FORGOT YOUR DETAILS?

ალუბლის ტარტი

ინგრედიენტები:

1 კვერცხის გული

250 გრ.ფქვილი

100 გრ.კარაქი

50 გრ. არაჟანი

2 ს.კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

ნახ.ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი,შაქარი ,გამაფხვიერებელი,კარგად შევურიოთ ერთმანეთს,ჩავახეხოთ ცივი კარაქი და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.შემდეგ შევურიოთ კვერცხის გული და არაჟანი.

ცომი მოვზილოთ სწრაფად,რომ არ გათბეს,შევკრათ ერთ გუნდად,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 30 წუთი მაცივარში.

გულსართი:

600 გრ.დაკურკული ალუბალი

400 გრ.შაქარი

3 ს.კოვზი სახამებელი

დარიჩინი

ალუბალს დავაგაროთ შაქარი და მოვხარშოთ. წვენი ვადუღოთ 10 წუთი. დავუმატოთ დარიჩინი.

წყალში გავხსნათ სახამებელი ,შევურიოთ ალუბლის წვენს ,წამოვადუღოთ და გავაგრილოთ.

24 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში მოვათავსოთ ტარტის ცომი,ფსკერი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.

ცომს დავადოთ სიმძიმე და გამოვაცოხოთ 10 წუთი 180 გრადუსზე წინაწარ გახურებულ ღუმელში,შემდეგ სიმძიმე ამოვიღოთ, სწრაფად ჩავდოთ გულსართი და გამოვაცხოთ 20-25 წუთი.

1

58

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *