როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისაგან

კანის კიბოს უმრავლესი შემთხვევები შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ,თუ ბავშვებს და მოზრდილებს( ასევე ზრდასრული ადამიანებიც) დავიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მზის სხივებისაგან  მიღებული დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

• მოვარიდოთ ბავშვები ზღვის ნაპირზე დიდხანს ყოფნას,განსაკუთრებით შუადღის საათებში.
• ბავშვს შევურჩიოთ ფართეფარფლებიანი ქუდი სახის, თავის, ყელისა და ყურების დასაცავად.
• ბავშვის საცურაო კოსტუმი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული.
• ბავშვს შევუჩიოთ და გავუკეთოთ მზისგან დამცავი სათვალეები.
• ბავშვისათვის გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები და ლოსიონები. SPF უნდა იყოს 30 – ზე მაღალი.
• ავუკრძალოთ ბავშვებსა და მოზრდილებს სოლარიუმების გამოყენება.სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები ისევე მავნებელია,როგორც მზის ულრტაიისფერი სხივები.