შოკოლადის ტორტი მოხარშული კრემით თუ პეროგი ” ვულკანი “

შოკოლადის  დესერტი ” ვულკანი ” – ზოგი მას ტორტს უწოდებს,ზოგი კი პეროგს,  მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. იგი არის  ფაფუკი და ლამაზი, მკვეთრად გამოხატული შოკოლადის არომატით.

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

300 გრ.შაქარი

300 გრ.ფქვილი

200 გრ.შოკოლადის ფილა

60 გრ.კაკოს ფხვნილი

160 გრ.არაჟანი( 20 %)

140 გრ.კარაქი ( 82%)

160 მლ.მდუღარე წყალი

8 გრ.გამაფხვიარებელი

8 გრ. სოდა

ვანილის მოხარშული კრემი

6 კვერცხის გული

800 მლ.რძე

40 გრ.ფქვილი

40 გრ.სიმინდის სახამებელი

160 გრ.შაქარი

1 ვანილის ჩხირი

დეკორისათვის : 

200 გრ.შავი შოკოლადი

30 მლ.ზეთი

160 გრ.მოხალული ნიგოზი

მომზადების წესები :

ავიღოთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩავაფინოთ ქაღალდი და გვერდებზე მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ერთად ორთქლის აბაზანაზე.

ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, სოდა და გამაფხვიერებელი შევურიოთ.

კვერცხი ,არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ შოკოლადი კარაქთან ერთად და ბოლოს გაცრილი მშრალი ინგრედიენტები, მოვურიოთ.

ამის შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი და კიდევ მოვურიოთ.

მოვამზადოთ ვანილის მოხარშული კრემი.

ვანილის ჩხირიდან  “ხიზილალა ”  ამოვიღოთ და ჩავდოთ რძეში.

რძე გავაცხელოთ.

კვერცხი, შაქარი, ფქვილი და სახამებელი ერთმანეთში შევურიოთ, დავასხათ 1/3 ცხელი რძე, მოვურიოთ და  ისე შევურიოთ  დარჩენილ ცხელ რძეში.

მასას განუწყვეტლივ ვურიოთ კოვზით გასქელებამდე, 30-40 წამი ვადუღოთ და ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

ფორმაში გადავიტანოთ ცომი, ცენტრში მოვათავსოთ კრემი, ზედაპირი   გავასწოროთ,გამოვაცხოთ  დაახლოებით 35 წუთი, გააჩნია ღუმელს.

ზემოდან დეკორისათვის: შოკოლადი გავადნოთ,შევურიოთ ზეთი და  თუ სურვილი გვაქვს მოხალული ნიგოზი.

მე გირჩევთ,რომ ბოლო ეტაპი არ  გამოტოვოთ,რადგანაც  ამ ტორტს თუ პეროგს მოხალული ნიგოზი ძალიან უხდება.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვხარშოთ საქონლის ენა

ინგრედიენტები:

1 საქონლის ენა

1 კონა  პატარა ქინძი

1 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

საქონლის  ენა გავრეცხოთ, ვხარშოთ  2 -2,5 სთ.  განმავლობაში და შემდეგ გავაციოთ ცივ წყალში. რომ  ადვილად  მოვაშოროთ კანი. ხარშის დროს პერიოდულად მოვქაფოთ.

მოხარშული საქონლის ენა დავჭრათ.

ქინძი და ნიორი დავაბლენდეროთ , შევურიოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, წავუსვათ  საქონლის ენის ნაჭრებს ორივე მხრიდან.მივირთვად გემრიელად!

 

სადღესასწაულო სალათი ” პატარძალი “

ინგრედიენტები :

400 გრ.ქათმის ფილე

4 კვერცხი

4 კარტოფილი

2 მდნარი ყველი

2  ხახვი

მაიონეზი

გადაფორმებლად:

პომიდვრები,კვერცხები,ზეთის ხილი და მწვანე ხახვი

მომზადების წესები :

ყველი  გამოყენებამდე ერთი საათით ადრე შევდოთ მაცივარში და გავხეხოთ.

კვერცხი მოვხარშოთ .

კვერცხის გული და ცილა ცალცალკე გავხეხოთ .

კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

ქათმის ფილე დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,წიწაკა, დაფქული : კურკუმა,კარი და ორეგანო .

ფილეს  ორივე მხიდან  ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი,შევახვიოთ პერგამენტში .

ქაღალდში შეხვეული ფილე მშრალ ტაფაზე დავდოთ და საშუალო ცეცხლზე  შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან. ტაფას თავზე არ დავახუროთ.

ხახვი დავჭრათ  წვრილ კუბებად ,დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი,1 სუფრის კოვზი შაქარი,1 სუფრის კოვზი ძმარი და 10 წუთი გავაჩეროთ დასამარინადებლად.

სალათი  ფენაფენა ავაწყოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი,ქათმის ფილე,ხახვი,სიმინდის მარცვლები,კვეცხის გული და კვერცხის ცილა.ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი.

ტორტი “რაფაელო “ნუშის და ქოქოსის ბისკვიტით

ინგრედიენტები ნუშის  ბისკვიტისათვის :

125 გრ.ფქვილი

100 გრ.ნუშის ფქვილი

6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

( თუ კარგი გაზქურა გვაქვს,გამაფხვიერებელი არ უნდა)

ვანილი

მწიკვი მარილი

ბისკვიტის დასანამად :

100-150 გ. ქოქოსის რძე

მომზადების წესები :

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მოვამზადოთ ბეზე , მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ნიჩბით შევათქვიаოთ კვერცხის მასას.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,

ჩავასხათ ცომი და 40-45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ტორტი რაფაელოსათვის :

2 ფილა თეთრი შოკოლადი

400 მლ შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.ქოქოსის ფანტელები

ორთქლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ კარაქი და  დატეხილი შოკოლადის  ფილა.

მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ბისკვიტის ფენები დავნამოთ ქოქოსის რძით,ფენებს  წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.

ტორტს გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და ასევე გავაფორმოთ დატეხილი ნუშით, მარწყვით.

ინგრედიენტები ქოქოსის ბისკვიტისათვის.მეორე ვერსია

3 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

110 გრ.შაქარი

30 გრ.ქოქოსის ფანტელები

4 გრ.გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ფორმა

.ღუმელი გავახუროთ 165 გრადუსზე კონვეციით.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხიან მასას დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებლით, მოვურიოთ და შემდეგ შევურიოთ ქოქოსის ფანტელები.

გამოვაცხოთ 35-40 წუთი.ქოქოსის ბისკვიტი ფორმაშივე გავაგრილოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ქოქოსით:

250 მლ.ქოქოსის რძე

150 ქოქოსის შედედებული რძე

300 მლ.ქოქოსის ნაღები

7 გრ.ჟელატინი+ 35 მლ წყალი

მომზადების წესები :

პირველ რიგში  დავალბოთ ჟელატინი.

შევურიოთ ქოქოსის რძე და შედედებული რძე ერთმანეთში.

ნარევი შევათბოთ და შევურიოთ ჟელეტინი. მასას გადავაფაროთ პარკი კონტაქტში და შევდოთ მაცივარში.

ავთქვიფოთ ქოქოსის ნაღები  მსუბუქად. მასას  უნდა ჰქონდეს გამდნარი ნაყინის კონსისტენცია და  შევურიოთ რძიანი ნარევი.

ავაწყოთ ტორტი.

ფორმა შიგნიდან ავამაღლოთ აცეტატური პარკით. ფსკერზე დავდოთ პირველი ფენა, დავნამოთ ქოქოსის რძით, გადავუსვათ კრემი და ასევე კრემით ამოვავსოთ ფორმასა და ბისკვიტს შორის არსებული სივრცე.

ასეთივე წესით  პირველ ფენაზე  დავაწყოთ დანარჩენი ორ ფირფიტაც.

შევდოთ ტორტი 4-5 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ნუშის ფანტელებით და კანფეტი რაფაელოთი.

რემის მეორე ვერსია :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

1 ს.კოვზი სავსე შაქრის პუდრა

250 გრ.მასკარპონე

50 მლ.ქოქოსის რძე

33-35% ნაღები

50 გრ.ქოქოსის ფანტელები

ნაღები ავთქვიფოთ გასქელებამდე,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა .

ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე და  დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი,გაგრილებული შოკოლადი.

თუ ნარევი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ ქოქოსის რძით.

ათქვეფილი ნაღები ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები.

 

 

კომშის ცუკატი – არომატული მშრალი მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

1 კგ.შაქარი

500 მლ.წყალი

1 ლიმონი.

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ,გავთალოთ,1.5 სმ სისქის რგოლებად დავჭრათ .

ყოველ  კომშის რგოლს ამოვაჭრათ შუაგული და მოვაცილოთ კურკები.

კომშის ნაჭრები მოვათავსოთ ცივ წყალში,რომ არ გამუქდეს.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ ქერქები ,დავახუროთ თავსახური  და 20 წუთი ვადუღოთ.

ნახარში გავწუროთ. ქერქი გადავყაროთ .

ნახარშში ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და ვხარშოთ 10-15 წუთი.

კომშის ნაჭრები ამოვიღოთ  და გავაციოთ.თუ ფორმა არ მოგვწონს, კიდევ შეგვიძლია დავჭრათ  უფრო პატარა ზომის.ნაჭრებად.

ნახარშში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფში ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და ვხარშოთ ადუღებიდან 5-8 წუთი.და გადმოვდგათ ცეცხლიდან.ქვაბს თავზე დავახუროთ და 8- 9 საათი გავაჩეროთ.

ასე გავაიმეორებთ 4-5 ჯერ.

ლიმონი გავჭრათ შუაზე.

ბოლოჯერზე ჩავახარშოთ  ლიმონი. და შემდეგ  ამოვიღოთ წვენიდან.

მოხარშული ხილის ნაჭრები დავაწყოთ ცხაურზე და 2-3 საათი გავაჩეროთ,რომ დაიწრიტოს.

ამის შემდეგ ხილის ნაჭრები გავშალოთ სწორ ზედაპირზე და ისე გავაშროთ მზეზე ან 3-4 დღე სახლში მშრალ და ბნელ ადგილას.

ცუკატები შეგვიძლია ღუმელშიც გამოვაშროთ. თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავაწყოთ ცუკატები და 40 გრადუსზე გამოვაშროთ შეღებული კარით.

ცუკატები ამოვსვაროთ შაქრის პუდრაში ,გადავიტანოთ მინის ქილებში და შევინახოთ ზამთრისათვის.

რჩევა: არომატის გამძაფრების მიზნით ,შეგვიძლია.სიროფში ჩავახარშოთ 1 დარიჩინის ჯოხი და 1 ანისი, მოდუღების შემდგომ კი ამოვიღოთ.ასევე  კომშის ცუკატთან ერთად ძალიან კარგია ფორთოხლის ცუკატის მომზადება.

 

 

 

 

 

კომშის ტორტი

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

 

მომზადების წესები :

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას.გაგრძელება იხ. აქ http://livemaster.ge/795

ნაღების კრემი ;

700 გრ.ნაღები 33%-იანი

300 გრ.შაქრის პუდრა

10 გრ.ჟელატინი

ვანილი

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ და 15-20 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით.როგორც კი მოცულობაში გაიზრდება და გასქელდება ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა და თბილი გამდნარი ჟელატინი.ვთქვიფოთ სწრაფად,რომ ჟელატინის კოშტები არ წარმოიქნას.

ლიმონის სიროფი:

1 დიდი ზომის ლიმონი ( 4 სუფრის კოვზი წვენი)

3/4 ჭიქა წყალი

1 სუფრის კოვზი შაქარი

მოვამზადოთ ლიმონის სიროფი: თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და ჩავასხათ ლიმონის წვენი.

კომშის ჟელე

3 მსხვილი კომში

6 სუფრის კოვზი შაქარი

500 მლ.წყალი

12 გრ.ჟელატინი

მომზადების წესები :

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ.

კურკებს და ქერქს დავასხათ წყალი და ვხარშთ 10 წუთი.

კომში  დავჭრათ კუბებად.

სითხე გავატროთ საცერში,ქერქები და გულები გადავყაროთ.

ჟელატინი დავალბოთ.

ნახარშში ჩავყაროთ  კომშის ნაჭრები,ვადუღოთ 10 წუთი და შემდეგ ჩავდოთ აფუებული ჟელატინი..

20 დიამეტრის ფორმას ძირზე შემოვახვიოთ ფოლგა, ჩავასხათ კომშის ჟელე და 1 საათი შევდოთ საყინულეში.

ტორტის აწყობა:

ბისკვიტი გავჭრათ 2 ნაწილად და დავნამოთ ლიმონის სიროფით.

22 დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ბისკვიტის ერთი ნაწილი.

კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში  და ამოვავსოთ სიცარიელე ბისკვიტსა და ფორმას შორის.ასევე კრემი თანაბრად გადავანაწილოთ ბისკვიტზე ზემოდან  და მასზე  მოვათავსოთ  ჟელე.

ჟელეს წავუსვათ  კრემი. ასეთი სახით შევდოთ საყინულეში 1 საათი.

გამოვიტანოთ მაცივრიდან, კრემზე ზემოდან დავდოთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, ისევ ამოვავსოთ სიცარიელე ბისკვიტსა და ფორმას შორის,ფირფიტას  წავუსვათ  კრემი და შევდოთ მაცივარში.

ტორტი ზემოდან გავაფორმოთ შოკოლადის სარკისებრი მინანქრით ან ჩვენი გემოვნებით.

 

 

 

 

ტორტი “სპირალი”

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

150 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

170 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით. უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ფანქრით დავხაზოთ წრე და ქაღალდი გადმოვაბრუნოთ.

 

ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში გავუკეთოთ თავი და წრიული მოძრაობით შევავსოთ შაბლონი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ მოხარშულ ცომს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .

მოვამზადოთ არაჟნის კრემი :

450 გრ.არაჟანი (25%),
170 გრ.შაქარი
1 ს.კოვზი შაქრიანი ვანილი

ინგრედიენტები ავთქვიფოთ.შეგვიძლია დავუმატოთ ერთი შეკვრა  არაჟნის გამასქელებელი.

ავაწყოთ ტორტი:

ფირფიტებს წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე.ზემოდან და გვერდებზე  გავაფორმოთ ხილით ( მარწყვი,ბალი და ა.შ) ან ჩვენი გემოვნებით.

 

 

ხაჭოს ბლომანჟე ხილით

ინგრედიენტები :

350 გრ.ხაჭო

100 მლ.რძე

100 მლ.20% არაჟანი

100 გრ.შაქარი

15 გრ.ჟელატინი

ნების მიერი ხილის კონსერვი( ატამი,ანანასი და ასე შემდეგ)

მომზადების წესები :

ჟელატინს დავასხათ  50 მლ. თბილი რძე და დავალოდოთ აფუებას.

ხაჭო  დავაბლენდეროთ და შემდეგ შევურიოთ შაქარი და არაჟანი.მიღებული მასა  კიდევ დავაბლენდეროთ.

ქვაბში ჩავასხათ რძე,მივიყვანოთ ადუღებამდე და წვრილი ჭავლით დავასხათ ჟელატინს,მოვურიოთ.

ხილი დავჭრათ წვრილად.

ხაჭოს მასაში ჩავასხათ ჟელატინი,ჩავყაროთ ხილი და მოვურიოთ.

ბლომანჟე გადავიტანოთ ფორმებში და 3-4 საათი შევდოთ მაცივარში.

ეს დესერტი ძალიან გემრიელია!

ჩინური თუ ინდური ცივი ტორტი – ატმის ტრაიფლი

ინგრედიენტები :

6 კვერცხიანი ბისკვიტი

მოხარშული კრემი მუსლინი ან  ნებისმიერი კრემი თქვენი გემოვნებით

გახეხილი შოკოლადი  – ზემოდან მოსაყრელად

ატმის –  სიროფი  დასანამად

ნიგოზი – 100 გრამი ( სურვილისამებრ)

ატამი  – 8 ცალი

6 ს.კოვზი შაქარი

ვანილიანი შაქარი

1 ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ  კლასიკური ბისკვიტი და  დავაქუცმაცოთ.

ატამი გავრეცხოთ,გავთალოთ და კუბებად დავჭრათ.

მოვამზადოთ კრემი მუსლინი.

ნიგოზი მოვხალოთ და დავტეხოთ.

გავუკეთოთ ატამს კარამელიზაცია.

გახურებულ ღრმა ტაფაში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ ლიმონის წვენი.

შაქარი დაიწყებს დადნობას,როგორც კი ფერს შეიცვლის,დავაყაროთ ატამი .ხილი გამოუშვებს წვენს და შაქართან ერთად წარმოიქმნება სიროფი.ამ ეტაპზე ჩვენ დავუმატებთ შაქრიან ვანილს.

ატამი სიროფში არ უნდა მოვხარშოთ.როგორც კი ხილის ნაჭრები ოდნავ  დარბილდება, კარამელიზირებული გახდება ,ტაფა გადმოვდგათ და სიროფით ბისკვიტი დავნამოთ,ხილის ნაჭრები გამოვიყენოთ ტრაიფლის მოსამზადებლად.

თუ ბავშვებისთვის არ ვამზადებთ სიროფში შევურიოთ კონიაკი.

გამჭირვალე თასში ფენა -ფენა ჩავალაგოთ მომზადებული ინგრედიენტები შემდეგ თანმიმდევრობით:დაქუცმაცებული ბისკვიტი,კარამელიზირებული ატამი,კრემი.თუ სურვილი გვაქვს,ფენებს შორის მოვაყაროთ ნიგოზი,გახეხილი შოკოლადი.ზემოდან მოვრთოთ სურვილისამებრ.

ტრაიფლი 2-3 საათი შევდოთ მაცივარში.

მხლოვანი

 ინგრედიენტები :

500 კგ. ფქვილი

5 გრ . საფუარი

250 მლ.წყალი

30 მლ.ზეთი

მარილი

გულსართი ;

1000 გრ.ისპანახი

20 გრ.მწვანე ხახვი

20 გრ.ქინძი

100 მლ.ზეთი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ფქვილი და  საფუარი შევურიოთ ,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 –  20  წუთის შუალედით.

გულსართის მომზადების წესები :

კარგად გარეცხილი ისპანახის მხოლოდ ფოთლები დავჭრათ.

ტაფა გავახუროთ და ისპანახის ფოთლები ზეთში მოვშუშოთ.თავიდანვე დავუმატოთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი,ბოლოს კი მარილი და დაღერღილი წიწაკა.თუ მარხვაზე არ ვართ,მზა მასას  შევურიოთ გახეხილი ყველი.

ცომი დავყოთ  300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ ,შუაგულში მოვათავსოთ გულსართი , გვერდები მოვუკრათ და ხაჭაპურივით გავაბრტყელოთ .

გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრaდუსზე 7-10 წუთი.