FORGOT YOUR DETAILS?

ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

ინგრედიენტები ქოქოსის ბისკვიტისათვის

3 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

110 გრ.შაქარი

30 გრ.ქოქოსის ფანტელები

4 გრ.გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ფორმა

.ღუმელი გავახუროთ 165 გრადუსზე კონვეციით.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხიან მასას დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებლით, მოვურიოთ და შემდეგ შევურიოთ ქოქოსის ფანტელები.

გამოვაცხოთ 35-40 წუთი.ქოქოსის ბისკვიტი ფორმაშივე გავაგრილოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ქოქოსით:

250 მლ.ქოქოსის რძე

150 ქოქოსის შედედებული რძე

300 მლ.ქოქოსის ნაღები

7 გრ.ჟელატინი+ 35 მლ წყალი

მომზადების წესები :

პირველ რიგში  დავალბოთ ჟელატინი.

შევურიოთ ქოქოსის რძე და შედედებული რძე ერთმანეთში.

ნარევი შევათბოთ და შევურიოთ ჟელეტინი. მასას გადავაფაროთ პარკი კონტაქტში და შევდოთ მაცივარში.

ავთქვიფოთ ქოქოსის ნაღები  მსუბუქად. მასას  უნდა ჰქონდეს გამდნარი ნაყინის კონსისტენცია და  შევურიოთ რძიანი ნარევი.

ავაწყოთ ტორტი.

ფორმა შიგნიდან ავამაღლოთ აცეტატური პარკით. ფსკერზე დავდოთ პირველი ფენა, დავნამოთ ქოქოსის რძით, გადავუსვათ კრემი და ასევე კრემით ამოვავსოთ ფორმასა და ბისკვიტს შორის არსებული სივრცე.

ასეთივე წესით  პირველ ფენაზე  დავაწყოთ დანარჩენი ორ ფირფიტაც.

შევდოთ ტორტი 4-5 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ნუშის ფანტელებით და კანფეტი რაფაელოთი.

კონკურსის მონაწილე და რეცეპტის ავტორი

ირინა მშვენიერაძე

 

 

0

197

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *