საწებელი ქაბაბისა და მწვადისათვის

ინგრედიენტები:

200 გრ ტომატის პასტა

გადადუღებული წყალი

ცოცხალი ქინძი და ნახ.თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ნახ. ჩ.კოვზი უცხო სუნელი

ნახ. ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მჟავე წითელი ტყემალი გემოვნებით

ძმარი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ტომატ პასტას შევურიოთ გადადუღებული წყალი იმდენი,რომ მივიღოთ სასურველი  კონსისტენციის სითხე, შევურიოთ  დაწყლეტილი ნიორი,მსხვილად დაჭრილი ხახვი და  ცოცხალი ქინძი,საკმაზი.

გადავიტანოთ ქილაში და შევინახოთ 3-4 დღე მაცივარში.

რჩევა : ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კლასიკურ რეცეპტს უმატებს მჟავე წითელ ტყემალს და ცოტაოდენ ძმარს ,რომელიც საწებელს განსაკუთრებულ  გემრიელ  გემოს აძლევს.

 

მწვადი

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო  ან ძმარი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

გასუფთავებული და გარეცხილი ხორცი დავჭრათ 50-50 გრიან ნაჭრებად.

ღრმა თასში მოვათავსოთ ხორცი,დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,ბაჰარი,დაფნის ფოთოლი, დავასხათ იმდენი ღვინო,რომ ხორცი არ დაიფაროს.

ხორცი გავაჩეროთ მაცივარში 6-7 საათი და დროდადრო ამოვურიოთ.

ჩაბასტურმებული ხორცს მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა და შევწვათ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცი შეგვიძლია წამოვაგოთ შამფურზე ან წალამზე და შევწვათ მაყალზე .

რჩევა:

მწვადი შეგვიძლია ბატკნის ან ხბოს ხორცითაც მოვამზადოთ.

ჩაბასთურმებისას კი გამოვიყენოთ მაწონი ან მაიონეზი.

 

 

 

 

 

მწვანე ლობიო ნიგვზით

ინგრედიენტები:

1 კგ მწვანე ლობიო

400 გრ.ნიგოზი

30 გრ.ნიორი

200-300 გრ.ხახვი

500 გრ.მწვანე ბულგარული წიწაკა

100 გრ.ქინძი

100მლ ზეთი

100 მლ ძმარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

მწვანე ლობიო გავრეცხოთ,მოვაცალოთ ბოლოები და მოვთუთქოთ მდუღარე წყალში.

მოთუთქულ ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გავწუროთ,დავჭრათ.

ნიგოზი  და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,ხახვი რგოლებად დავჭრათ,ბულგარული წიწაკა კი დავჭრათ გრძლად და წვრილ ნაჭრებად.

ბულგარული,ხახვი,ნიორი ჩავთუთქოთ გახურებულ ზეთში ტაფაზე ,გავაგრილოთ და დავუმატოთ ნიგოზი,ძმარი,პილპილი,მარილი,დაჭრილი ქინძი.

მიღებული საკმაზი შევურიოთ მწვანე ლობიოს.

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფოთლებით.

 

 

მწვანე ლობიო კვერცხით

ინგრედიენტები :

1 კგ.პარკი ლობიო

2 თავი თეთრი ხახვი

2 ს.კოვზი ერბო

2 კვერცხი

2 კბილი ნიორი

1 პატარა კონა შაშკვლავი

1 პატარა კონა რეჰანი

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავტეხოთ 4 ნაწილად  და მოვხარშოთ.

წყალი გადავწუროთ.ლობიო  ხელით.გავწუროთ.

ქვაბში ხახვი მოვთუშოთ ერბოში,დავამატოთ ლობიო,ცეცხლს დავუწიოთ  და თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ 5 წუთი.

დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი,წვრილად დაჭრილი მწვანილი,წიწაკა , მარილი და კარგად ამოურიოთ.მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი .კერძი ცეცხლზე გავაჩეროთ 3-5 წუთი და გადმოვდგათ.

 

პარკი ლობიო ღორის ხორცით

ინგრედიენტები:

1000 გრ.ლობიო

300-400 გრ.ღორის  ან ბატკნის ხორცი

1-2 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

1 პატარა კონა  ქინძი

1 პატარა.კონა ოხრახურში

პიტნა გემოვნებით

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

პარკი ლობიო  გავრეცხოთ,4 ნაწილად გავტეხოთ  და მოვხარშოთ.

ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ და გავწუროთ.

ღრმა ტაფაში ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი შევწვათ ხორცი, სანამ ბოლომდე წყალს დაიშრობს, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ.

კერძს შემდეგ დავუმატოთ ლობიო და გავაგრძელოთ შუშვა 5-10 წუთი.

ბოლოს ჩავამატოთ ნიორი,მარილი და წიწაკა გემოვნებით,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიაროთ მეგობრებს.

 

 

ქართული ბოზბაში იტალიური სპაგეტით

ინგრედიენტები:

ბატკნის და საქონლის ხორცი გატარებული 200 გრ

ტომატის საწებელი 1 ს.კ.

პამიდორი 2 ც

ქინძი 1/3 კონა

ხახვი 1/2

ნიორი 3 კბილი

ზეთი 100 მლ

მარილი,პილპილი გემოვნებით

ისპანახი სოუსი:

ისპანახი 1/3 კ

პიტნა 10 გრ

ზეითუნის ზეთი 30 მლ

მარილი,პილპილი 2-2 გრ

სპაგეტი 150 გრ.

 

მომზადების წესები :

ფარში შევაზავოთ მწვანილით,ნივრით,სუნელებით ,მარილითა და წიწაკით.მისგან დავამზადოთ პატარა ხორცის ბურთები და შევწვათ   ზეთში გახურებულ ტაფაზე.

ხორცის ბურთულებს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი,ვშუშოთ . ბოლოს დავუმატოთ გახეხილი პამიდორი,ტომატ – პასტა.ვადუღოთ 3 წუთი.

ბოზბაშის სოუსს მოვაყაროთ ცოცხალი წვრილად დაჭრილი ქინძი.

ისპახანის სოუსის მომზადება:

ისპანახი დავჭრათ უხეშად და ტაფაზე გამდნარ კარაქში მოვწალოთ.მოვაყაროთ წიწაკა, მარილი.ისპახანი დაახლოებით 2 წუთში მოიწალება ,ფერს შეიცვლის.

ბლენდერში გადავიტანოთ ისპახანი,ნიორის 1 კბილი,ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და დავაბლენდეროთ.

მოხარშულ სპაგეტს მოვასხათ ისპახანის სოუსი  და კარგად ამოვურიოთ.ზემოდან დავალაგოთ ბოზბაშის ბურთულები და მოვასხათ სოუსი.

 

 

წყარო: გყრმანია,9 მაისი 2015 წელი.

 

 

 

 

 

 

ჩანახი-კახური სამზარეულოს მონაპოვარი – კლასიკური და 2 განსხვავებული რეცეპტი

ჩანახის კლასიკური რეცეპტი. პირველი ვარიანტი.

ინგრედიენტები :

1 კგ.ცხვრის ხორცი

0,2 კგ.დუმა

1 კგ.ბადრიჯანი

0,8 კგ.კარტოფილი

1 კგ.პამიდორი

0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი

1 თავი ნიორი

რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

მარილი და პილპილი გეოვნებით

მომზადების წესები :

ცხვრის დუმა მოვშუშოთ ქოთანში

ამავე ცხიმში შევწვათ თავმოჭრილი ბადრიჯანი,,სოგრძეზე ოთხად გაჭრილი კარტოფილი და მთელმთელი პამიდორი.

წვრილად  დაჭრილი მწვანილები, ნიორი,  ხმელი ქინძი, მარილი და პილპილი შევურიოთ დუმას.

გულსართით ამოვავსოთ ბადრიჯანი და პამიდორი ისე,რომ მთლიანობა არ დავარღვიოთ.

ხახვი დავჭრათ.

ცხვრის ხორცი ცალკე შევწვათ.

ქოთანსი ფენებად ჩავაწყოთ ხორცი და ბოსტნეული შემდეგი ტანმიმდევრობით.ბადრიჯანი,ხორცი,დაჭრილი ხახვი,კატოფილი და ბოლო ფენა უნდა იყოს პამიდორი.

ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

 

ინგრედიენტები,  მეორე ვარიანტი :

1 კგ ცხვრის ან ხბოს ხორცი

1 ჭიქა ღვინო

30 გრ.ნიორი

400 გრ.ბადრიჯანი

300 გრ.კარტოფილი

300 გრ.პამიდორი

30 გრ.ნიახური

30 გრ.ქინძი

30 გრ.ქონდარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ცხვრის ხორცის მარინადი.

თასში ჩავაწყოთ გარეცხილი ცხვრის ხორცის  ნაჭრები. ხორცს მოვასხათ ღვინო,ზეთი და მოვაყროთ გარჩეული  ნივრის კბილები.

თასს თავზე დავაფაროთ და გავაჩეროთ რამდენიმე საათი.

გახურებულ ტაფაზე  ზეთში შევწვათ რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი.

იმავე ტაფაზე ზეთში შევწვათ წვრილად დაწრილი ხახვი და ნიორი.

პარალელურად გავახუროთ მეორე ტაფა  და ზეთში შევწვათ ცხვრის  ხორცი. მობრაწულს ზემოდან მოვასხათ ცოტაოდენი ღვინო და 3-4 წუთი ვშუშოთ (ალკოჰოლი აორთქლდება).

ცხვრის  ხორცს გადავურიოთ ზეთში შემწვარი წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.ხორცს მოვაყაროთ მარილი , წიწაკა  და ცეცხლიდან გადმოვდგათ.

კარტოფილი ოდნავ მოვხარშოთ.

პამიდორი ალყა – ალყად დავჭრათ.

ქოთნის ძირში ჩავაწროთ დაჭრილი კარტოფილი ,ზემოდან მოვაწყოთ ჯერ ბადრიჯანი,,შემდეგ ცხვრის ხორცი,ბოლოს პამიდორი.

ფენა-ფენა მოვაყაროთ დაჭრილი ნიახური,ქინძი,ქონდარი,დარჩენილი ნიორი,პილპილი და მარილი გემოვნებით.

თავზე გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრაუდსზე გამოვაცხოთ ღუმელში.

წყარო იუთუბი :: ტეკუნას კულინარიუმი

ჩანახის მომზადების მესამე  ვარიანტი

ეს რეცეპტი არის მათთვის, ვისაც არ  უყვარს ცხიმიანი კერძი. რეცეპტი ოდნავ განსხვავდება ტრადიციულისაგან.

ინგრედიენტები ერთი ქოთნისათვის :

200 გრ.ცხვრის ხორცი

1 ბადრიჯანი

2 კარტოფილი

2 პამიდორი

3 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახურსი

5 ღერი მწვანე ხახვი

1/4 აის კოვზი ძირა

2 კბილი ნიორი

პროვანსალური ბალახები

მარილი და პილპილი გემოვნებით

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

 

ჩანახისათვის დაგვჭირდება თიხის ქოთანი ან ნებისმიერი ცეცხლგამძლე ჭურჭელი. თითოეულ ადამიანზე იგულისხმება ერთი ქოთანი.

გავახუროთ ღუმელი 210 გრადუსზე.

გარეცხილ ცხვრის ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ძირა.

დავჭრათ ბადრიგანი, პომიდორი და კარტოფილი.

ქოთანს  ან ნებისმიერ ჭურჭელს მოვუსვათ ზეითუნის ზეთი. ირგვლივ ჩავაწყოთ ბადრიჯნის ნაჭრები, შუაში კი მოვათავსოთ ცხვრის ხორცი.ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი კარტოფილი, სხვადასხვა ადგილას ჩავყაროთ ოთხ ნაწილად გაჭრილი ნივრის კბილი, მოვაყაროთ ძირა, პარილი, პილპილი,დაჭრილი მწვანილი,მოვათავსოთ დაჭრილი პამიდორი, მოვაყაროთ ისევ დაჭრილი მარილი,პილპილი და მწვანილები ჩავასხათ 2-3 სუფრის კოვზი წყალი  და 30-35 წუთი შევდოთ ღუმელში.

წყარო : იუთუბი ; GemrieliGe

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ შევწვათ ახალი კარტოფილი

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა  მარილწყალის მოსამზადებლად)

1 პატარა კონა კამა

2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

სოკოს ჩაქაფული – ქართული სამარხვო კერძი

ინგრდიენტები:

1 კგ.სოკო

1 კონა მწვანე ხახვი

3 თავი თეთრი ხახვი

1 მუჭა ტყემალი

100 გრ ტარხუნა

50 გრ.ქინძი

10 გრ.კამა

20 გრ.ნიახური

2-3 მწვანე ხახვი

300 მლ.თეთრი ღვინო

2 კბილი ნიორი

100 გრ.სამარხვო კარაქი

2 ს,კოვზი ზეთი

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ხახვი და სოკო დავჭრათ.

გახურებულ ტაფზე ხახვი მოვთუშოთ  სამარხვო კარაქსა და ზეთში.ყურადღება მივაქციოთ,რომ არ დაგვეწვას.

ხახვი,როგორც კი ოდნავ მიოთუშება ,დავაყროთ სოკო და თავდახურულ ჭურჭელში ვთუშოთ 3- 4 წუთი.

ამასობაში დავჭრათ მწვანილები,წიწაკა და სოკოს ზემოდან დავაყროთ .თავსახური ისევ დავახუროთ და დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ჩათუშვა  რამოდენიმე წუთი.

დავასხათ 1 ლიტრა წყალი,ღვინო და კერძის მომზადება გავაგრძელოთ თავდახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.პროცესის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩავყაროთ ტყემალი,კერძს მოვაყაროთ დაფქული შავი  წიწაკა და მარილი.

 

 

 

 

ჩაქაფულის რულეტი

ინგრედიენტები :

1 კგ.დეკეული

500 მლ.თეთრი ღვინო

100 გრ.ალუჩა

2 კონა ტარხუნა

ნახ. კონა მწვანე ხახვი

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

დეკეულის ხორცი გადავჭრათ შუაზე  და გადავშალოთ წიგნივით.დავბეგვოთ ორივე მხრიდან და ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ.

მწვანილები დავჭრათ, თასში ჩავყაროთ, მოვასხათ ცოტა ღვინო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად შევურიოთ.

ხორცის  მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ მწვანილი, კიდეზე ერთ მწკრივად დავალაგოთ ალუჩა და გადავახვიოთ რულეტივით. რულეტი შევკრათ გასტრონომიული ძაფით.

დეკეულის ხორცი  გრილზე ან ტაფაზე  შევწვათ ყველა  მხრიდან. რულეტის შეწვა დავასრულოთ  ღუმელში.

ღუმელის ტაფაზე დავასხათ  ღვინო, გადავიტანოთ ჩაქაფულის რულეტი და  200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი შევწვათ.

  

 

 

 

წყარო:იუთუბი.გადაცემა გურმანია