FORGOT YOUR DETAILS?

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

ინგრედიენტები :                                                

500 მლ.რძე

500 გრ.კარაქი

500 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

8 კვერცხი

1 კვერცხის გული ზემოდან მოსასმელად

250 გრ.ქიშმიში

1,5 -2 კგ.ფქვილი

0,5  ჭიქა ზეთი

3 ს.კოვზი საფუარი

ნახევარი  ლიმონის ცედრა

50 მლ.კონიაკი

1 ს.კოვზი დაფქული ჯავზი

1 ს.კოვზი დაფქული ილი

0,5 ჩ.კოვზი მიხაკ-დარიჩინი

მომზადების წესები :

ქიშმიში გავრეცხოთ ცივი წყლით, დავწრიტოთ ,დავასხათ კონიაკი და გავაჩეროთ  24 საათი.

მოვამზადოთ ხაში: 2 ს.კოვზი შაქარი გავხსნათ თბილ რძეში. 150 გრ.ფქვილს ავურიოთ საფუარი და დავასხათ ტკბილი  რძე.მოვზილოთ  ძალიან თხელი ცომი , გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ასაფუებლად.

კარაქი,მარილი და შაქარი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხები და შემდეგ დავუმატოთ სანალებლები და ლიმონის ცედრა.

გათქვეფილ მასას შევურიოთ აფუებული ხაში,შევაზილოთ ფქვილი, მოვზილოთ  კარგად ნაზი ცომი,გადავაფაროთ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

ამოსული ცომი ზეთიანი ხელებით ორჯერ ჩავზილოთ და კვლავ დავდოთ ასაფუებლად.

მესამედ აფუებულ ცომს დავუმატოთ ქიშმიში,ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ,ცხიმწასმულ  ფორმებში 2/3 სიმაღლეზე გადავაფაროთ და კვლავ დაველოდოთ ფორმებში ცომის ამოსვლას.

ამოსულ ცომს ფუნჯით გადავუსვათ გთქვეფილი კვერცხის გული ( გახსნილი ერთ სუფრის კოვზი რძე) და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

გამომცხვარ პასკას მოვაყაროთ შაქრის პუდრა !

კონკურსში მანაწილე და რეცეპტის ავტორი მერი სირაძე

 

 

1

419

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *