FORGOT YOUR DETAILS?

კარტოფილიანი ფუნთუშები ბურგერებისათვის

ინგრედიენტები:

200 გრ.კარტოფილი

1 კვერცხი+ 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

240 გრ.ფქვილი

125 მლ.რძე

5 გრ.საფუარი

შაქარი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე.

ყვითელი კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ,მოვხარშოთ. ნახარში გადავწუროთ,კარტოფილი დავჭყლიტოთ.

თბილ რძეში ან კარტოფილის ნახარშში  გავხსნათ საფუარი,1 ჩ.კოვზი შაქარი,მარილი და გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას.

კარტოფილის პიურეს დავუმატოთ გააქტიურებული საფუარი,ფქვილი ,კვერცხი ,მარილი და მოვზილოთ ცომი.გავაჩეროთ ასაფუებლად 30-40 წუთი.

ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და კიდევ გადავზილოთ.

მოვამზადოთ 4 გუნდა.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ზეთი,დავალაგოთ ცომის გუნდები ,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და მოვაყაროთ ქუნჟუთის მარცვლები.

ნოყიერი ჰამბურგერის რეცეპტი იხ.აქ 

ფუნთუშები გამოვაცხოთ ღუმელში,ზედაპირის მობრაწვამდე.

კარტოფილის ფუნთუშები ბურგერებისათვის მზად არის!

ასევე წაიკითხეთ სოუსი ჰამბურგერისათვის,ჰამბურგერის აწყობა 

0

185

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *