მარწყვის ომლეტ სუფლე – ჯადოსნური ვახშამი ბავშვებისათვის

ინგრედიენტები:

300 გრ.მარწყვი

3 კვერცხი

75 მლ.ნაღები

30 გრ.კარაქი

10 გრ.ფქვილი

20 გრ.შაქრის პუდრა

40 გრ.შაქარი

2 ფოთოლი ბაზილიკი

მიქსერით ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა,შევურიოთ 40 გრ.შაქარი და მოვამზადოთ ბეზე.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით , შევურიოთ 10 გრ.( 1ს.კოვზი) ფქვილი ,33% ნაღები და  ბეზე.

ტაფა გავახუროთ,გავადნოთ კარაქი და ომლეტი შევწვათ  2 წუთი ორივე მხრიდან.

მოვამზადოთ მარწყვის სოუსი:8-10 ( 150 გრ.)დიდი ზომის მარწყვი დავაბლენდეროთ, შევურიოთ 10 გრ.შაქრის პუდრა და 3.ფოთოლი დაჭრილი მწვანე ბაზილიკი.

150 გრ.მარწყვი დავჭრათ კუბებად.

მზა ომლეტი ტაფიდან არ გადმოვიღოთ.ნახევარზე დავალაგოთ დაჭრილი მარწყვი,გადავაფაროთ

მეორე ნახევარი,გადმოვიტანოთ თეფშზე,მოვასხათ მარწყვის სოუსი,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გავაფორმოთ მარწყვითა დ მწვანე ბაზილიკის ფოთლებით.

 

 

 

 

 

ფერიების ტორტი – ამერიკული მარწყვის ქაფქეიქები

ინგრედიენტები:

200 გრ.ფქვილი

10 გრ.გამაფხვიერებელი

5 გრ.მარილი

200 გრ.შაქრის პუდრა

150 გრ.ნაღების კარაქი

350 გრ.მარწყვი

3 კვერცხი

150 მლ.ნაღები

40 მლ.რძე

 

გასაფორმებლად :

მარწყვი და ნებისმიერი კენკროვანი გემოვნებით

ნუშის ფანტელები

100 გრ.ხაჭო

 

აღნიშნული ინგრედიენტებით გამოდის 10 ცალი ქაფქეიქი.

 

5 დიდი ზომის მარწყვი დავჭრათ კუბებად, დავალაგოთ პერგამენტი ქაღალდზე გაშლილად და გავყინოთ.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

 

 

1,25 ჭიქა ფქვილი ჩავყაროთ თასში,შევურიოთ 10 გრ.(1,5 ჩ.კოვზი ) გამაფხვიერებელი და მოვურიოთ.

 

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და მივიღებთ მარწყვის პიურეს.

 

ცალკე თასში ავთქვიფოთ 150 გრ.დარბილებული კარაქი,შევათქვიფოთ 150 გრ.( 6 ს.კოვზი) შაქრის პუდრა, 3 კვერცხი,40 მლ.(2 ს.კოვზი) რძე,ბოლოს კი მარწყვის პიურე.მარწყვი და კარაქი ერთმანეთს არ უერთდება,მასა აიჭრება. მიქსერით შევურიოთ ფქვილი და მივიღებთ ისევ ერთგვაროვან ,ვარდისფერ მასას.

თხელ ცომში ჩავყაროთ ხელით გაყინული მარწყვის კუბები,მოვურიოთ კოვზით,რომ არ დავაზიანოთ.

 

10 სილიკონის ფორმა 2/3 ავავსოთ ცომით და გამოვაცხოთ 20 წუთი.

 

მარწყვის ქაფქეიქებს ძალიან უხდება მასკარპონეს კრემი.რადგანაც ის ჩვენთან ძალიან ძვირი ღირს ,მოვამზადოთ ხაჭოს კრემი.

 

5 ს.კოვზი (100გრ.) ცხიმიანი ხაჭო გავატაროთ საცერში,გადავიტანოთ ბლენდერში,ჩავამატოთ 50 გრ.(2 ს.კოვზი)შაქრის პუდრა და დავაბლენდეროთ.

ცალკე ავთქვიფოთ ნაღები.არ დაგვავიწყდეს ნაღები უნდა იყოს ცივი და 33 %-იანი.შევურიოთ ხაჭო.

 

ქაფქეიქები გავაფორმოთ კრემითა და ხილით.