შოკოლადის ტორტი მოხარშული კრემით თუ პეროგი ” ვულკანი “

შოკოლადის  დესერტი ” ვულკანი ” – ზოგი მას ტორტს უწოდებს,ზოგი კი პეროგს,  მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. იგი არის  ფაფუკი და ლამაზი, მკვეთრად გამოხატული შოკოლადის არომატით.

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

300 გრ.შაქარი

300 გრ.ფქვილი

200 გრ.შოკოლადის ფილა

60 გრ.კაკოს ფხვნილი

160 გრ.არაჟანი( 20 %)

140 გრ.კარაქი ( 82%)

160 მლ.მდუღარე წყალი

8 გრ.გამაფხვიარებელი

8 გრ. სოდა

ვანილის მოხარშული კრემი

6 კვერცხის გული

800 მლ.რძე

40 გრ.ფქვილი

40 გრ.სიმინდის სახამებელი

160 გრ.შაქარი

1 ვანილის ჩხირი

დეკორისათვის : 

200 გრ.შავი შოკოლადი

30 მლ.ზეთი

160 გრ.მოხალული ნიგოზი

მომზადების წესები :

ავიღოთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩავაფინოთ ქაღალდი და გვერდებზე მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ერთად ორთქლის აბაზანაზე.

ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, სოდა და გამაფხვიერებელი შევურიოთ.

კვერცხი ,არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ შოკოლადი კარაქთან ერთად და ბოლოს გაცრილი მშრალი ინგრედიენტები, მოვურიოთ.

ამის შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი და კიდევ მოვურიოთ.

მოვამზადოთ ვანილის მოხარშული კრემი.

ვანილის ჩხირიდან  “ხიზილალა ”  ამოვიღოთ და ჩავდოთ რძეში.

რძე გავაცხელოთ.

კვერცხი, შაქარი, ფქვილი და სახამებელი ერთმანეთში შევურიოთ, დავასხათ 1/3 ცხელი რძე, მოვურიოთ და  ისე შევურიოთ  დარჩენილ ცხელ რძეში.

მასას განუწყვეტლივ ვურიოთ კოვზით გასქელებამდე, 30-40 წამი ვადუღოთ და ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

ფორმაში გადავიტანოთ ცომი, ცენტრში მოვათავსოთ კრემი, ზედაპირი   გავასწოროთ,გამოვაცხოთ  დაახლოებით 35 წუთი, გააჩნია ღუმელს.

ზემოდან დეკორისათვის: შოკოლადი გავადნოთ,შევურიოთ ზეთი და  თუ სურვილი გვაქვს მოხალული ნიგოზი.

მე გირჩევთ,რომ ბოლო ეტაპი არ  გამოტოვოთ,რადგანაც  ამ ტორტს თუ პეროგს მოხალული ნიგოზი ძალიან უხდება.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვხარშოთ საქონლის ენა

ინგრედიენტები:

1 საქონლის ენა

1 კონა  პატარა ქინძი

1 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

საქონლის  ენა გავრეცხოთ, ვხარშოთ  2 -2,5 სთ.  განმავლობაში და შემდეგ გავაციოთ ცივ წყალში. რომ  ადვილად  მოვაშოროთ კანი. ხარშის დროს პერიოდულად მოვქაფოთ.

მოხარშული საქონლის ენა დავჭრათ.

ქინძი და ნიორი დავაბლენდეროთ , შევურიოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, წავუსვათ  საქონლის ენის ნაჭრებს ორივე მხრიდან.მივირთვად გემრიელად!

 

ღუმელში გამომცხვარი გოგრა – 2 განსხვავებული და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 გოგრა

100 გრ.ქლიავის ჩირი

70 გრ.ნიგოზი

50 გრ.გარგრის ჩირი

30 გრ.შაქარი

30 გრ.კარაქი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად და შიგთავსთან ერთად გამოვაცალოთ კურკები.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ნიგოზი,შაქარი,ჩირი და მიღებული მასით ამოვავსოთ გოგრა.ზემოდან მოვათავსოთ კარაქის კუბი.

გოგრა გამოვაცხოთ 45-50 წუთი 160 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარ გოგრას მოვაყაროთ დარიჩინი.

გამომცხვარი გოგრა ვაშლით

ინგრედიენტები :

1 გოგრა

0,5 კგ.ვაშლი

70 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში

30 გრ.შაქარი

30 გრ.კარაქი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

 

გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად და შიგთავსთან ერთად გამოვაცალოთ კურკები.

ტაფაზე კარაქი  გავადნოთ.

ვაშლი გავთალოთ,დავჭრათ კუბებად  და ოდნავ შევწვათ გამდნარ კარაქში.

გარეცხილ ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 15 წუთი და შემდეგ შევამშრალოთ ხელსახოცით.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ნიგოზი,შაქარი, შემწვარი ვაშლი  და მიღებული მასით ამოვავსოთ გოგრა.

გოგრა გამოვაცხოთ 45-50 წუთი 160 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარ გოგრას მოვაყაროთ დარიჩინი.

 

ორბელიანის კაკლუჭები და თეთრი, კნატუნა გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები ;

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.გაგრძელება წაიკითხეთ 

თავადი ორბელიანის კაკლუჭები

ინგრედიენტები :

500 გრ.ნიგოზი

200- 250 გრ.თაფლი

ვანილი

კარამელი. წაიკითხეთ რეცეპტი

ნიგოზი გავატაროთ,შევურიოთ თაფლი და ვანილი.

გავაკეთოთ 20 გრამიანი  ბურთები,გვერდებზე აქედან და იქედან მივაწეპოთ ნიგვზის ლებნები,დავაწყოთ ბადეზე  და გადავასხათ მოდუღებული კარამელი.

 

 

სადღესასწაულო სალათი ” პატარძალი “

ინგრედიენტები :

400 გრ.ქათმის ფილე

4 კვერცხი

4 კარტოფილი

2 მდნარი ყველი

2  ხახვი

მაიონეზი

გადაფორმებლად:

პომიდვრები,კვერცხები,ზეთის ხილი და მწვანე ხახვი

მომზადების წესები :

ყველი  გამოყენებამდე ერთი საათით ადრე შევდოთ მაცივარში და გავხეხოთ.

კვერცხი მოვხარშოთ .

კვერცხის გული და ცილა ცალცალკე გავხეხოთ .

კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

ქათმის ფილე დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,წიწაკა, დაფქული : კურკუმა,კარი და ორეგანო .

ფილეს  ორივე მხიდან  ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი,შევახვიოთ პერგამენტში .

ქაღალდში შეხვეული ფილე მშრალ ტაფაზე დავდოთ და საშუალო ცეცხლზე  შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან. ტაფას თავზე არ დავახუროთ.

ხახვი დავჭრათ  წვრილ კუბებად ,დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი,1 სუფრის კოვზი შაქარი,1 სუფრის კოვზი ძმარი და 10 წუთი გავაჩეროთ დასამარინადებლად.

სალათი  ფენაფენა ავაწყოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი,ქათმის ფილე,ხახვი,სიმინდის მარცვლები,კვეცხის გული და კვერცხის ცილა.ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი.

ტორტი “რაფაელო “ნუშის და ქოქოსის ბისკვიტით

ინგრედიენტები ნუშის  ბისკვიტისათვის :

125 გრ.ფქვილი

100 გრ.ნუშის ფქვილი

6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

( თუ კარგი გაზქურა გვაქვს,გამაფხვიერებელი არ უნდა)

ვანილი

მწიკვი მარილი

ბისკვიტის დასანამად :

100-150 გ. ქოქოსის რძე

მომზადების წესები :

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მოვამზადოთ ბეზე , მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ნიჩბით შევათქვიаოთ კვერცხის მასას.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,

ჩავასხათ ცომი და 40-45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ტორტი რაფაელოსათვის :

2 ფილა თეთრი შოკოლადი

400 მლ შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.ქოქოსის ფანტელები

ორთქლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ კარაქი და  დატეხილი შოკოლადის  ფილა.

მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ბისკვიტის ფენები დავნამოთ ქოქოსის რძით,ფენებს  წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.

ტორტს გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და ასევე გავაფორმოთ დატეხილი ნუშით, მარწყვით.

ინგრედიენტები ქოქოსის ბისკვიტისათვის.მეორე ვერსია

3 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

110 გრ.შაქარი

30 გრ.ქოქოსის ფანტელები

4 გრ.გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ფორმა

.ღუმელი გავახუროთ 165 გრადუსზე კონვეციით.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხიან მასას დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებლით, მოვურიოთ და შემდეგ შევურიოთ ქოქოსის ფანტელები.

გამოვაცხოთ 35-40 წუთი.ქოქოსის ბისკვიტი ფორმაშივე გავაგრილოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ქოქოსით:

250 მლ.ქოქოსის რძე

150 ქოქოსის შედედებული რძე

300 მლ.ქოქოსის ნაღები

7 გრ.ჟელატინი+ 35 მლ წყალი

მომზადების წესები :

პირველ რიგში  დავალბოთ ჟელატინი.

შევურიოთ ქოქოსის რძე და შედედებული რძე ერთმანეთში.

ნარევი შევათბოთ და შევურიოთ ჟელეტინი. მასას გადავაფაროთ პარკი კონტაქტში და შევდოთ მაცივარში.

ავთქვიფოთ ქოქოსის ნაღები  მსუბუქად. მასას  უნდა ჰქონდეს გამდნარი ნაყინის კონსისტენცია და  შევურიოთ რძიანი ნარევი.

ავაწყოთ ტორტი.

ფორმა შიგნიდან ავამაღლოთ აცეტატური პარკით. ფსკერზე დავდოთ პირველი ფენა, დავნამოთ ქოქოსის რძით, გადავუსვათ კრემი და ასევე კრემით ამოვავსოთ ფორმასა და ბისკვიტს შორის არსებული სივრცე.

ასეთივე წესით  პირველ ფენაზე  დავაწყოთ დანარჩენი ორ ფირფიტაც.

შევდოთ ტორტი 4-5 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ნუშის ფანტელებით და კანფეტი რაფაელოთი.

რემის მეორე ვერსია :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

1 ს.კოვზი სავსე შაქრის პუდრა

250 გრ.მასკარპონე

50 მლ.ქოქოსის რძე

33-35% ნაღები

50 გრ.ქოქოსის ფანტელები

ნაღები ავთქვიფოთ გასქელებამდე,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა .

ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე და  დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი,გაგრილებული შოკოლადი.

თუ ნარევი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ ქოქოსის რძით.

ათქვეფილი ნაღები ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები.

 

 

” ხარის წელი ” – საახალწლო სალათი

ინგრედიენტები :

400 გრ.ქათმის ფილე

4 კვერცხი

4 კარტოფილი

2 მდნარი ყველი

2  ხახვი

მაიონეზი

გადაფორმებლად:

პომიდვრები,კვერცხები,ზეთის ხილი და მწვანე ხახვი

მომზადების წესები :

ყველი  გამოყენებამდე ერთი საათით ადრე შევდოთ მაცივარში და გავხეხოთ.

კვერცხი მოვხარშოთ .

კვერცხის გული და ცილა ცალცალკე გავხეხოთ .

კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

ქათმის ფილე დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,წიწაკა, დაფქული : კურკუმა,კარი და ორეგანო .

ფილეს  ორივე მხიდან  ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი,შევახვიოთ პერგამენტში .

ქაღალდში შეხვეული ფილე მშრალ ტაფაზე დავდოთ და საშუალო ცეცხლზე  შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან. ტაფას თავზე არ დავახუროთ.

ხახვი დავჭრათ  წვრილ კუბებად ,დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი,1 სუფრის კოვზი შაქარი,1 სუფრის კოვზი ძმარი და 10 წუთი გავაჩეროთ დასამარინადებლად.

სალათი  ფენაფენა ავაწყოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი,ქათმის ფილე,ხახვი,სიმინდის მარცვლები,კვეცხის გული და კვერცხის ცილა.ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი.

გავაფორმოთ პომიდვრებით ან კვერცხებით.

 

 

 

 

 

 

 

 

ლეგენდარული ტორტი ” წითელი ხავერდი “

ინგრედიენტები :

100 გრ. კვერცხი

150 გრ. იოგურტი ან კეფირი

170 გრ. შაქარი

70 გრ. ნაღების კარაქი

3 გრ. გამაფხვიერებელი

3 გრ. სოდა

5გრ. კაკაო

წითელი საღებავი ( მარწყვი+ ჟოლო 2: 1)

მომზადების წესები :

კარაქი ცეცხლზე გავადნოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად  და ამ ეტაპზე ჩავყაროთ წყალში ხსნადი საღებავი.

ფქვილში შევურიოთ სოდა,გამაფხვიერებელი და კაკაო. მიაქციეთ ყურადღება, აუცილებლად შეიძინეთ 20 %  ალკალიზირებული კაკაო  ( აწერია შეფუთვაზე).ალკალიზირებული კაკაო ბისკვიტს აძლევს კარგ ფერს და  თერმული დამუშავებისას არ კარგავს არომატს,გემოს და ფერს.

წითლად შეღებელ  და გათქვეფილ შაქრიან კვერცხს შევურიოთ თბილი კარაქი და ოთaხის ტემპერატურის კეფირი.

ნაზავს შევათქვიფოთ ფქვილი   და გადავიტანოთ 18 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ   ფორმაში.

ფორმას დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი,დავადოთ ზემოდან პატარა ზომის თუნუქის ფირფიტა და სიმძიმე.ასე ვიქცევით იმიტომ,რომ ბისკვიტს ქონდეს სწორი ზედაპირი.

გამოვაცხოთ 165 ( 325 F)  გრადუსზე 40 წუთი.

მარწყვის გულსართი:

200 გრ.მარწყვის პიურე სახამებელი

20 გრ.ლიმონის წვენი და 1 ლიმონის ცედრა

50 გრ. შაქარი

12 გრ.სიმინდის სახამებელი

6 გრ.ჟელატინი

30 მლ.წყალი

მომზადების წესი :

მარწყვის პიურეში შევურიოთ შაქარი,ლიმონის ფრეში და სახამებელი ,მოვადუღოთ.

მოდუღებულ მასა დავუმატოთ წინასწარ დამბალი და აფუებული ჟელატინი.

გულსართი პიურე გავყოთ 2 ნაწილად

16სმ. დიამეტრის რკალს ( 2 ცალი) შემოვახვიოთ საკვები პარკი და ჩავასხათ გულსართი და შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათი.

კრემ –  ჩიზი:

150 გრ.მასკარპონე

250 გრ.კრემ ყველი

400 გრ. 30 % ნაღები

100 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

მომზდების წესები :

ძალიან ცივი კრემყველი  და მასკარპონე  საშუალო სიჩქარეზე ავთქვიფოთ  პუდრასთან ერთად.

შევათქვიფოთ ძალიან ცივი ნაღები.

კრემი ავთქვიფოთ მიქსერით ძალიან დაბალ სიჩქარეზე ცოტა ხნით,რომ მასა არ გათხელდეს.

ტორტის აწყობა :

ბისკვიტი გავყოთ 4 ნაწილად. ერთი ნაწილი დავაქუცმაცოთ და გამოვიყენოთ დეკორისათვის.

ბისკვიტს ფენებს შორის წავუსვათ კრემი და მათ შორის მოვათავსოთ მარწყვის პიურეს გულსართი . კრემი ასევე წავუსვათ ზემოდან და გვერდებზე, მოვაყაროთ ნამცეცები და გავაფორმოთ მარწყვით ან  ჩვენი გემოვნებით.

 

 

 

 

 

 

შვეიცარული მერენგა – საახალწლო ნაძვის ხე,თოვლის ბაბუა

ინგრედიენტები :

180 გრ.კვერცხის ცილა

180 გრ.შაქარი

180 გრ.შაქრის პუდრა

ქოქოსის ფანტელები

კულინარიული საღებავი

მომზადების წესები :

თასში კვერცხის ცილას შევურიოთ შაქარი და პუდრა.

ორთქლის აბაზანაზე შემოვდოთ თასი, ისე რომ ფსკერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს წყალს და ვურიოთ მანამდე ,სანამდე შაქარი არ გადნება.ხელით მოვსინჯოთ.თუ შაქრის კრისტალები ვერ ვიგრძენით ,მაშინ მზად არის

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

მომზადებული შვეიცარული მერენგა გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ქაღალდდაფენილ თუნუქის ფირფიტაზე დავსვათ ნაძვის  ხეები,თოვლის ბაბუები.

შესაძლებელია ,რომ ბეზე შევღებოთ ნებისმიერი ფერით.

თოვლის ბაბუები მოვხატოთ კულინარიული საღებავებით

 

მერენგას  ნაძვის ხეს  მოვაყაროთ  სხვადასხვა ფერის ქოქოსის ფანტელები და 90 გრადუსზე  გამოვაშროთ1,5-2 საათი.

კომში ხორცით და ბრინჯით – უზბეკური სამზარეულო

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი

ცხვარი – 600 გრ  ან ქათმის და საქონლის ხორცი, 2;1 პროპორციით

ხახვი – 1 თავი 

დუმა  ან ცხიმი  – 100 გ

მრგვალი ბრინჯი – 1/2 ჭიქა

წყალი 

ძირა – 5 გ

ქინძი – 5 გ

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა და მოვაჭრათ  ქუდი.

2. ცხვრის ხორცი გავატაროთ.ხახვი კი კუბებად დავჭრათ.

3.დავჭრათ ცხვრის დუმა.

4.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ბრინჯი,წვრილად დაჭრილი დუმის ნახევარი  ან ცხიმი,სანელებლები,მარილი,წიწაკა.

5.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსახური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

7.მივირთვათ არაჟანთან ერთად .