FORGOT YOUR DETAILS?

კარტოფილის მსუყე რულეტები

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 კვერცხი

250 გრ.ქათმის ფილე

200 გრ. ქამა სოკო

15 გრ. ხმელი სოკო

250 მლ. რძე

100 გრ. სახამებელი

140 გრ. ხახვი

50 მლ. ნაღები

50 მლ. მაგარი ყველი

15 გრ. მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

50 გრ.კარაქი

35 მლ.ზეთი

5 ღერი კამა

5 ღერი ოხრახურში

მომზადების წესები:

კარტოფილი გავთალოთ,გავჭრათ - 4 ად,ჩავყაროთ ადუღებულ წყალში,დავუმატოთ 5 გრ.მარილი,კარაქი და მოვხარშოთ.

მოხარშული კარტოფილი  გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ნაღები,სახამებელი,ათქვეფილი კვერცხის ცილა,შავი დაფქული წიწაკა,მარილი გემოვნებით.

კარტოფილის ცომი დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე, თანაბრად გავაბრტყელოთ და 10 წუთი გამოვაცხოთ  ღუმელში 200 გრადუსზე.

გულსართის მომზადების წესები:

ხმელი სოკო მოვხარშოთ რძეში და შემდეგ დავჭრათ წვრილად.

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ კუბებად დაჭრილი ხახვი,შევურიოთ ასევე წვრილ კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე და შევწვათ,დავუმატოთ 5 გრ. მარილი.

ცალკე ტაფაზე ზეთში შევწვათ ფირფიტებად დაჭრილი  ქამა სოკო ,მოვაყაროთ მარილი.

კარტოფილის ფირფიტაზე  გადავიტანოთ  გულსართი,გადავანაწილოთ თანაბრად,მოვაყაროთ გახეხილი ყველი,დაჭრილი მწვანილი,გადავახვიოთ რულეტივით,წავუსვათ კვერცხის გული  და 10 წუთი 200 გრადუსზე ღუმელში გამოვაცხოთ.

 

 

0

67

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *