მთელ-მთელი ატმის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ ატამი

1 ს.კოვზი სოდა

1 ლიტრი წყალი

1 კგ შაქარი

მომზადების წესები :

ატამი გავრეცხოთ,ხის ჩხირით ან ჩანგლით დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ სოდიან წყალში( 3 ლიტრა წყალში გავხსნათ 1 ს.კოვზი სოდა).გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი.

ატმები ამოვიღოთ წყლიდან და გადავავლოთ წყალი.

მოვადუღოთ სიროფი  და ცხელშივე  ატმები ფრთხილად ჩავალაგოთ .სიროფი ატმებთან ერთად 10 -15 წუთი ვადუღოთ.

დუღილის დროს სწრაფად მოვხადოთ ქაფი და ცეცხლი გამოვრთოთ .მურაბა გავაციოთ 5-6 საათი.

შემდეგ ატმის მურაბა კიდევ 10-15 წუთი ვადუღოთ და ისევ გავაციოთ.

ასეთივე წესით ატამს კიდევ მოვადუღებთ 2-ჯერ.

ბოლოს ატმის მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ მშრალ ქილებში და მოვხუფოთ.

რჩევა :

შესაძლებელია ატამი გავფცქვნათ და  მურაბა ისე მოვადუღოთ .მაშინ სოდიან წყალში არ ჩავალაგოთ ატმები.

ატმის მურაბა აღმოსავლურად

ინგრედიენტები:

1 კგ ატამი

500 მლ წყალი

1.5კგ.შაქარი

3-4 ბადიანის ვარსკვლავი

1 ჩ.კოვზი ვარდისფერი წიწაკა

 

ატმებს ამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

მოვადუღოთ სიროფი , დავასხათ ატმებს და 24 საათი  გავაჩეროთ.

სიროფი გადავწუროთ,ისევ ავადუღოთ და დავასხათ ატმებს.კვლავ გავაჩეროთ 24 საათი.

მურაბას დავუმატოთ ბადიანი,ვარდისფერი წიწაკა და ვადუღოთ 5-10 წუთი.დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.

ცხელი მურაბა გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.შევინახოთ გრილ ადგილას.

 

 

ქათამი ბურგუნდიულად

ინგრედიენტები :

კარაქი 50 გრ

ზეთი 100 მლ

ხვანჭკარა 750 მლ

ფქვილი 1 ს.კ

წყალი 50 მლ

ხახვი 1 ცალი

ნიორი 2 კბილი

სტაფილო 1 ცალი

სოკო 200 გრ

ქინძი 10 გრ

ოხრახურში 10 გრ

შავი პილპილი,მარილი,პაპრიკა გემოვნებით

მომზადების წესები :

შევკაზმოთ ქათამი პაპრიკა,მარილითა და პილპილით.მოვაყაროთ ფქვილი და შევწვათ ბევრ ზეთში.

ხახვი,ნიორი,სოკო,სტაფილო დავჭრათ უხეშად.

ძაფით შევკრათ   მწვანილის  კონა.

ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი.მასში ხახვი,ნიორი,სტაფილო,სოკო ერთდოულად მოვთუშოთ,დავასხათ ხვანჭკარა,ჩავდოთ მწვანილის კონა და წამოვადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ,სოუსიდან მწვანილის კონა ამოვიღოთ ,შევასქელოთ წყალში გახნილი ფქვილით ,მოვაყაროთ მარილი ,პილპილი,პაპრიკა.

ცხელი შემწვარი ქათამი გადაგვაქვს სოუსში და ვაჩერებთ 10-15 წუთი.

ამის შემდეგ ვაკეთებთ სერვირებას.

 

წყარო:იუთუბი,გურმანია,2 მაისი 2015 წელი

 

 

 

კატლეტები გორულად

ინგრედიენტები:

1 კგ გატარებული ძროხის ხორცის ბარკლის მჭლე ნაწილი

1/2 კგ ღორის ფერთხი (მუცლის ნაჭერი)

1 კგ ხახვი

10 კბ.ნიორი

3 კვერცხი

50 მლ ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები:

საქონლის ,ღორის ხორცი,ხახვი,ნიორი  გავატაროთ  ხორცსაკეპში.

შევაზავოთ მარილით,პილპილით.დავუმატოთ კვერცხი და კარგად მოვზილოთ.

ფარში კვლავ გავატაროთ ხორცსაკეპში.

ხორცს შევინახავთ 3-4 საათი მაცივარში და კიდევ გავატარებთ მესამედ ხორცსაკეპში.

მოვამზადოთ ფარშის ბურთები,ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ბლომად ზეთში.

ერთი მხრიდან შემწვარი კატლეტები გადავაბრუნოთ,დავაფაროთ ტაფას თავსახური,,მოვასხათ ცოტა წყალი,ცეცხლს დავუწიოთ.

კატლეტები მზადაა.

 

 

წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 16 მაისი 2015 წელი.

 

 

 

კატლეტები აზიურად

ინგრედიენტები :

ღორის ხორცი 600 გრ

ანანასი 120 გრ

წითელი ბულგარული 2 ცალი

ნიორი 2 კბილი

ხახვი 1/2 თავი

მწვანე ხახვი 1 კონა

ოხრახურში 1 კონა

ჯინჯერი 10 გრ

მარილი 2 გრ

პაპრიკა 2 გრ

ზეთი 50 მლ

სოიოს გლაზური :

სოიოს სოუსი 150 მლ

ყავისფერი შაქარი  50 მრ.

სერვირება

მოხარშული ბრინჯის ლაფშა 150 გრ

კოტლეტი

მწვანე ხახვი 5 გრ.

მომზადების წესები :

ანანასი,ბულგარული ,ხახვი დავჭრათ წვრილად და შევურიოთ ფარშს.

ფარშში ჩავახეხოთ ნიორი,ჯინჯერი და შევკაზმოთ მარილითა და პაპრიკით.

მოვამზადოთ ფარშის ბურთები და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

სანამ კოტლეტი შეიწვება მოვამზადოთ სოიოს სოუსი:

ცალკე ღრმა ტაფაზე დავასხათ სოიოს სოუსი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.შაქარი გადნება და მასა გასქელდება.

თეფშზე დავდოთ წინასწარ მოხარშული ბრინჯის ლაფშა ,კოტლეტები,მოვაყაროთ მწვანე ხახვი და მოვასხათ სოიოს გლაზური.

რჩევა:

კატლეტის ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

 

წყარო:იუთუბი,გურმანია 16, 2015

 

ფერთხი თონეში

ინგრედიენტები:

ღორის ხორცის ფერთხი 300 გრ

პილპილი,მარილი გემოვნებით

სერვირება:

ლავაში1 ცალი

ხახვი 1 ცალი

ბროწეულის მარცვლები 10 გრ

მომზადების წესები:

ფერთხის,ჩალაღაჯის ნაჭრები ორივე მხრიდან შევაზავოთ მარილით,შავი პილპილით და თონეში ჩავაკრათ.

ხახვი დავჭრათ თხელ, მოგრძო ნაჭრებად.

ლავაში სიგრძეზე გავჭრათ .მასზე დავალაგოთ  ხახვი,შემწვარი ხორცი ,მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები,გადავახვიოთ,სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ და მოვრთოთ ხახვით,ბროწეულით.

 

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია ,16 მაისი 2015 წელი

 

 

აჯაფსანდალი

ინგრედიენტები :

ბადრიჯანი 1 კგ

კარტოფილი 1 კგ

პამიდორი 1 კგ

ზეთი 200 მლ

ნიორი 200 გრ

რაჰანი(ბაზილიკი) მწვანე და წითელი 100 გრ

ქინძი 100 გრ

პილპილი,მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხეთ ბადრიჯანი და პამიდორი. ბადრიჯანი გათალეთ , პამიდორი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით კუბებად.

დაჭრილი კარტოფილი და ბადრიჯანი ნახევრად შეწვით ზეთში ცალ-ცალკე.

დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პამიდორი, სურვილისამებრ გახეხილი სტაფილო და მრგვლად დაჭრილი ბულგარული  და შუშეთ 5 -10 წუთი.

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი, პილპილი, მარილი ,შუშეთ 2- 3 წუთი  და გადმოდგით ცეცხლიდან.

ბევრი ახალგაზრდა მზარეული აჯაფსანდალს მწვანილებიდან  უმატებს მხოლოდ და მხოლოდ ორეგანოს, რომელიც კერძს განსხვავებულად გემრიელ გემოს აძლევს.

 

 

 

შინდის შეჭამანდი

ინგრედიენტები:

შინდის ჩირი 1 კგ

თეთრი ღვინო 200მლ

წყალი 200 მლ

ხახვი 2 თავი

ფქვილი 50 გრ

პიტნა 10 გრ

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

შინდის ჩირი კარგად მოვხარშოთ და საწურზე გავხეხოთ.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე,დავუმატოთ ღვინო,წყალი და წამოვადუღოთ.

შინდს დავასხათ ადუღებული სითხე.

შინდის წვნიანში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი,ავადუღოთ,გავასქელოთ ფქვილით და შევკაზმოთ მარილით.სულ ესაა.

წვნიანი გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი პიტნა.

 

 

 

 

წყარო;იუთუბი,გურმანია 16 მაისი 2015 წელი

მცხეთური ღვეზელები

ინგრედიენტები :

ფქვილი 500 კგ

საფუარი 5 გრ

წყალი 250 მლ

საქონლის რბილი ხორცი 700 გრ

ხახვი 1 თავი

ბრინჯი 50 გრ

მარილი,პილპილი გემოვნებით

2-2 გრ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი

მომზადების წესები :

ბრინჯი მოვხარშოთ.

საქონლის ხორცი კარგად მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპში.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში .

ბრინჯი,ხახვი,სუნელები,მარილი,წიწაკა შევურიოთ ფარშს.

ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20  წუთის შუალედით.

ცომი დავყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ გრძლად,შუაგულში მოვათავსოთ დაახლოებით 25-30 გრ.შეზავებული ფარში  და გვერდები მოვუკრათ.

გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ ხორციანი ღვეზელები  ორივე მხრიდან.

 

 

სოკოს ღვეზელები

ინგრედიენტები :

ფქვილი 500 კგ

საფუარი 5 გრ

წყალი 250 მლ

სოკო 700 გრ

ხახვი 2 თავი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ გახურებულ ტაფაზე ზეთში.

ცალკე წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში .

ხახვი და სოკო შევურიოთ ერთმანეთს.,მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა.

ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20  წუთის შუალედით.

სამარხვო კარტოფილის ღვეზელები .

ცომი დავყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ გრძლად,შუაგულში მოვათავსოთ დაახლოებით 25-30 გრ.სოკოს ფარში  და გვერდები მოვუკრათ.

გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ ღვეზელები ორივე მხრიდან.

რჩევა:

ღვეზელის შიგთავსისათვის შეგვიძლია სოკოს დავუმატოთ ყველი ან  მოხარშული ბრინჯი.