FORGOT YOUR DETAILS?

ალუბლის ვარენიკები

ინგრედიენტები ცომისათვის :

2-3 ჭიქა ფქვილი( დამოკიდებულის ფქვილის ხარისხზე)

1/2 ჭიქა რძე

1/3 ჭიქა წყალი

1 კვერცხი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ჩ.კოვზი მარილი

 

ინგრედიენტები გულსართისათვის:

250 გრ.ალუბალი

150 გრ.ხაჭო

3 ს.კოვზი შაქარი

1 კვერცხის გული

არაჟანი

ან

2 ჭიქა გამოკურკული და წინასწარ დაშაქრული ალუბალი

 

ფქვილი გავცრათ,გავუკეთოთ ჩაღრმავება და ორმოში ჩავყაროთ მარილი,ჩავდოთ კვერცხი ,

ჩავასხათ წყალი,რძე და თასში მოვზილოთ ცომი.

ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდზე და შევაზილოთ ზეთი.

გულსართის მოსამზადებლად ალუბალი დავკურკოთ .

ხაჭო,ალუბალი,კვერცხის გული,შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.და შევახვიოთ ვარენიკები.

ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქეზე, ამოვჭრათ  პატარა დიამეტრის ჭიქით რგოლები. ამოჭრილი ნაწილები ამოვსვაროთ ფქვილში, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს. თითოეული გავაბრტყელოთ,ჩავუდოთ გულსართი და მოვახვიოთ.

ვარენიკები ჩავყაროთ  ოდნავ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ 5-7 წუთი.

0

37

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *