FORGOT YOUR DETAILS?

ქლიავის ტარტ-ტატენი – გადმობრუნებული ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები:

200 გრ.ქლიავი

300 გრ.შაქარი

10 გრ.ვანილიანი შაქარი

2 კვერცხი

80 მლ.რძე

200 გრ.ფქვილი

10 გრ.გამაფხვიერებელი

170 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუსზე.

150 გრ.კარაქი და 150 გრ.შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით.შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და რძე.ხის კოვზით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები  (ფქვილი,შაქარი,ვანილი).

მოვამზადოთ ნაღების კარამელი.

ქვაბში  გავდნოთ 20 გრ.კარაქი,დავაყაროთ შაქარი,დავასხათ 2 ს.კოვზი წყალი და მოვადუღოთ  ღია,ოქროსფერი კარამელი.

ქლიავს გამოვაცალოთ კურკა და გავყოთ 2 ნაწილად.

ავიღოთ 22 სმ დიამეტრის ფორმა.ფორმას შემოვახვიოთ ფოლგა,იმისათვის რომ კარამელმა არ გამოჟონოს. ფორმაში ჩავასხათ კარამელი,დავალაგოთ ქლიავის ნახევრები კანით ზემოთ,დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 35-40 წუთი.

გამომცხვარი ნამცხვარი მთლიანად გავაგრილოთ,შემდეგ თავზე დავაფაროთ დიდი ზომის თეფში და გადმოვაბრუნოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

0

26

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *