FORGOT YOUR DETAILS?

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

1500კგ შაქარი

1ლ რძე 3,2%

400 გრ კარაქი

300 გრ არაჟანი 25-30%

400 გრ მაწონი 3,2 %

3-4 ს.კ დროჟი - იამუნა, იუვე, პაკმაია, განკუთვნილი უნდა იყოს აუცილებლად ტკბილი ცომისთვის.

200 მლ ზეთი - ოლეინა ან თხილეულის ზეთი (ფორთოხლის ზეთი) ვაზელთ ხელით.

2800-3000კგ-მდე ფქვილი - აუცილებელია ცილები ჰქონდეს 10,3-ზე მეტი, პროგრესის ფირმის ფქვილი საუკეთესოა.

500-800 გრ ქიშმიში (როგორც თქვენ გიყვართ) (ცუკატების, ქიშმიშის, თხილის, ნუშის ნიგვზის, ფინიკი, ქლიავის ჩირი და ა.შ. საერთო ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 800 გრამს - 1 პორციაში).

ცუკატები (სურვილის მიხედვით)

3 ცალი მუსკატი ან 1 ს/კ მუსკატი.

30-40 ცალი ილი ან 1 ს/კ ილი.

მიხაკი და დარიჩინი (თქვენი გემოვნებით) ან ნახევარი 1 ჩ/კოვზი მიხაკი და ნახევარი ჩ/კოვზი დარიჩინი.

კოჭა დანის წვერით.

შაფრანი (სიყვითლისთვის) 2-3 ჩ/კოვზი

მარილი (1 ჩაის კოვზი)

ვანილი - 3-4 შეკვრა (შაქრიანი ვანილი)

3-4 ცალი ლიმონის ცედრა ან ლიმონის და ფორთოხლის ცედრა 2 ც ლიმონი, 2 ც ფორთოხალი.

პასკის გამოცხობამდე 4-5 დღით ადრე (უფრო ადრეც შეიძლება)

სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი ( ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ) + 30-40 ცალი ილი, ცოტა დარიჩინი და მიხაკი, მე მიხაკის გემო მიყვარს და ბლომად ვუკეთებ. ეს ყველაფერი დავფქვათ (დაფქვილებიც იყიდება ვისაც გეზარებათ) + სამი ცალი ლიმონის ცედრა და ვასხავთ კონიაკს ეს სურნელოვანი სანელებლები უნდა დავათროთ

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, თუ ტემპერატურებს შორის იქნება სხვაობა პასქა არ გამოვა!!!

1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს + 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)

2. 900 მლ ცხელ რძეში (რძე არ აადუღოთ) გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს;

3. 100 მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ დროჟი + 1ჩ/კ შაქარი + 100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად (თუ დროჟი კარგია მალე ამოფუვდება)

4. მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს.

5. ათი კვერცხის ცილა, 10 კოვზი შაქარი და 1 ჩ/კ მარილი ავთქვიფოთ გამაგრებამდე + ვანილი;

ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში და ბოლოს ძალიან ფრთხილად შევურევთ მზა ბეზეს !!!

ვდგავთ ასაფუებლად!!

ამოსულ მასას ჩავზელთ 200 მლ ზეთთან ერთად (ზეთში დაისველეთ ხელი და ნელ-ნელა შეაზილეთ, პირდაპირ არ ჩაასხათ) და შევაზელთ 2,800- 3 კგ-მდე ფქვილს (თუ ფქვილი კარგია სამი კილო არ დაჭირდება)

ხელით მოზელა სჭირდება დაახლოებით 30-40 წთ; (თუ დაიღლებით დაისვენეთ და შემდეგ გააგრძელეთ).

დავაცდით 30 წთ (საფუარი, რომ დაიწყებს გააქტიურებას) შევსვათ მაცივარში მთელი ღამით;

საკნდიტრო ცელოფანს მოუსვით ზეთი და გადააფარეთ ჯამს, თავი რომ არ გადაუშრეს.

მაცივარში უნდა იყოს 8-10 სთ;

დილით მაცივრიდან, რომ გამოვიღებთ, დავაცდით 30 წთ (ოთახის ტემპერატურის, რომ გახდება) ზეთიანი ხელით ჩავზელთ კვლავ და ჩავასხამთ სანელელებს (სუნით მიხვდებით დოზებს), დაახლოებით 1-2 არყის ჭიქა, შემდეგ ჩავამატებთ (კარგად გარეცხილ-გასუფთავებულ-გამშრალ და ფქვილში ამოვლებულ ქიშმიშებს და მოვზელთ კარგად დაახლოებით 10-15 წთ, ვაცდით საფუარის გააქტიურებას და ნელ-ნელა დავიწყებთ ფორმებში ჩასმას. ცომი ფორმაში უნდა იჭერდეს ფორმის ნახევარს ან ოდნავ ცოტას.

1 პორციით დაახლოებით 8 კგ ცომი

ფორმებში მოთავსების შემდეგ ვაცდით 2 სთ თბილ ადგილას და როცა ამოღუნღულდება, (გაორმაგდება) ფორმები მოვათავსოთ ღუმელის ცხაურზე (ე.წ. „სეტკაზე“) გახურებულ ღუმელში შევასკუპოთ და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე;

პასქების თავი რომ არ დასკდეს ზეთიანი ხელით მოალამაზეთ და ეცადეთ ზემოთ მხარეს ქიშმიში და ცუკატი არ მოხვდეს, (თუ მოხვდა ამოაძრეთ)

ელექტრო ღუმელს ვრთავთ ქვედა წვისა და ვენტილატორის ფუნქციის რეჟიმზე.

ვაცხობთ 150 გრადუსზე

ფორმების ღუმელში მოთავსებისას - ჯამით წყალი დავუდგათ გაზქურაში, რომელსაც გამოიღებთ დაახლოებით 20-15 წთ (თუ ფორმა დიდია 20წთ, თუ პატარაა 10 წთ)

200-300 გრამიან ფორმას ვაცხობთ.

დაახლოებით 20 წთ+;
500 გრამიან ფორმას ვაცხობთ დაახლოებით 30-35 წთ+-;
850 გრამიან ფორმას ვაცხობთ დაახლოებით 45 წთ+-;
პასქის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით;
რეცეპტის  ავტორი და კონკურსანტი ვერონიკა მოისიევა

 

 

8

1070

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *