“იქსი ”არაჟნის ტორტი -რეცეპტი დედების წიგნიდან

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

200 გრ.შაქარი

200 გრ. არაჟანი

2 ჩაის კოვზი სოდა

360 -400 გრ.ფქვილი 

100გრ.კარტოფილის სახამებელი

ვანილი

კრემი :

200 გრამი კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.არაჟანი

მომზადების წესები :

კვერცხი გათეთრებამდე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

არაჟანში გავხსნათ სოდა.არაჟანი აფუვდება და შევურიოთ გოგლი- მოგლს.

მასას სევურიოთ დაცრილი ფქვილი და კარტოფილის სახამებელი.

მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი და გადავიტანოთ ცომის ერთი ნაწილი.გამოვაცხოთ 170 გრადუსზე .ფირფიტები მალე ცხვება.

კრემისათვის არაჟანი წინასწარ გავწუროთ დოლბანდში.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს შევათქვიფოთ შაქარი,უმჯობესია შაქრის პუდრა და ხის კოვზით შევურიოთ გაწურული არაჟანი.

200 გრ.ნიგოზი დავჭრათ.

ფენებს გვერდები ავათალოთ  და დავაქუცმაცოთ.

ავაწყოთ ტორტი   ; ფირფიტა-კრემი-დაჭრილი ნოგოზი.

ტორტს მოვაყაროთ თავისივე ნამცეცები.არაჟნის ტორტს ძალიან უხდება ასევე მონანქრიტაც გაფორმება.

 

სადღესასწაულო ტორტი ” სენატორი ” თუ ” იმპერატორი ” -ქართული სამზარეულო

დღეს მოგართვით მისი აღმატებულება იმპერატორის რეცეპტი.ზოგიერთი ამ დესერტს სენატორს უწოდებს.საბჭოთა ქართველი ქალი დედის  რეცეპტების რვეულში ამ ტორტის რეცეპტსაც შევხვდებით,რაც ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და ბავშვობაში გვაბრუნებს.

ინგრედიენტები ერთი ბისკვიტისათვის :

10კვერცხი

10 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა საფანელი

1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

ვანილი

მარილი

მომზადების წესები :

შევურიოთ საფანელი, ფქვილი, გატარებული ნიგოზი, ვანილი და ნარილი .მიღებული მასა გავცრათ.

კვერცხის ცილისა და შაქრისაგან ამოვიყვანოთ ბეზე მიქსერით,შემდეგ  შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

გოგლი -მოგლს ნიჩბის გამოყენებით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და სოდა ძმრით.

ფორმაში ჩავაფინოთ ქარალდი,ჩავასხათ ცომი და 179 გრადუსზე გამოვაცხოთ.

ბისკვიტი გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში.

ასეთივე წესებით ვაცხობთ მეორე ბისკვიტს.

კრემი :

12 კვერცხის გული

4 სუფრის კოვზი ყავა

12 კოვზი შაქარი

2 ქილა შესქელებული რძე

800 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,შესქელებული რძე,ყავა,შაქარი შევურიოთ ერთმანეთს.ეს ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე,ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი ცოტა ბუშტუკები წამოვა იქვე გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით ავთქვიფოთ და ულუფობით შევათქვიფოთ მიღებულლი თხევადი მასა.

ბეზე:

12 კვერცხის ცილა

3 ჭიქა შაქარი

მარილი

3 დანის წვერი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ბეზე და 3-5  წუთი შემოვდგათ ორთქლის  აბაზანაზე.გნუწყვეტლივ ვთქვიფოთ .ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი .ამით მივხვდებით რომ ბეზეორტქლზე დამუშავდა და  გადმოვდგათ.

თუნუქის ფირფიტას მოვუსვათ ცხიმი,დავაცრათ ფქვილი და ცივ ფირფიტაზე დავასხათ ბეზე.პირველი 10 წუთი გამოვაცხოთ 120-130 გრადუსზე და შემდეგ 90 გრადუსზე 3-4 საათი გამოვაშროთ.

მოხალული ნიგოზი დავჭრათ.

შემდეგ ფორმას დანა ირგვლივ შემოვატაროთ და გადმოდის ძალიან ადვილად.

ავაწყოთ ტორტი :ბისკვიტი- კრემი-ბეზე- ბისკვიტი-კრემი- მოხალული ნიგოზი.

თუ ზემოდანაც გვინდა ბეზეებით გავაფორმოთ,ვამზადეთ იგივე წესით,დავსვათ ფირფიტაზე მოსართავი ფორმით და გამოვაცხოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტოლმა კომშით

ინგრედიენტები  :

1 ცალი კომბოსტო

1000 გრ.შერეული ფაში

100 გრ. მრგვალი ბრინჯი

2-3 კომში

1 დიდი ზომის ხახვი

2 -3 დიდი ზომის პამიდორი

3-4 კბილი ნიორი

1 ჩაი კოვზი ხმელი რეჰანი

1 ჩაის კოვზი ხმელი  ქონდარი

ქინძი

ოხრახურში

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ბრინჯი  ნახევრად  მოვხარშოთ მარილიან წყალში.

ხახვი წვრილად დავჭრათ.

ფარშს შევურიოთ ბრინჯი, დანაყილი ნიორის ნახევარი,სუნელები, დაჭრილი მწვანილის ნახევარი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი,10 წუთით მოვათავსოთ კომბოსტო.

კომბოსტოს ფოთლებს  მოვაცილოთ.მაგარი ნაწილები და ძარღვები ავათალოთ,ისე რომ ფოთოლი არ დავაზიანოთ.

თითოეულ ფოთოლში ჩავდოთ 1 სუფრის კოვზი ფარში და შევახვიოთ.

პამიდორს კანი მოვაცალოთ და გავხეხოთ ან დავაბლენდეროთ.დავუმატოთ დანაყილი ნიორის მეორე ნახევარი, დარჩენილი დაჭრილი მწვანილი ,წიწაკა  და მარილი გემოვნებით.ბოლოს დავუმატოთ 2 ჭიქა წყალი.

კომში დავჭრათ ნაჭრებად

კომბოსტოს მორჩენილი ფოთლები ჩავაფინოთ ქვაბის ძირში და ზემოდან დავალაგოთ ფენებად ტოლმები.

ფენებს შორის ჩავაყოლოთ დაჭრილი კომში

 ასევე მოგეწონებათ ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

დავასხათ პამიდვრისა  ნარევი . დავახუროთ  თეფში და ზემოდან დავდოთ სიმძიმე.

კერძი მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.

სუფრასთან მივიტანოთ ცხელი კერძი არაჟნით.

 

 

 

ჭარხლის სამარხვო სალათა

ინგრედიენტები :

1 კგ ჭარხალი

2 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

50 გრ.ნიგოზი სურვილისამებრ

 პრასი თვალზომით ან 1 პატარა კონა კამა

1  დიდი ბროწეული ( ნახევარი მარცვლები და ნახევარი წვენი )

ზეთი

პილპილი

მარილი

მომზადების წესები :

მოხარშული წარხალი კუბებად დავჭრათ,დავუმატოთ  ბროწეულის მარცვლები, დაჭრილი მწვანილი, ნიგოზი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ზეთი და ბროწეულის მარცვლები.

 

ჭარხლის სალათა

ინგრედიენტები :

300 გრ.ჭარხალი

1 მჟავე კიტრი

2 კვერცხი

~1 პატარა ვაშლი

50 გრ.ყველი

3 სუფრის კოვზი მაიონეზი

1 ჩ.კოვზი მდოგვი

90 გრ.ნიგოზი

1 პატარა კონა ოხრახურში და კამა

მარილი

პილპილი

მომზადების წესები :

მოხარშული ჭარხალი,მჟავე კიტრი,ვაშლი და მოხარშული კვერცხი დავჭრათ კუბებად,დავუმატოთ დაჭრლი მწვანილი,გახეხილი ყველი, მდოგვი,მაიონეზი, მარილი,პილპილი

 

 

 

 

შოკოლადის ტორტი მინანქრით

დესერტი სახელწოდებით  ” ობამა ” – ფაფუკი და არომატული შოკოლადის ბისკვიტები გაჟღენთილი  მინანქრით  ძალიან პოპულარულია დასავლეთ საქართველოში,კერძოდ კი სამეგრელოში. ნამცხვარი ძალიან მარტივი მოსამზადებელია  ნებისმიერი  ასაკის დიასახლისისათვის.

ინგრედიენტები  ერთი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

6 სუფრის კოვზი შაქარი

6 სუფრის  ფქვილი

5 სუფრის კოვზი კაკაო

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

2 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესები :

მოვამზადოთ მშრალი ინგრედიენტები :  ფქვილი და კაკო ერთად გავცრათ.

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე,შემდეგ შევურიოთ თაფლი სოდა ძმრით და ფქვილი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცოტა ცხიმი,გადავიტანოთ ცომი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

იგივე წესით და იმავე  რაოდენობის ინგრედიენტებით გამოვაცხოთ მეორე  შოკოლადის ბისკვიტი.

გაგრილებული ბისკვიტები გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტის ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ.ფენებს შუა მოვასხათ ცხელი მინანქარი.რომ კარგად გაიჟღინთოს. მინანქარი მოვიტოვოთ და უკვე გაგრილებული გადავასხათ ნამცხვარს ზემოდან. ტორტი გავაფორმოთ სურვილისამებრ.

შოკოლადის მინანქარი :

400გრ.მოხარშული შედედებული რძე

200 გრ.კარაქი

12  სუფრის კოვზი შაქარი

2 სუფრის კოვზი კაკაო

100 მლ.წყალი

1 სუფრის კოვზი ზეთი ( სიპრიალისთვის)

1 ფილა შოკოლადი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

კაკო გავხსნათ წყალში.

მოხარშული შედედებული რძე, კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს და 1-2 წუთი მოვადუღოთ, ჩავასხათ თხევადი კაკო,ზეთი  და ერთი წუთი  კიდევ ვადუღოთ.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და თუ სურვილი გვაქვს ,ოდნავ გაგრილებულში ჩავყაროთ შოკოლადის დატეხილი ფილა.

.

 

 

 

ფლავი ხორცით და კომშით

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

ნახევარი კილო კომში

1 სუფრის კოვზი შაქარი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

მომზადების წესები :

ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ.

ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ კომშის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი და  ცოტა ძირა ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი , ცოტა რომ მოიხარშება ,დავაწყოთ კომშის ნაჭრები ,დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!

 

მხლოვანი

 ინგრედიენტები :

500 კგ. ფქვილი

5 გრ . საფუარი

250 მლ.წყალი

30 მლ.ზეთი

მარილი

გულსართი ;

1000 გრ.ისპანახი

20 გრ.მწვანე ხახვი

20 გრ.ქინძი

100 მლ.ზეთი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ფქვილი და  საფუარი შევურიოთ ,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 –  20  წუთის შუალედით.

გულსართის მომზადების წესები :

კარგად გარეცხილი ისპანახის მხოლოდ ფოთლები დავჭრათ.

ტაფა გავახუროთ და ისპანახის ფოთლები ზეთში მოვშუშოთ.თავიდანვე დავუმატოთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი,ბოლოს კი მარილი და დაღერღილი წიწაკა.თუ მარხვაზე არ ვართ,მზა მასას  შევურიოთ გახეხილი ყველი.

ცომი დავყოთ  300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ ,შუაგულში მოვათავსოთ გულსართი , გვერდები მოვუკრათ და ხაჭაპურივით გავაბრტყელოთ .

გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრaდუსზე 7-10 წუთი.

 

 

ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა ტყემლით ან ალუჩით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ საქონლის ხორცი

300 გრ.ღორის ხორცი

120 გრ.ბრინჯი

5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

1 კონა ქინძი

რამოდენიმე ღერი ტარხუნა

რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა

5-6 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ვაზის ფოთოლი

მომზადების წესები :

შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი ან ბულიონი.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ალუჩა, ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა, ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე , ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.ტოლმას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

მაწვნის ან არაჟნის სოუსის მომზადება : 400 მლ.მაწონს შევურიოთ 3 კბილი ნიორი ( დაჭყლეტილი),მწიკვი დარიჩინი და 1 ჩ.კოვზი შაქარი.

ღვიძლის სალათა – თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

ქათმის ღვიძლი -500 გრ.

პამიდორი – 350 გრ.

წითელი ხახვი- 60 გრ

ნიორი 2 კბილი

ფქვილი –  2 სუფრის კოვზი

მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი- 2 სუფრის კოვზი

შავი დაფქული წიწაკა – 1/4 ჩაის კოვზი

ნიგოზი – 50 გრ

ნახევარი ბროწეული

ქინძი – 30 გრ

წითელი წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ღვიძლი გავრეცხოთ,  გავჭრათ 2 ნაწილად ,ხელსახოცით გავამშრალოთ, მოვაყაროთ ფქვილი  და შევწვათ  ცხელ ზეთში 3-3 წუთი ორივე მხრიდან.

ნიგოზი მსხვილად გავატაროთ .

ქინძი დავჭრათ .

პამიდორი დავჭრათ 8 – 10 ნაწილად.

ნიორი გავატაროთ

ხახვი დავჭრათ გრძლად.

თასში ჩავყაროთ დაჭრილი პამიდორი,მწვანილი, ხახვი,გატარებული ნიგოზი,ნიორი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი,მარილი და სუნელი მოვაყაროთ,ამოვურიოთ.

მიღებულ პამიდვრის სალათს დავაყაროთ  შემწვარი ღვიძლი,კიდევ ერთხელ ავურიოთ ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 წუთი.

მზა სალათს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები