FORGOT YOUR DETAILS?

მაკედონიურად შემწვარი კარტოფილი

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

2 კვერცხი

8 გრ.კვლიავი

8 გრ.პაპრიკა

8 გრ.შავი დაფქული წიწაკა

3.გრ.ნივრის ფხვნილი

10 გრ.მარილი

70 გრ.ზეთი

10 გრ.ნაღების კარაქი

მომზადების წესები:

საშუალო ზომის კარტოფილები გავთალოთ და თითოეული გავჭრათ მოგრძო ფორმის 8 ნაწილად.

ტაფაზე დავასხათ ზეთი,გავახუროთ და 10 წუთი შევწვათ კარტოფილები.

შემწვარ  კარტოფილებს მოვაყაროთ მარილი.

კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ მიქსერით მყარ პიკამდე.

ათქვეფილ ცილაში ჩავყაროთ კვლიავი,პაპრიკა,შავი დაფქული წიწაკა,ნივრის ფხვნილი.

შემწვარი კარტოფილები დავყაროთ ქაღალდის ხელსახოცზე და შემდეგ ამოვსვაროთ კვერცხის ცილაში.

ფორმის ძირს წავუსვათ კარაქი,დავალაგოთ კვერცხის ცილაში ამოსვრილი  კარტოფილები .

გამოვაცხოთ ღუმელში  180 გრადუსზე 30 წუთი.

0

270

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *