FORGOT YOUR DETAILS?

ქლიავის და ვაშლის ჯემი

ინგრდიენტები ;

1,5  კგ.ქლიავი

1.5 კგ. ვაშლი

2 კგ. შაქარი

1 ლიმონის წვენი და ცედრა

5 სმ. ჯანჯაფილი

ომზადების წესები :

ქლიავი გავრეცხოთ და დავწროტოთ თუშფალანგზე.

ვაშლი გავრეცხოთ, გავთალოთ ,გამოვუღოთ გული და  დავჭრათ ნაჭრებად.

დაწრეტილ ქლიავს გამოვუღოთ კურკები,გავატაროთ ხორცსაკეპში.

ქლიავი ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში,დავაყაროთ შაქარი,როცა წვენს გამოიღებს ,დავუმატოთ ვაშლი და საათნახევარი  დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. ქვაბს თავსახური არ დავახუროთ და პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით.ბოლოს 5 წუთით ადრე დავუმატოთ ლიმონის წვენი,ცედრა და ჯანჯაფილის ჯოხი.ამ წესით მომზადებული ქლიავის ჯემი გამოდის საკმაოდ სქელი

ქლიავის  და ვაშლის ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

0

38

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *