FORGOT YOUR DETAILS?

გერმანული ალუბლის ტორტი “შვარცვალდი” იგივე შავი ტყე

ინგრედიენტები:

8 კვერცხი

40 გრ.კარაქი

175 გრ.შაქარი

120 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი კაკაო

2 ჩ.კოვზი დაფქული ნუში

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე.

ცალკე ავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად.

ერთმანეთს შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

კარაქი გაზზე გავადნოთ და გავაგრილოთ.

გოგლიმოგლს შევურიოთ კვერცხის ცილა და მშრალი ინგრედიენტები ულუფობითა და მონაცვლეობით.

წვრილი ჭავლით ცომს ირგვლივ მოვასხათ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

ფორმას ( დიამეტრი 18 სმ) წავუსვათ გვერდებზე და ფსკერზე კარაქი.მოვაყაროთ ფქვილი.

ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

პირველი 15 წუთი ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ,შემდეგ კი კარები დავხუროთ და გამოვაცხოთ 30 წუთი.

დასანამი:

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

130 მლ.წყალი

90 გრ.შაქარი

2-3 ს.კოვზი ალუბლის ლიქიორი

მოვადუღოთ სიროფი ,გავაგრილოთ და შემდეგ ჩავასხათ ალუბლის ლიქიორი და დავუმატოთ შაქრიანი ვანილი

გამომცხვარი ბისკვიტი გავაგრილოთ.ბასრი დანით ზედა ნაწილი მოვაჭრათ და ზედაპირი გავასწოროთ.

ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული ნაწილი დავნამოთ.

გულსართი:

50 გრ.დაკურკული ალუბალი

165 მლ.ალუბლის წვენი

3 ს.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 ბადიანი(ანისი)

1 ს.კოვზი ლიქიორი

130 მლ.ალუბლის წვენში ჩავყაროთ შაქარი,ჩავასხათ ლიმონის წვენი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

1-2 წუთით ჩავდოთ ბადიანი და შემდეგ ამოვიღოთ.

35 მლ.ალუბლის წვენში გავხსნათ სახამებელი,წვრილი ჭავლით ჩავასხათ ადუღებულ ალუბლის სიროფში და შეუჩერებლივ ვურიოთ გასქელებამდე.შემდეგ შევურიოთ 50 გრ.დაკურკული ალუბალი და მოვადუღოთ.

ნაღების კრემი:

700 მლ.35% ნაღები

100 გრ.შაქრის პუდრა

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე და შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

დანამულ ბისკვიტის ფენებს წავუსვათ კრემი,ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ გულსართი, ტორტს კრემი წავუსვათ გვერდებზე და ზემოდან .

ტორტი მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით ან ჩვენი გემოვნებით .

1

229

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *