შოკოლადის ტორტი საახალწლო ჯანჯაფილის ქოხით

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

3   ფირფიტა ან 450 გრ. შავი შოკოლადი

2 ჭიქა ან 320 გრ.ფქვილი

5 გრ. ან ნახ. ჩ. კოვზი მარილი

5 გრ. ან 2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

1 ჩ.კოვზი დაფქული მშრალი ჯანჯაფილი

1 გრ. ან დანის წვერით დაფქული მიხაკი

1 გრ. ან დანის წვერით დაფქული მუსკატის კაკალი

80 გრ.ნაღების კარაქი

300 გრ.შაქარი

2 კვერცხი

140 მლ. ან 7 ს.კოვზი არაჟანი

2 ს.კოვზი ინვერტული სიროფი

ინგრედიენტები სიროფისათვის:

2 ს.კოვზი ინვერტული სიროფი

8 სუფრის კოვზი ცივი წყალი

4 გრამი ან 3 ჩ.კოვზი  საჭმელი სოდა

ინგრედიენტები ნაღების კრემისათვის:

700 გრ.33-35 % ან 2 ჭიქა ნაღები

40 გრ.ნედლი ჯანჯაფილი

90 გრ. ან 2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

ინგრედიენტები შოკოლადის განაშისათვის :

200 გრ.შავი შოკოლადი

250 გრ.შედედებული რძე

30 გრ.ნაღების კარაქი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

კრემი მე-2 ფენისათვის:

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

მომზადების წესები :

1.   2 ს.კოვზ ინვერტულ სიროფს დავასხათ 8 სუფრის კოვზი ცივი წყალი,ავადუღოთ და მასში გავხსნათ 4 გრამი ან 3 ჩ.კოვზი  საჭმელი სოდა.სიროფი გავაგრილოთ.

2. 3 ფირფიტა შავი შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.წყალი ჭურჭლის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს.

3. ერთმანეთში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები:ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი,მუსკატის კაკალი,დარიჩინი,ჯანჯაფილი,მიხაკი.

4.80 გრამი ნაღების კარაქი ავთქვიფოთ 300 გრ.შაქართან ერთად,შევათქვიფოთ თანმიმდევრობით 2 კვერცხი, გამდნარი შოკოლადი ( წვრილი ჭავლით ჩავასხათ) და თან ვთქვიფოთ.მივიღებთ თხევად მასას და ამ  მასაში 7 ს.კოვზი არაჟანი შევათქვიფოთ კოვზ-კოვზობით ,მშრალი ინგრედიენტების პარალელურად ანუ შევათქვიფოთ 1 კოვზი არაჟანი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტების ნარევი ,შემდეგ არაჟანი,მშრალი ინგრედიენტები და ასე შემდეგ,სანამ არ გამოგველევა ინგრედიენტები. ბოლოს კი ცომს დავუმატოთ შაქრის სიროფი.

5.ავიღოთ 21 სმ-ის დიამეტრის ფორმა,ძირზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი,ჩავასხათ ცომი და 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

6.მოვამზადოთ ნაღების კრემი :

1 ლიტრიან ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები,ჩავაწყოთ გათლილი,კუბებად დაჭრილი ჯანჯაფილის ნაჭრები, მივიყვანოთ ადუღებამდე( არ შეიძლება ადუღება),გადმოვასხათ თასში და გავაგრილოთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში,შევდოთ მაცივარში 8 საათი.ნაღები აიღებს ჯანჯაფილის გემოს.

ამ დროის გავლის შემდეგ ნაღები გავწუროთ ,ავთქვიფოთ,ჩავამატოთ ულუფობით  2 ს.კოვზი შაქრის პუდრა  და შევდებთ 1,5 საათი მაცივარში.

შოკოლადის განაშის მომზადება:

200 გრ.შოკოლადის ფილა დავტეხოთ,შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე,გამდნარში ჩავასხათ შედედებული რძე ,ჩავდოთ 30 გრ.კარაქი ,კარგად მოვურიოთ,დავუმატოთ შაქრიანი ვანილი,გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

შემდეგ დავუმატოთ ცივი 200 მლ ნაღები და მიქსერით ავთქვიფოთ.

ტორტის აწყობა:

ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.პირველ ფენას წავუსვათ შოკოლადის განაში,მეორე ფენას 200 გრ.მოხარშული შედედედებულირძე,მესამე ფენას და გვერდებს წავუსვათ ჯანჯაფილის კრემი.

მოვრთოთ საახალწლო ჯანჯაფილის ორცხობილებით.

ორცხობილების ცომის რეცეპტი მოთავსებულია აქ.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვამზადოთ გემრიელი მაიონეზი სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

2 კვერცხის გული

1 ჩ.კოვზი მდოგვი (7 გრ.)

1 ს,კოვზი ლიმონის წვენი(25 მლ.)

3 გრ.მარილი

2 ჩ.კოვზი შაქარი(დაახლოებით 10-15 გრ.)

150 მლ. ზეთი

 

მომზადების წესები :

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი მიქსერით.

კვერცხის გული და მდოგვი ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.

მიქსერი ვაბრუნოთ ერთი მიმართულებით .მდოგვი აუცილებელია კვერცხის გულის გასასქელებად.

შემდეგ ჩავამატოთ შაქარი,მარილი და ამის შემდეგ წვეთ-წვეთობით ჩავამატოთ ზეთი.თან ვთქვიფოთ,თქვეფა არ შევაჩეროთ.

ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი.

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი ბლენდერით .

ბლენდერის ჭიქაში ჯერ ჩავდოთ კვერცხის გული,შემდეგ ჩავდოთ მდოგვი,დავასხათ ზეთი და ბოლოს ლიმონის წვენი.

ჩავდოთ ბლენდერი ჭიქის ფსკერამდე,ჩავრთოთ,გავაჩეროთ ჩართული 5 წამი და შემდეგ ვამოძრაოთ ქვემოდან ზემოთ მაიონეზის გასქელებამდე.

რჩევა.

სასურველია ბლენდრი იყოს მძლავრი  და ყველა პროდუქტს ჰქონდეს ერთნაირი ტემპერატურა.

 

 

ნაპოლეონის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 ჭიქა თბილი  წყალი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი სპირტი

1 ს.კოვზი ძმარი

250 გრ.მარგარინი

3 ჩ.ჭიქა ფქვილი

 

კრემი :

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

 

მომზადების წესები :

თბილ წყალში ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი ,ჩავუმატოთ მარილი,ძმარი,ზეთი ,სპირტი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ,გადავკეცოთ 4-ად კონვერტისებურად  და შევდოთ მაცივარში 1 საათი საყინულესთან ახლოს.

მარგარინი უნდა იყოს დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე  და იგი გავყოთ 5 ნაწილად.

მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქის ოთხკუთხედად.

ხელში მოვჭყლიტოთ მარგარინის 1 ნაწილი და თანაბრად ხელით წავუსვათ ცომს მთელ ზედაპირზე.

ისევ გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ასეთვე პროცედურას კიდევ გავიმეორებთ 4-ჯერ და ბოლოს მაცივარში შევდებ მინიმუმ 2 საათი.

ცომს გავყოფ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტის ზომაზე.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

კრემი :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ფრთხილად ჩამოვაჭრათ და დავფჩხვნათ.

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

რჩევა: ცომის მოზელვის საიდულმო არის ის რომ,ცომი არის ცივი და შესაზელი მარგარინი არის თბილი.

 

 

 

 

 

 

 

 

ფენოვანი ცომის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

400 გრ მარგარინი

280 მლ ცივი წყალი

1 ს.კოვზი ძმარი

1 ს.კოვზი სპირტი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1 ს.კოვზი შაქარი

500-600 გრ.ფქვილი

 

50 გრ.მარგარინი გავადნოთ და გავაციოთ.

მარილი,შაქარი და ფქვილი ერთმანეთში შევურიოთ.

წყალში გავხსნათ ძმარი და სპირტი.

ფქვილს დავასხათ წყალი,გამდნარი მარგარინი და მოვზილოთ ცომი.

ცომი ჯვარედინად დავსეროთ,მოვათავსოთ პარკში და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

350 გრ.ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი მარგარინი გავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში,გავაბრტყელოთ საბრტყელებლით,

მივცეთ ოთხკუთხა ფორმა და ისიც შევდოთ 1 საათი მაცივარში.

ცომი გავაბრტყელოთ,დავადოთ  მარგარინი ირიბულად   და შევახვიოთ ისე როგორც ეს არის ნაჩვენები სურათი 1-ზე.

გადმოვატრიალოთ და გავაბტყელოთ ისევ მართკუთხედის ფორმაზე.ცომი გადავკეცოთ ჯერ 3- ად,შემდეგ კი 2-ად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.ასეთივე პროცედურას გავიმეორებთ კიდევ 4-ჯერ და მაცივარში გავაჩერებთ 15 წუთის შუალედებით.ბოლოს მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი და შემდეგ გამოვაცხოთ.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.