შოკოლადის შუ

შოკოლადის მოხარშული ცომიы ინგრედიენტები :

125 მლ.წყალი

125 მლ.რძე

100 გრ.კარაქი

135 გრ.ფქვილი

15 გრ.კაკაო

5-6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

135 ფქვილს +15 გრ.კაკაო=150გრ.

მომზადების წესები :

მოვამზადოთ მოხარშული ცომი და გამოვაცხოთ შუ.

მომზადების წესი 

გამომცხვარი შუ ამოვავსოთ ნაღების კრემით ან შოკოლადის კრემი მუსლინით

500 გრ.მოხარშული კრემი

300 გრ.შოკოლადი

150 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

მოხარშულ კრემს შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ,გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და შევათქვიფოთ ულუფობით კრემს.

 

შაქრის მინანქარი

ინგრედიენტები :

200 მლ.წყალი

500 გრ.შაქარი

100 გრ.საკონდიტრო გლუკოზა ან ინვენტური სიროფი

თასი წყლით.

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

 

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ  გლუკოზა,შაქარი და დავასხათ წყალი,მოვადუღოთ სიროფი .

სიროფის წვეთი ჩავასხათ ცივ წყალში.თუ წყალში წარმოიქმნა რბილი ბურთულა,მაშინ სიროფი მხადაა.

ამის შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ მასის გაგრილებამდე და გათეთრებამდე.

შეგვიძლია დავუმატოთ კულინარიული საღებავი.

კარამელის ქაფქეიქები

ინგრედიენტები 12 ცალი ქაფქეიქისათვის ;

70 გრ.ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი

90გრ.შაქარი

მწიკვი მარილი

2 კვერცხი

130 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

50 მლ.რძე

60გრ.კარამელი

მომზადების წესები :

კარაქი  ავთქვიფოთ შაქართან და მარილთან ერთად მაღალ სიჩქარეზე მიქსერით,ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი და ვთქვიფოთ 2-3 წუთი.

მასას შევურიოთ ფქვილის ნახევარი გამაფხვიერებელთან ერთად,რძე, შემდეგ დარჩენილი ფქვილი და კარამელი.

ფორმებში ჩავაფინოთ ქაღალდები,1/3 ავავსოთ ცომით და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 18-20 წუთი.

კარამელის კრემი :

300 გრ.ნაღების ყველი მასკარპონე

2 ს.კოვზი კარამელი

მასკარპონე ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ კარამელი.

კარამელის კრემის სხვა ვერსიები .

კარამელის მომზადება .

ქაფქეიქს გამოვუღოთ გული,ჩავასხათ კარამელი და ზემოდან მოვრთოთ კრემით,მოვასხათ კარამელი.

 

 

კარამელის კრემი

ინგრედიენტები :

500 მლ.ნაღები

250 მლ.კარამელი

მომზადების წესები :

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე და შევათქვიფოთ ულუფობით კარამელი.

კარამელის კრემის მეორე ვერსია :

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

200 მლ.რძე

200 გრ.33% ნაღები

2-2,5 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.შაქრის პუდრა

5 გრ.შაქრიანი ვანილი

მომზადების წესები :

ფქვილი გავხსნათ რძეში და მოვადუღოთ ფაფა,გადავაფაროთ პლასტიკი,კარგად გავაციოთ.

ფაფა მიქსერით ამოვიყვანოთ და შევათქვიფოთ ულუფებით მოხარშული შედედებული რძე, დავუმატოთ ვანილი.

ცალკე ამოვიყვანოთ ცივი ნაღები მყარ პიკამდე. თუ სურვილი გვაქვს,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

ნაღების კრემში შევურიოთ რძის კრემი ულუფობით მიქსერის საშუალებით.

მოხარშული კარამელის კრემი.მე-3 ვერსია ;

მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

კრემს შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი კარამელი.

კრემი კარგად გავაციოთ და შევათქვიფოთ 150 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

კარამელის კრემის მეოთხე ვერსია :

300 გრ.ნაღების ყველი მასკარპონე

2 ს.კოვზი კარამელი

მასკარპონე ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ კარამელი.

 

 

ბრიოში – ფრანგული ფუნთუშა

ინგრედიენტები ხაშისათვის :

1 სუფრის კოვზი საფუარი

¼ ჭიქა რძე

2 სუფრის კოვზი ფქვილი

ინგრედიენტები ცომისათვის :

1 1/2 ჭიქა ფქვილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

2 სუფრის კოვზი რძე

2 კვერცხი

6 სუფრის კოვზი  უმარილო კარაქი ოთხის ტემპერატურის

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ფქვილი ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 30 წუთი.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ რძე,დავუმატოთ კვერცხი, შევურიოთ ხაში.მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ ოთხის ტემპერატურაზე  დარბილებული კარაქი ,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ასაფუებლად 1-2 საათი.

გაორმაგებული ცომი ზეთიანი ხელებით მსუბუქად ჩავზილოთ,ისევ პლასტიკი გადავაფაროთ და შევდოთ მაცივარში 8-10 საათი.ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან,მივცეთ მოგრძო ფორმა,გავყოთ 6 ნაწილად,მივცეთ ისეთი ფორმა,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები,ჩავდოთ ფორმებში ,ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

ჩავდოთ სილიკონიას ან მეტალის ფორმებში.მეტალს მოვუსვათ ცხიმი.

გამომცხვარი ბრიოშები 10 წუთი გავაჩეროთ ფორმებში და შემდეგ დავალაგოთ ლანგარზე.

 

სინაბონები – ამერიკული ფუნთუშები

ინგრედიენტები :

გამოდის 12 ცალი

100 გრ – 342 კკალ

200 მლ რძე

25 გრ.საფუარი სველი/მშრალი 7 გრ

550 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

65 გრ.შაქარი

75 გრ.კარაქი

1 ჩ.კოვზი მარილი

გულსართი:

90 გრ.კარაქი

120 გრ.შაქარი

15 გრ.დარიჩინი

სარკალი:

60 გრ.კრემ ჩიზი

30 გრ.კარაქი

120 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

პირველ რიგში მოვამზადოთ ხაში .თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი ჩავყაროთ.

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ,ცალობით შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის

კვერცხი,დავუმატოთ რძე ,მარილი და ფქვილი, მოვზილოთ ცომი.

ცომი ვზილოთ 10 წუთი.ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და გავაცეროთ სითბოში ასაფუებლად.

ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხედა,გადავკეცოთ სამად და შემდეგ ისევ

სამად.

დავაფაროთ თასი და დავასვენოთ 20 -25 წუთი.

ცომი კიდევ გავაბრტყლოთ ( 35-45 სმ),წავუსვათ 90 გრ.კარაქი და მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქარი.გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ  კულინარიული ძაფით 12 ნაწილად,დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე( ქაღალდი დაფენილი გვაქვს), გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი ასაფუებლად.ვაცხობთ  წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე  25 წუთი.

კრემ- ჩიზი,კარაქი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ ერთგვაროვნებამდე.

ცხელ სინაბონებს წავუსმევთ  სარკალს და 15 წუთის შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე.

სრულიად განსხვავებული ტორტი ”კარპატკა ” პოლონური დესერტი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

გაგრძელება …..

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.გადავიტანოთ ცომი კოვზით ან საკონდიტრო შპრიცით და გადავანაწილოთ ისე,რომ ზედაპირი იყოს უსწორმასწორო.ტორტის ზედაპირი, რაც მეტად არეულია,მით მეტი ლამაზი გამოდის.

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 35 წუთი.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი ნაღების კარაქით.

გამომცხვარი ფირიფტა გავჭრათ შუაზე,ერთ ფენას წავუსვათ სქლად კრემი,დავაფაროთ მეორე ფენა დამოვაყაროთ შაქრის პუდრა.

თუ გვაქვს პატარა ფორმა გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი.

ვარიაციები;

ტორტი კარპატკა შეგვიძლია მოვამზადოთ კარამელის,მარწყვის ,ფორთოხლის ან ჟოლოს კრემით.

ასევე გავაფორმოთ  ხილით(ალუბალი,მარწყვი,მოცხარი,კენკრა).

 

 

 

ვარცხნილობა

ვარცხნილობის შერჩევა ონლაინ

ატვირთეთ თქვენი ფოტო, შეარჩიეთ ვარცხნილობის ტიპი და მაუსის გამოიყენებით გაწელეთ, დაატრიალეთ ან გადაადგილეთ ვარცხნილობა. შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ სასურველი შედეგი თქვენს კომპიუტერში “შედეგი ჩამოტვირთვა / Скачать результат” – ღილაკის საშუალებით

 

პროგრამა ქარგვისთვის

 პროგრამა ქარგვისთვის

 

 

პროგრამა ქარგვისთვის, Pattern Maker ყველაზე პოპულარული პროგრამა ქარრგვის ესკიზების ნახვის და რედაქტირებისთვის. პროგრამა ასევე ქმნის ნაქარგების სქემებს სამოყვარულო და პროფესიულ დონეზე.

 

Pattern Maker-ში გათვალისწინებულია ასეთი აუცილებელი ფუნქციები, როგორიც არის: საჭირო სტილის არჩევანი; პოპულარული ფირმების ძაფების ფერთა პალიტრა; სიმბოლოების არჩევანი, სქემის აღნიშვნისათვის და მრავალი სხვა. 

 

პროგრამის გადმოსაწერად, დააჭირეთ შემდეგ ბმულს

 

 Pattern Maker – გადმოწერა  

 

 

1470214425 1353999379 cross stitch 7

 

 

 მულინეს ცხრილი 

  

მიაქციეთ ყურადღება, რომ მონიტროზე გამოსახული ფერების პალიტრა შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალურისგან.

 

muyll