ქსოვას ვიწყებთ თვლების აკრებით.გადმოვახვიოთ გორგლიდან ორი იმდენი ძაფი ,რა სიგანის ნაქსოვიც გვინდა მივიღოთ.
მაგ: თუ გვსურს მივიღოთ 55 სმ-ის ზურგი ,უნდა ავკრიფოთ 110-125 სმ-ის ან ცოტა მეტი ნართი.ეს დამოკიდებულია ნართისა და ჩხირის სიმსხოზე.გორგალი მარცხენა ხელის მხარესაა.გორგალიდან გამომავალი ძაფი გადავდოთ ცერა თითზე,ხოლო თავისუფალი ძაფი გადავდოთ მაჩვენებელ თითზე.ძაფის ორივე ბოლო ხელის გულში მოექცევა და თითებით დავიჭერთ.ორივე ჩხირი დავიჭიროთ მარჯვენა ხელში,ცერსა და საჩვენებელ თითს შორის გადებულ ძაფში ქვემოდან გამოვატაროთ წვერით( სურათი 2)გავაკეთოთ360 გრადუსით მობრუნება,წარმოიქმნება ჩხირზე პირველი თვალი.
ჩხირი ამოვდოთ ქვემოდან ცერქვეშა ძაფს.,ჩხირის წვერი მოვსდოთ საჩვენებელ თითზე გაჭიმულ ძაფს,ჩხირი უკან გამოვიღოთ და მოვჭიმოთ ცერზე მოდებული ძაფი.წარმოიქმნება მეორე თვალი.გავაგრძელოთ ასე და ავასხათ საჭირო რაოდენობის თვალი.