FORGOT YOUR DETAILS?

ინდაურის კატლეტები შავი ქლიავით

ინგრედიენტები :

500 გრ.ინდაურის ფილე

1 ჭიქა შავი ქლიავის ჩირი

1 ჭიქა საფანელი

1 კვერცხი

1 ჭიქა ფქვილი

4-5 ცალი მწვანე ხახვი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესები :

შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ,დავასხათ მდუღარე წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი და დავჭრათ.

მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად.

ინდაურის ფილეს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და  დავბეგვოთ.

ფილეს შუაში  შავი ქლიავი,ზემოდან კი მწვანე ხახვი დავაწყოთ ,მოვაყროთ მარილი და რულეტივით გადავახიოთ.

ინდაურის  კატლეტები ამოვსვაროთ ჯერ ფქვილში, შემდეგ გათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.კოტლეტები შემდეგ ისევ კვერცხში ,ბოლოს საფანელში ამოვსვაროთ.

ინდაურის კატლეტები შევწვათ ზეთში ყველა მხრიდან.

კოტლეტები გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შევწვათ 200 გრადუსზე 20 წუთი ღუმელში.

 

 

 

 

0

31

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *