FORGOT YOUR DETAILS?

ცურეკი -სააღდგომო ბერძნული ფუნთუშა

აღნიშნული ინგრედიენტებით გამოდის 2 მოზრდილი ზომის ფუნთუშა

წინამოსამზადებელი დრო: 1 საათი

საერთო მომზადების დრო: 4 საათი

გამოცხობის დრო: 50-60 წუთი

ინგრედიენტები :

70 გრ ხარისხიანი კარაქი

100 ml რძე

160 გრ შაქარი

3+1 კვერცხი 1 ჩ.კ.

მახლეპი (მახალები), ბალღოჯის კურკის შიგთავსი. თუ არა გაქვთ, გამოტოვეთ 0,5 ჩ.კ. ხიოს მასტიხა

100 გრ თბილი წყალი

20 გრ საფუარის ფხვნილი

600 პურის ფქვილი

მწიკვი მარილი

ნუში, ფირფიტებად დაჭრილი

შენიშვნა: თუ მასტიხა და მახლეპი თქვენთვის ხელმიუწვდომელია, შეგიძლიათ მათ ნაცვლად ჩვენში მიღებული სააღდგომო კულიჩისათვის საჭირო სანელებლები გამოიყენოთ ( ჯავზი, ანუ ჯაოზი, ილი, ჯანაჯაფილი)

მომზადების წესები:

ქვაბში გავათბოთ ერთად რძე, შაქარი და კარაქი ( არა უმეტეს 50 გრადუსი), დავუმატოთ მასტიხა და მახლეპი.

ჩანგლით მსუბუქად ავთქვიფოთ 3 კვერცხი, დავუმატოთ წყალი, რძიანი მასა, საფუარი, მწიკვი მარილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ვზილოთ მანამ , სანამ ცომი ელასტიური არ გახდება.

ცომი მოვათავსოთ თასში და დავდგათ სითბოში სამი საათით.

ჩავზილოთ ცომი და ისევ დავდგათ სითბოში, სანამ მისი მოცულობა არ გაორმაგდება.

გავყოთ ცომი ექვს თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილიდან მოვამზადოთ მსხვილი თოკი.

ღუმელის დიდ არაღრმა ტაფაზე დავაფინოთ სპეციალური საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი და მოვათავსოთ ზედ სამი თოკისაგან დაწნული ნაწნავი. თუ ტაფა დიდია, შესაძლოა ორივე ცურეკი დაეტიოს ზედ, თუ არა და მეორე ცურეკს სხვა ტაფაზე მოვათავსებთ. გაითვალისწინეთ, რომ ცურეკის მოცულობა ორმაგდება. დავდოთ ტაფა სითბოში და დაველოდოთ ცურეკის აფუებას.

დარჩენილი ერთი კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით ცოტაოდენ წყალთან ერთად და ფრთხილად, ისე, რომ არ ჩავჩხვლიტოთ, წავუსვათ ორივე ცურეკს. მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები. გავახუროთ ღუმელი. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50-60 წუთის მანძილზე ერთად, თუ სავენტილაციო გამოცხობის პროგრამა აქვს თქვენს ღუმელს, ან ცალ-ცალკე, თუ მსგავსი პროგრამა არ გააჩნია. გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის ავტორი და კონკურსანტი მარია პოლიტოვი

8

238

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *