FORGOT YOUR DETAILS?

ინგრედიენტები :

1 ცალი ცხვრის მხარი (1,6 კგ),

300 გ სტაფილო,

200 გ ნიახურის ღერები,

150 გ ხახვი,

2 ტოტი როზმარინი,

6 ს.კ. ზეითუნის ზეთი,

15 კბილი ნიორი,

1 ს.კ. კამის თესლი,

4 ცალი დაფნის ფოთოლი,

1 ს.კ. ტომატპასტა,

2 ს.კ. ნეკერჩხლის ვაჟინი,

250 მლ წითელი ღვინო,

500 მლ ბოსტნეულის ბულიონი,

1 კონა ოხრახუში,

ზღვის მარილი, ახალდაფქული პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესები :

ხორცის ნაჭერს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, მოვაყაროთ ზღვის მარილი და პილპილი.

სტაფილო და ნიახური 1 სმ სიგრძის ნაჭრებად, ხახვი კი სეგმენტებად დავჭრათ.

როზმარინი დავკეპოთ.

დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვათავსოთ ცხვრის მხარი და ყველა მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ.

ხორცი ამოვიღოთ ტაფიდან. იმავე ცხიმში ჩავყაროთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური, როზმარინი, კამის თესლი, ტომატპასტა, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ნეკერჩხლის ვაჟინი და ღვინო და ცოტა ხანს ვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ბოსტნეულის ბულიონი, ჩავდოთ ცხვრის ხორცი და 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3,5-4 საათის განმავლობაში შევწვათ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

სოლომონ ბახტაძე  რეცეპტი ავტორი და კონკურსში მონაწილე.

0

151

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *