აფხაზურა – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები:

ღორის ან გოჭის ბადექონი

800  გრ. საქონლის ხორცი

200-300 გრ.ქათმის ფილე

100 გრ.ღორის  ქონი

4 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

ქონდარი,დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

10 გრ. ბროწეულის მარცვლები

 

მომზადების წესები:

ბადექონი გავრეცხოთ გამდინარე წყალში.

ხორცი ხახვთან და ნიორთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში.

ფარში შევაზავოთ,დავუმატოთ ბროწეული,გადავზილოთ .

დავყოთ ფარში 100 გრამიან ბურთულებად და ხელით დავაბრტყელოთ.

ბადექონი მაგიდაზე გავშალოთ და დავანაწევროთ ისეთ ზომაზე,რომ თითოეულში ტოლმისებურად გადავახვიოთ ფარშის თითო ბურთულა.

გახურებულ ტაფას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი,დავალაგოთ აფხაზურები და შევწვათ დაბალ ცეცხლზე.მომზადებისას ტაფას თავზე დავახუროთ.

შემწვარი აფხაზურები გადავიტანოთ თეფშზე და გავაფორმოთ

მწვანილით,ბროწეულითა და ხახვით.

გულსართის მეორე ვერსია :

შერეული  ( 800 გრ.საქონლის+ 200 გრ.ღორის ხორცი) ფარში

4 კბილი ნიორი

1 ხახვი

150 გრ.ბროწეულის მარცვლები

ქონდარი,წითელი მწარე წიწაკა,მარილი

ნიორი და ხახვი  გავატაროთ.

ფარშს დავუმატოთ გატარებული ნიორი,ხახვი,ბროწეულის მარცვლები და შევაზავოთ სუნელებით.

დავყოთ ფარში 120-150  გრამიან ბურთულებად და ხელით დავაბრტყელოთ.

ბადექონი მაგიდაზე გავშალოთ და დავანაწევროთ ისეთ ზომაზე,რომ თითოეულში ტოლმისებურად გადავახვიოთ ფარშის თითო ბურთულა.

გახურებულ ტაფას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი,დავალაგოთ აფხაზურები და შევწვათ დაბალ ცეცხლზე.მომზადებისას ტაფას თავზე დავახუროთ.

შემწვარი აფხაზურები გადავიტანოთ თეფშზე და გავაფორმოთ ქინძით და ბროწეულის მარცვლებით.

 

 

 

 

 

 

სოკო კეცზე

ინგრედიენტები:

1 კგ ქამა სოკო

500 გრ.სულგუნი

ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

გავრეცხოთ სოკო,მოვაცილოთ ფეხები,დავალაგოთ კეცზე ზურგებით ერთ ფენად,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი და 250 გრადუსზე ჰაერღუმელში გამოვაცხოთ 5 წუთი.

თუ სამარხვო კერძს ვამზადებთ სოკოს ქუდებში ყველი არ მოვათავსოთ.

სოკო ოდნავ რომ მოიბრაწება ,ქუდები შევავსოთ  კუბებად დაჭრილი სოკოთი და კვლავ შევდგათ ღუმელში დაახლოებით 2 წუთი.

სულგუნი რომ მოიბრაწება,კერძი მზად არის და მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ .

შესაძლებელია სოკო იგივე წესით შევწვათ სქელძირიან ტაფაზე.

 

 

 

 

 

 

 

ბადრიჯანი ნიორწყალში

ინგრედიენტები:

1 კგ.ბადრიჯანი

5-6 კბილი ნიორი

გადადუღებული წყალი

მარილი გემოვნებით

2 კონა ახალი ქინძი

ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესები:

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ რგოლებად და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში.

ნიორი დავნაყოთ.ქინძი წვრილად დავჭრათ.

გადადუღებულ წყალს დავუმატოთ ქინძი,ნიორი,მარილი გემოვნებით და მოვათავსოთ შემწვარი ბადრიჯნის გროლები.

ბადრიჯანი და წითელი ბულგარული მაიონეზის სოუსში

ინგრედიენტები:

3 ცალი ბადრიჯანი

3 ცალი ბულგარული

2 საშუალო ზომის ხახვი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 კონა ახალი ქინძი სურვილისამებრ

100 მლ მაიონეზი

50 მლ გადადუღებული წყალი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები:

ბადრიჯანი ,ბულგარული დავჭრათ უხეშად და შევწვათ ცალ-ცალკე ზეთში ტაფაზე.

ხახვი დავჭრათ რგოლებად და შევწვათ ზეთში .

ახალი ქინძი დავჭრათ წვრილად.

მაიონეზში გავხასნათ წყალი,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი დ შევკაზმოთ.

მაიონეზის  სოუსში ჩავაწყოთ შემწვარი ბოსტნეული.

 

 

 

 

 

 

 

 

ბადრიჯანი მაიონეზის სოუსში

ინგრედიენტები:

4 ცალი ბადრიჯანი

20  გრ.ქინძი

15 გრ.პიტნა

30 გრ.ტარხუნა

15 გრ.რეჰანი

3 -4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

შავი დაფქული წიწაკა ,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ბადრიჯანი დავჭრათ თხელ და გრძელ ნაჭრებად,შევწვათ ზეთში.

პიტნა და ნიორი დავნაყოთ ერთად.

მაიონეზში შევურიოთ წიწაკა,მარილი,ხმელი ქინძი.

მწვანილები დავჭრათ .ნიორი პიტნასთან ერთდ,მწვანილები შევურიოთ შეკაზმულ  მაიონეზს.

მაიონეზიანი საკმაზი შევახვიოთ ბადრიჯნის ნაჭრებში.გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

ბადრიჯანი ნიგვზით

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

ზეთი შესაწვავად

მარილი მოსაყრელად

200 გრ.ნიგოზი

3 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

1 ბროწეული

1/2 ჩ.კ.უცხო სუნელი

1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი

20 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

წიწაკა დაღერღილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად,მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 15 წუთი ,რომ ბადრიჯანს სიმწარე გამოუვიდეს.

დამარილებულ ბადრიჯანს გადავავლოთ წყალი და დავწრიტოთ საწურზე.

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი და ბადრიჯანი შევწვათ ორივე მხრიდან.

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში შევწვათ დარბილებამდე.შევეცადოთ არ დაგვეწვას.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ხახვს ბადრიჯანს საერთოდ არ უმატებს.

შიგთავსის მოსამზადებლად ერთად გავატაროთ ნიგოზი,ნიორი,დავუმატოთ სუნელები,მარილი, წიწაკა,მოთუშული ხახვი  და კარგად მოვზილოთ სე,რომ ნიგოზს ზეთი გამოვხადოთ.

შეკმაზულ ნიგვზიან მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი,ბროწეულის მარცვლები,წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს ორივე მხრიდან და რულეტივით დავახვიოთ.  ბადრიჯანს მოვასხათ ნიგვზის ზეთი.

 

 

ბადრიჯანი ნიგვზითა და აჯიკით

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

300-400 გრ.ნიგოზი

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქონდარი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

მარილი,დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

1  წითელი ხახვი

 

მომზადების წესები:

ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად ,მოვაყაროთ მარილი,

გავაჩეროთ 15 წუთი ,რომ ბადრიჯანს სიმწარე გამოუვიდეს.

დამარილებულ ბადრიჯანს გადავავლოთ წყალი და დავწრიტოთ საწურზე.

ბადრიჯანი  შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე.

ნიგოზი გავატაროთ და შევკაზმოთ.

ბადრიჯნის ნაჭრებს წავუსვათ შიგთავსი და გავაფორმოთ დაჭრილი წითელი ხახვითა და ქინძით.

 

 

 

 

 

 

 

 

ფარშირებული ბოსტნეული

ინგრედიენტები :

1 კგ. ბულგარული

1 კგ. პამიდორი

1 კგ.ბადრიჯანი

პილპილი,მარილი გემოვნებით

ბრინჯის შიგთავსი ( სამარხვო ვარიანტი ):

1 კგ ბრინჯი

200 გრ.სტაფილო

200 მლ ზეთი

კამა

პილპილი და მარილი გემოვნებით

ხორცის შიგთავსი :

1 კგ საქონლის რბილი ხორცი

200 გრ.ღორის ხორცი

200 გრ.ბრინჯი

5-6 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

პილპილი და მარილი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი,თესლები გამოვაცალოთ,ყუნწი გადავაგდოთ.

მოჭრილი ნაწილები წვრილად დავჭრათ და შევინახოთ ფარშისათვის.

ბადრიჯნებს თავი მოვაჭრათ,შუაში ჩავჭრათ,გული ამოვაჭრათ.

პამიდვრებსაც თავი მოვაჭრათ,თესლები გამოვაცალოთ.

ნახევრად მოხარშულ ბრინჯი პილპილითა და მარილით შევაზავოთ,

დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა,ბულგარული წიწაკა და გახეხილი სტაფილო.

ბრინჯის  შიგთავსით ამოვავსოთ წინასწარ გამოშიგნული ბოსტნეული.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი,ძირში თანაბრად მოვყაროთ 3 ცალი კანგაფცქვნილი პამიდორი ,ზემოდან დავაწყოთ ფარშირებული ბოსტნეული ისე,რომ ხარშვისას  შიგთავსი არ გადმოიყაროს.

დავასხათ იმდენი წყალი,რომ ბოსტნეული დაიფაროს.კერძი მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ბრინჯი მოიხარშება ,კერძი მზად არის.

თუ მარხვაზე არ ვართ ,ბრინჯი შეგვიძლია შევცვალოთ ხორცის შიგთავსით.ხორცის შიგთავსით მომზადებულ ბოსტნეულს სხვა მწვანილებთან ერთად უხდება რეჰანიც.

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით მოვამზადოთ ფარში და შევაზავოთ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი,ძირში თანაბრად მოვყაროთ 3 ცალი კანგაფცქვნილი პამიდორი ,ზემოდან დავაწყოთ ფარშირებული ბოსტნეული ისე,რომ ხარშვისას  შიგთავსი არ გადმოიყაროს.

დავასხათ იმდენი წყალი,რომ ბოსტნეული დაიფაროს.კერძი მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ფარში მოიხარშება ,კერძი მზად არის.

 

 

 

სოკოს ჩაშუშული

ინგრედიენტები:

1 კგ ქამა სოკო

200 გრ.ხახვი

200 მლ ზეთი

50 გრ.ქინძი

40 გრ კამა

5-6 ღერი პიტნა

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

გარეცხილ სოკოს მოვაცალოთ ფეხები და დავჭრათ ოთხ ან ექვს ნაჭრად.

ხახვი გავჭრათ ოთხად და დავჭრათ გრზელ,თხელ ნაჭრებად.

ხახვი და სოკო ერთად მოვშუშოთ ტაფაზე ზეთში,მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელსვე მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

თუ ხის სოკოს მომზადებას დავაპირებთ,მაშინ ხახვი შევცვალოთ მწვანე ხახვით,ხოლო  მწვანილებიდან გამოვიყენოთ ქინძი,ოხრახურში და წიწმატი.

ხის სოკოს მომზადება: 

სოკო დავკეპოთ.მწვანილები ( მწვანე ხახვი,ქინძი,ოხრახურში და წიწმატი ) წვრილად დავჭრათ.

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი,ფენა-ფენა ჩავაწყოთ სოკო,მწვანილები.

ფენებს შორის მოვაყაროთ პილპილი და მარილი.ტაფას თავზე დავახუროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ

 

ცხარე სალიანკა ქართულად

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის ხორცი

3 ცალი პამიდორი

2 ცალი დაფნის ფოთოლი

2-3 თავი წითელი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი პურის ფქვილი

2 კონა ოხრახურში

1 კონა კამა

1 კონა ქინძი

3-4 ცალი მჟავე კიტრი

1-2 ს.კოვზი ტომატ- პასტა

1ჩ.კოვზი უვხო სუნელი

მარილი ,დაფქული წითელი   და

შავი წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები;

ხორცი დავჭრათ წვრილ, გრძელ ნაჭრებად,ხახვი და პამიდორი კი ნახევარ რგოლებად.

ნიორი დავჭყლიტოთ.

ხორცს მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

ღრმა ტაფა – ქვაბში  ჩავასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცის ნაჭრები,დავახუროთ ქვაბს თავზე და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ . როცა ხორცი თავისივე წვენში ჩაიშუშება,სითხე აორთქლდება,დავაყაროთ ხახვი , პამიდორი და დაფნის ფოთოლი.

ხორცი ხახვთან და პამიდორთან ერთად ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი.შემდეგ დავუმატოთ  ტომატ- პასტა ,კარგად მოვურიოთ და  ვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი,მოვაყაროთ პურის ფქვილი ,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი,დავასხათ ბულიონი(შეგვიძლია ,პურის ფქვილი და ტომატი ცალკე გავხსნათ წყალში) იმდენი,რომ მივიღოთ სასურველი სისქის კერძი და წამოვადუღოთ.

კერძს წამოდურებისთანავე დავუმატოთ ნიორი,სუნელები,წიწაკა,მარილი,ცეცხლს დავუწიოთ,ქვაბს თავზე დავახუროთ და  მომზადება გავაგრძელოთ კიდევ 10-15 წუთი.ბოლოს  3-5 წუთით ადრე  დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.