FORGOT YOUR DETAILS?

ტორტი ” შავი ქლიავი შოკოლადში”

ინგრედიენტები ;

კვერცხი – 2 ცალი

შედედბული რძე – 1 ქილა

ფქვილი – 160 გრ.

სოდა – 12 გრ.

ლიმონის წვენი – 18 მლ.

შავი ქლიავის ჩირი  – 400 გრ + 10  -15 ცალი გასაფორმებლად

ნიგოზი – 160 გრ

უნალექო ყავა – 15 გრ

წყალი

კონიაკი– 18 მლ

კაკაო – 75 გრ

მზესუმზირის ზეთი – 40 მლ

შოკოლადის კარაქი – 50 გრ

კრემი:

არაჟანი (20%) – 500 მლ

კვერცხის ცილა – ½ ცალი

შაქარი – 200 გრ

მინანქარი (1 ულუფა) :

შაქარი — 75 გრ

რძე– 55 მლ

კაკაო – 75 გრ

კარაქი — 75 გრ

გასაფორმებლად

შავი შოკოლადი – 150 გრ

 

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 180°C.

ავთქვიფოთ კვერცხი შედედებულ რძესთან ერთად. აურიოთ კაკაო კარაქში და შევათქვიფოთ კვერცხიან -  რძიან მასას, დავუმატოთ ფქვილი,სოდა ლიმონის წვენით და მივიღებთ თხევად ცომს .

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ შოკოლადის კარაქი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 20 -25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.  გამომცხვარი ბისკვიტი გავაციოთ ფორმაში, შემდეგ შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 1 საათი მაცივარში.

შავი ქლიავი გავრეცხოთ და 1,5-2 საათი წყალში დავალბოთ . შემდეგ გამოვუღოთ კურკები, გავაშროთ და დავჭრათ. ნიგოზი მოვხალოთ,მოვაცალოთ ქერცლი და დავჭრათ.

მოვამზადოთ კრემი. არაჟანი ჩავასხათ ოთხფენა მარლაში, რომელიც მოთავსებულია საწურში. მარლის კუთხეები შევკრათ, დავახუროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე და ასე შევდოთ 1,5-2 საათი მაცივარში

კვერცხის ცილის ნახევარი ავთქვიფოთ და  შაქართან ერთად მიქსერით არაჟანს შევათქვიფოთ.

ყავას დავასხათ ცხელი წყალი,დავუვატოთ კონიაკი.

ბისკვიტი გავყოთ 3 ფენად. ქვედა ორი ფენა ყავის ნაყენით დავნამოთ,წავუსვათ კრემი, ზემოდან კი დავაწყოთ დაჭრილი ქლიავის ჩირი და ნიგოზი. ტორტის გვერდებს და ზედა ნაწილს წავუსვათ კრემი, მაგრამ არ მოვაყაროთ ნიგოზი და შავი ქლიავის ჩირი .

ტორტი 10 წუთი შევდოთ მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ შავი ქლიავის ჩირით,გახეხილი შოკოლადითა და ნიგვზის ნატეხებით.

მინანქრის მომზადება : ალუმინის პატარა ქვაბში ჩავასხათ რძე, ჩავაგდოთ კარაქი. ცალკე შევურიოთ კაკაო და შაქარი ,როგორც კი კარაქი დადნება,დავუმატოთ კაკაო შაქრით, მოვურიოთ,მივიყვანოთ ადუღებამდე და 5 წუთი გავაციოთ.

ტორტს 2 ეტაპათ გადავასხათ მინანქარი.შოკოლადის მინანქრის ნახევარი ტორტს დავასხათ,შევდოთ მაცივარში 5 წუთი,შემდეგ კი მეორე ნახევარით დავფაროთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

32

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *