვუსვათ ცხიმი.

მშრალი ინგედიენტები შევურიოთ ერთმანეთს.

კვერცხები, მცენარეული ზეთი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, რძე ერთმანეთში შევურიოთ, დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და მიქსერით  ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ავთქვიფოთ.მივიღებთ თხევად ცომს, რომელშიც ჩავამატებთ ძმარს,მოვურიოთ კოვზით.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50-60 წუთი.

დასანამის მოსამზადებლად ყავას დავასხათ მდუღარე წყალი,დავუმატოთ ლიქიორი.

გულსართი: მოხალულ თხილს ქერცლი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ.

თეთრ შოკოლადს დავასხათ ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ.

თხილი, დატეხილი ვაფლი, დამდნარი შოკოლადი ერთმანეთში შევურიოთ.

კრემი: ცივი ნაღები მიქსერით ამოვიყვანოთ და შევურიოთ ნუტელა.

ტორტის აწყობა: ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად. ფენები დავნამოთ.პირველ და მეორე ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გულსართი.მესამე ფენას დავნამავთ და წავუსმევთ მარტო კრემს. ბისკვიტის ფენები ერთმანეთზე დავალაგოთ.ტორტს გვერდებზეც კრემი წავუსვათ და შევდოთ 4 საათი მაცივარში.

ტორტს ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ მინანქარი ან მოვრთოთ კანფეტის ბურთულებით.გვერდებზე მოვაყაროთ დაფქული თხილი.

 

 

ნაყინის ტორტი ” შემწვარი ალიასკა “

ინგრედიენტი:

800-1200 გრ.ნაყინი

ნამცხვარი ბრაუნი

იტალიური მერენგა

მომზადების წესები :

თასში ჩავაფინოთ პლასტიკი.ჩავდოთ ნაყინი და ჩავტკეპნოთ.

პლასტიკი თავზე დავაფაროთ და შევდოთ საყინულეში 3 საათი.

გამოვაცხოთ  ბრაუნი.

ინგრედიენტები:

150 გრ.შავი შოკოლადი 70%

200 გრ.შაქარი

70 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

170 გრ.კარაქი

100 გრ.თხილი ან ნიგოზი

მწიკვი მარილი

 

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

კვერცხისაგან და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შევურიოთ შოკოლადის მასაში.

ნარევს შევურიოთ ფქვილი და მარილი.

თხილი მოვხალოთ ტაფაზე, გავაგრილოთ, მსუბუქათ დავაბლენდეროთ,ცომში შევურიოთ.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ნამცხვარი გამოდის სველი,თითქოს ჩავარდნილია.

ბრაუნი გავაგრილოთ და შაბლონის მიხედვით  მივცეთ ფორმა.

მოვამზადოთ იტალიური მირენგა.

4 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

 

100 მლ.წყალი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,ჩავყაროთ ცენტრში შაქარი,ამით ავიცილებთ  შაქრის დაკრისტალებას.ხელი არ ვახლოთ და მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი,სანამ შაქარი არ გადნება.

ცივ წყალში ჩავაწვეთოთ სიროფის წვეთები,თუ წარმოიქმნა თეთრი ფერის რბილი ბურთულები,სიროფი მზადაა.

კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.მიქსერით თქვეფა არ შევაჩეროთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ შაქრის  სიროფი.მირენგა ვთქვიფოთ გაცივებამდე ყინულის აბაზანაზე.მოხარშულ ცილოვან კრემს გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.

ავაწყოთ ტორტი.ნაყინიანი თასი გამოვიტანოთ მაცივრიდან, ცეცხლგამძლე, კერამიკულ თეფშზე  გადმოვაბრუნოთ.

ზემოდან მოვრთოთ ბეზეთი.

შევდოთ 250 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 3-4 წუთი.

დესერტი  დაუყოვნებლივ  დავჭრათ,იქვე მივიტანოთ სუფრასთან   და მოვირთვათ.