ტორტის გასაფორმებელი მოხარშული ცილოვანი კრემი – იტალიური მირენგა

მოხარშული ცილოვანი კრემი ანუ იტალიური მირენგა

ინგრედიენტები :

4 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

100 მლ.წყალი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში, ჩავყაროთ ცენტრში შაქარი,ამით ავიცილებთ  შაქრის დაკრისტალებას.ხელი არ ვახლოთ და მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი,სანამ შაქარი არ გადნება.

ცივ წყალში ჩავაწვეთოთ სიროფის წვეთები,თუ წარმოიქმნა თეთრი ფერის რბილი ბურთულები,სიროფი მზადაა.

კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.მიქსერით თქვეფა არ შევაჩეროთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ შაქრის სიროფი.მირენგა ვთქვიფოთ გაცივებამდე ყინულის აბაზანაზე.მოხარშულ ცილოვან კრემს გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.

 

ლიმონის კრემი Lemon curd – დესერტებისა და ნამცხვრებისათვის

ლიმონის კრემი :

3 დიდი ზომის ლიმონი

2 ლიმონის ცედრა

3 კვერცხი

150 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

 მომზადების წესები :

კვერცხი  და 75 გრ.შაქარი ავთქვიფოთ ერთად.

3 ცალი ლიმონიდან გამოვწუროთ წვენი.

2 ცალი ლიმონისგან  მოვამზადოთ ცედრა.

ლიმონის წვენში ჩავყაროთ ცედრა და 75 გრ.შაქარი,შემოვდგათ ცეცხლზე და მოვადუღოთ.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ლიმონის სიროფში ჩავასხათ გოგლიმოგლი, არ შეგვეშნდეს ,კვერცხი არ ამობრუნდება,რადგანაც წვენი შეიცავს ლიმონმჟავას. ქვაბი ისევ შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ,კრემის გასქელებამდე.

მოდურებული კრემი საცერში გავატაროთ, ცხელშივე ჩავდოთ  კარაქი. კრემი შევდოთ მაცივარში გასაციებლად.სულ ესაა! კრემი გამოვიყენოთ ნამცხვრებსა და დასერტების მოსამზადებლად.

 

 

ნამცხვარი პოლ რობსონი – ბავშვობის დაუვიწყარი გემო

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ნაღების კარაქი

500 მლ. მაწონი

400 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი კაკაო

600 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)

 

კრემი:

2 ლ გაწურული არაჟანი

400 გრ.შაქარის პუდრა

ან

400 გრ.კარაქი

2 ქილა შესქელებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები  ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი  და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.

შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ფორმაში ჩავაფინოთ  ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ  გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრემის მომზადება: გაწურულ არაჟანს შევათქვიფოთ შაქრის პუდრა

ან 400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2-ან 3 ნაწილად და ფენებს შორის და გვერდებზე  კრემი წავუსვათ.

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.