FORGOT YOUR DETAILS?

ტორტი “მთვრალი ალუბალი”

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ფქვილი

50 გრ.კაკაო

15 გრ.შაქარიანი ვანილი

450 გრ.შაქარი

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

 

გულსართისათვის:

350 გრ.ალუბალი

350 მლ კონიაკი ან წითელი ღვინო

150  მლ.შედედებული  რძე

210 გრ.ნაღების კარაქი

300 გრ.შოკოლადი

 

ალუბალი დავკურკოთ ,დავასხათ კონიაკი ან ღვინო და გავაჩეროთ რამდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ,სითხე შევინახოთ დასანამად და ალუბალი  საწურზე დავაწყოთ.

ღუმელი გავახუროთ   160-170 გრადუსზე. 24 სმ  დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ კარაქი.

ფქვილს დავუმატოთ გამაფხვიერებელი,კაკაო  და გავცრათ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე, ნელ-ნელა ჩავამატოთ შაქარი,თან ვთქვიფოთ. ნიჩაბით შევურიოთ ფქვილი (ქვემოდან ზემოთ მიმართულებით) და ჩავასხათ ფორმაში.

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 180 გრადუსზე  ღუმელში 30-35 წუთი.

ბისკვიტს თავი მოვაჭრათ(იხ.სურათი), გამოვუღოთ გული ,ისე რომ გარეთა ქერქი არ დავაზიანოთ.

მივიღებთ ბისკვიტის თასს.  ბისკვიტის გული დავანაწევროთ.

მოვამზადოთ ცივი კრემი:

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,წვეთ-წვეთობით ჩავასხათ შედედებული რძე, თან ვთქვიფოთ. კრემის ნახევარი ცალკე გადავდოთ გვერდებზე და ზემოდან წასასმელად.

გულსართისათვის კრემს შევურიოთ დანაწევრებული ბისკვიტი და ალუბალი.

ბისკვიტის თასის ფსკერი დავნამოთ , ჩავდოთ გულსართი,დავაფაროთ ბისკვიტის თავი .

ტორტს გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი.მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფჩხვენები,გახეხილი შოკოლადი

და ზემოდან მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კრემშიც კაკოს ფხვნილს უმატებს და ზემოდან  ტორტს აფორმებს შოკოლადის მინანქრით ან მუსით.

2

81

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *