სადღესასწაულო ტორტი ” სენატორი ” თუ ” იმპერატორი ” -ქართული სამზარეულო

დღეს მოგართვით მისი აღმატებულება იმპერატორის რეცეპტი.ზოგიერთი ამ დესერტს სენატორს უწოდებს.საბჭოთა ქართველი ქალი დედის  რეცეპტების რვეულში ამ ტორტის რეცეპტსაც შევხვდებით,რაც ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და ბავშვობაში გვაბრუნებს.

ინგრედიენტები ერთი ბისკვიტისათვის :

10კვერცხი

10 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა საფანელი

1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

ვანილი

მარილი

მომზადების წესები :

შევურიოთ საფანელი, ფქვილი, გატარებული ნიგოზი, ვანილი და ნარილი .მიღებული მასა გავცრათ.

კვერცხის ცილისა და შაქრისაგან ამოვიყვანოთ ბეზე მიქსერით,შემდეგ  შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

გოგლი -მოგლს ნიჩბის გამოყენებით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და სოდა ძმრით.

ფორმაში ჩავაფინოთ ქარალდი,ჩავასხათ ცომი და 179 გრადუსზე გამოვაცხოთ.

ბისკვიტი გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში.

ასეთივე წესებით ვაცხობთ მეორე ბისკვიტს.

კრემი :

12 კვერცხის გული

4 სუფრის კოვზი ყავა

12 კოვზი შაქარი

2 ქილა შესქელებული რძე

800 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,შესქელებული რძე,ყავა,შაქარი შევურიოთ ერთმანეთს.ეს ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე,ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი ცოტა ბუშტუკები წამოვა იქვე გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით ავთქვიფოთ და ულუფობით შევათქვიფოთ მიღებულლი თხევადი მასა.

ბეზე:

12 კვერცხის ცილა

3 ჭიქა შაქარი

მარილი

3 დანის წვერი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ბეზე და 3-5  წუთი შემოვდგათ ორთქლის  აბაზანაზე.გნუწყვეტლივ ვთქვიფოთ .ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი .ამით მივხვდებით რომ ბეზეორტქლზე დამუშავდა და  გადმოვდგათ.

თუნუქის ფირფიტას მოვუსვათ ცხიმი,დავაცრათ ფქვილი და ცივ ფირფიტაზე დავასხათ ბეზე.პირველი 10 წუთი გამოვაცხოთ 120-130 გრადუსზე და შემდეგ 90 გრადუსზე 3-4 საათი გამოვაშროთ.

მოხალული ნიგოზი დავჭრათ.

შემდეგ ფორმას დანა ირგვლივ შემოვატაროთ და გადმოდის ძალიან ადვილად.

ავაწყოთ ტორტი :ბისკვიტი- კრემი-ბეზე- ბისკვიტი-კრემი- მოხალული ნიგოზი.

თუ ზემოდანაც გვინდა ბეზეებით გავაფორმოთ,ვამზადეთ იგივე წესით,დავსვათ ფირფიტაზე მოსართავი ფორმით და გამოვაცხოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტალიური დესერტი პანაკოტა

ინგრედიენტები :

500 მლ 35% ნაღები

1 ვანილის ჩხირი ან შაქრიანი ვანილი

130 მლ.რძე

50 გრ.შაქარი

10 გრ.ჟელატინი

50 მლ.წყალი

ხილის სოუსი :

250 გრ.ხილი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა წყალი

ვანილი

ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები ,დავუმატოთ რძე, შაქარი , ვანილი და გავაცხელოთ.

ნარევი არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცხელ ნაღებში ჩავდოთ აფუებული ჟელატინი.

პანაკოტა ჩავასხათ მინის ჭიქაში, გადავაფაროთ პლასტიკი და 1 საათი შევდოთ მაცივარში.

ხილის სოუსი:

1 ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.სიროფი ვადუღოთ 10 წუთი.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ ხილი,დავახუროთ თავსახური და გავაციოთ.

პანაკოტას ჭიქიდან ამოსაღებად,ჭიქა 1-2 წუთი მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე,დავაფაროთ

თეფში და გადმოვაბრუნოთ.პანაკოტა გავაფორმოთ პიტნითა და ალუბლის ან კენკროვანის სოუსით.

მხლოვანი

 ინგრედიენტები :

500 კგ. ფქვილი

5 გრ . საფუარი

250 მლ.წყალი

30 მლ.ზეთი

მარილი

გულსართი ;

1000 გრ.ისპანახი

20 გრ.მწვანე ხახვი

20 გრ.ქინძი

100 მლ.ზეთი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ფქვილი და  საფუარი შევურიოთ ,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 –  20  წუთის შუალედით.

გულსართის მომზადების წესები :

კარგად გარეცხილი ისპანახის მხოლოდ ფოთლები დავჭრათ.

ტაფა გავახუროთ და ისპანახის ფოთლები ზეთში მოვშუშოთ.თავიდანვე დავუმატოთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი,ბოლოს კი მარილი და დაღერღილი წიწაკა.თუ მარხვაზე არ ვართ,მზა მასას  შევურიოთ გახეხილი ყველი.

ცომი დავყოთ  300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ ,შუაგულში მოვათავსოთ გულსართი , გვერდები მოვუკრათ და ხაჭაპურივით გავაბრტყელოთ .

გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრaდუსზე 7-10 წუთი.

 

 

ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

გებჟალია-მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე

500 გრ.სულგუნი

100 გრ.არაჟანი

200 გრ.ნადუღი

1 პატარა კონა პიტნა

ბროწეულის მარცვლები

მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

პიტნის შიგთავსის მომზადება;

ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად;

რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .

სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.

მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვანი მასა.

სულგუნის ცომი სველ  ხის დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ  და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .

სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით  და გავაციოთ.

რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ  სოუსში.

სოუსის მომზადება:

ნადუღი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ არაჟანი,თვალზომით პიტნის გულსართი(დაახლოებით 2 ჩ.კოვზი),მარილი,ყველის ნახარში.

ნარევი აუცილებლად დავაბლენდეროთ(ნადუღის კოშტები არ იგრძნობოდეს).

სოუსი დავასხათ გებჟალიას ნაჭრებს და მოვრთოთ პიტნით,ბროწეულის მარცვლებით

 

 

 

“ქუქისი”-ამერიკული ორცხობილა ხრაშუნა კანით და ნოტიო გულით

 გთვაზობთ ამერიკული ორცხობილის ზუსტ რეცეპტს. მომზადების წესი ძალიან მარტივია   და ამიტომაც ბავშვებსაც კი შეუძლიათ მისი გამოცხობა. 

ინგრედიენტები :

120 გრ. კარაქი

50 გრ. კვერცხი

160 გრ. ფქვილი

50 გრ. თეთრი შაქარი

50 გრ. ყავისფერი შაქარი

6 გრ. გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

100 გრ. შავი ან რძიანი შოკოლადი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და გამაფხვიერებელი.

შოკოლადი დავჭრათ წვრილ კუბებად და გავყოთ 2 ნაწილად.

ოთახის ტემპერატურაზზე დარბილებულ კარაქს შევურიოთ შაქარი და კვერცხი.ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ.

გათქვეფილ მასას  ნიჩბით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კუბებად დაჭრილი შოკოლადის ნახევარი. მთლიანად არ ჩავყაროთ იმიტომ, რომ  ცომი ცხობისას სკდება და იღებს ცუდ ფორმას.

საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, ავიღოთ ერთი სუფრის კოვზის ოდენობის ცომი, მოვამრგვალოთ, დავაწყოთ ფირფიტაზე ერთმანეთისაგან დაშორებით,ცხობისას ძალიან იზრდება და თითოეულს ზემოდან ჩავარჭოთ დაახლოებით 3 ცალი შოკოლადის კუბი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

ეს ორცხობილა ძალიან გემრიელია!

მარწყვის საზაფხულო წვნიანი სალათა

ინგრედიენტები :

400 გრ. მარწყვი

90 გრ. შაქარი

4 გრ. ბალზამიკოს  ძმრის კრემი

ნაღები

2 გრ. პიტნა

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი.

300 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და შევურიოთ სიროფი ( ცოტა მოვიტოვოთ).

100 გრ.მარწყვი  შუაზე გავჭრათ,მოვასხათ მოტოვებული სიროფი,ბალზამიკოს კრემი და დაჭრილი პიტნა,გავჩეროთ ცოტა ხანს დასამწნილებლად.

ღრმა თეფში ჩავასხათ  ტკბილი მარწყვის პიურე, ჩავყაროთ მარწყვი,ჩავდოთ ერთი სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები ( ან არაჟანი) და გავაფორმოთ პიტნით.

 

 

 

როგორ მოვამზადოთ ქათმის სოსისი ყველით სახლში

    დავამზადოთ  გემრიელი  სოსისები სახლში! … დიახ, სოსისი უნივერსალური პროდუქტია და ის ძალიან  როგორ უყვართ ბავშვებს! სამწუხაროდ, მაღაზიებში არ არის ისეთი მაღალი ხარისხის, რომ ის  ბავშვებს ვაჭამოთ და ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, ჯანსაღი საკვები თავად მოვუმზადოთ   ჩვენს შვილებს.

ინგრედიენტები :

500 გრ.ქათმის ფილე

2 კვერცხი ან 3 კვერცხის ცილა

80 მლ ნაღები 20% ან არაჟანი

მარილი

50-70 გრ.მაგარი ყველი

კამა ( სურვილისამებრ )

ვარდისფერი ფერის მისაღებად –  2 ჩაის კოვზი ჭარხლის წვენი  (სურვილისამებრ). 

თეთრი წიწაკა ( სურვილისამებრ)

მომზადების წესები :

ხორცი  გავატაროთ

ყველი გავხეხოთ.მწვანილი დავჭრათ.

ხორცის ფარში , არაჟანი, კვერცხი, მარილი, წიწაკა, კამა შევურიოთ.

მასა დავაბლენდეროთ და შემდეგ დავუმატოთ გახეხილი ყველი.

სოსისის შეზავებული  ფარში გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში ,რომელსაც მიმაგრებული ექნება 16 მმ დიამეტრის თავი.

საკონდიტრო ტომრის გამოყენებით ფარში დავდოთ საკვების შესაფუთ პარკზე და შევახვიოთ სოსისივით.

სოსისები მოვხარშოთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გადავიტანოთ ცივ წყალში და მოვაშოროთ საკვები პარკი.

შევწვათ გახურებულ  ზეთიან ტაფაზე.

მიირთვით გემრიელად !

 

 

 

იმერული ხაჭაპური

ინგრედიენტები :

1,5 კგ.ფქვილი

500 მლ. თბილი წყალი

20 გრ.საფუარი

2 გრ.მარილი

2 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

შიგთავსი:

1 კგ ჭყინტი ყველი

2 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

თასში  ფქვილი,საფუარი,მარილი ჩავყაროთ.მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შევურიოთ,თბილი წყალი დავასხათ და თხელი ცომი მოვზილოთ. ცომი დავასვენოთ ნახ. საათი.

ყველი ხელით დავჭყლიტოთ და შევურიოთ 2 კვერცხის ცილა.

ცომისაგან სასურველი ზომის  გუნდები მოვამზადოთ  და თითოეული გავაბრტყელოთ.

გაბრტყელებული ცომის შუაგულში ჩავდოთ ბლომად შიგთავსი,მოვუკრათ პირი,ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტაფილოს ტორტი – სამარხვო ბისკვიტი

ინგრედიენტები სამარხვო ბისკვიტისათვის :

130 გრ.ფქვილი

140 გრ.ყავისფერი შაქარი ,შესაძლებელია თეთრიც

60 მლ.ფორთოხლის ფრეში ( ახალგამოწურული წვენი )

1 ფორთოხლის ცედრა.

60 მლ.რაფინირებული ზეთი

150 გრ.მოხალული ნიგოზი

250 გრ.მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო

2 გრ.დარიჩინი

1/3 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 170 გრადუსზე.

შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები :ფქვილი, მარილი, შაქარი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი.

მშრალ ინგრედიენტებს დავუმატოთ ზეთი,ფორთოხლის წვენი,ფორთოხლის ცედრა.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და მასში გადავიტანოთ ცომი.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50 წუთი.

ბისკვიტი გავაციოთ, შემოვახვიოთ  პლასტიკი და 12 საათი გავაჩეროთ.

ფორთოხლის მარმელადი:

100 გრ.ფორთოხლის  კანგაცლილი რბილობი

50 მლ.ფორთოხლის ფრეში

4 გრ.პექტინი

ნახევარი ფორთოხლის ცედრა

40 გრ.შაქარი

1/5 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

პექტინი და შაქარი შევურიოთ.

ფორთოხლის ცედრა, რბილობი და ფრეში შევურიოთ, შევათბოთ 40 გრადუსამდე, შემდეგ დავუმატოთ შაქარი პექტინთან ერთად, მივიყვანოთ ადუღებამდე ,ვადუღოთ  ცეცხლზე  მხოლოდ 1 წუთი და გადმოვდგათ.

გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

სამარხვო კრემი :

500 მლ.წყალი

3 სუფრის კოვზი ფქვილი

150 გრ.შაქარი

ვანილი

100 გრ.მცენარეული კარაქი

150 გრამი სამარხვო ნაღების ფხვნილი გახსნილი 150 მლ წყალში

მომზადების წესები :

შაქარი, ვანილი და ფქვილი შევურიოთ,დავასხათ წყალი და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გავაგრილოთ.

ცივ ფაფას შევათქვიფოთ კარაქი.

სამარხვო ნაღების ფხვნილი შევურიოთ ცივ წყალს, ავთქვიფოთ და შემდეგ შევათქვიფოთ  კარაქიანი ფაფა.

სტაფილოს ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად, ფენებს შორის წავუასვათ ფორთოხლის მარმელადი ან კრემი გავაფორმოთ ფორთოხლის ჩიფსებით ან სურვილისამებრ.