პლასტელინით მოდელირება ყველაზე სახალისო და საინტერესო საქმიანობაა ბავშვისათვის.იგი მოტორიკას და სივრცულ აზროვნებას ანვითარებს.ზოგჯერ მშობლებმა არც კი იციან, როგორ ასწავლონ ბავშვებს ძერწვა.სულ ცოტა ფანტაზიაა საჭირო,რომ გამოვძერწოთ კენკროვანი მარწყვი.
წითელი ფერის პლასტელინით კონუსი ,მწვანე ფერით ფოთლები,ხოლო თეთრი ფერის პლასტელინის ბურთულებით ყვავილი გამოვძერწოთ.არ დაგვავიწყდეს ყვითელი ფერის პლასტელინით ყვავილისთვის გულის გაკეთება და მარწყვის კბილის ჩხირით დაჩხვლეტა.