არაჟნის კრემი ტორტებისათვის

ინგრედიენტები :

კრემი:

500 გრ.სქელი არაჟანი

200 გრ.შაქრის პუდრა

ვანილი

საცერში ჩავაფინოთ 4 ფენად მარლა,მოვათავსოთ არაჟანია,საცერი ჩავდოთ თასში და შევდოთ მაცივარში მთელი ღამე.

ან  არაჟანი მოვათავსოთ  4 ფენა მარლაში, ჩავკიდოთ თასში,ქვემოთ მეორე   თასი შევუდგათ და დაკიდებული  შევდოთ მაცივარში მთელი ღამე.

არაჟანი გადავიტანოთ ჭურჭელში  და შევათქვიფოთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე  შაქრის პუდრა,ვანილი.

შაქრის პუდრა არაჟანში  ჩავყაროთ კოვზობით და ვთქვიფოთ 3 წუთი.

არაჟანის კრემის მომზადება კვერცხის ცილით.

არაჟანი (20%) – 500 მლ

კვერცხის ცილა – ½ ცალი

შაქარი – 200 გრ

არაჟანი ჩავასხათ ოთხფენა მარლაში, რომელიც მოთავსებულია საწურში.მარლის კუთხეები შევკრათ,დავახუროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე და ასე შევდოთ 1,5-2 საათი მაცივარში.

კვერცხის ცილის ნახევარი ავთქვიფოთ და  შაქართან ერთად მიქსერით არაჟანს შევათქვიფოთ.

მეორე ვერსია:

150 გრ.არაჟანი

150 გრ.ნაღების კარაქი

150 მლ.რძე

3/4 ჭიქა შაქრის პუდრა

არაჟანი,კარაქი,რძე და შაქრის პუდრა ერთმანეღში ავთქვიფოთ.

თუ გვინდა კრემი თხელი გამოგვივიდეს,მაშინ შაქრის პუდრის ნაცვლად შევათქვიფოთ შედედებული რძე.

მესამე ვერსია:

500 გრ.არაჟანი

250 გრ.ყველი მასკარპონე

210 გრ.შაქრის პუდრა

 

არაჟანში ავთქვიფოთ შაქრის პუდრა.

ცალკე  ავთქვიფოთ მასკარპონე .

ორივე მასა ერთმანეთში შევურიოთ მიქსერით.

 

 

მასტერ კლასი.მუშაობა კარამელზე

ინგრედიენტები :

150 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი წყალი

ლიმონმჟავა დანის წვერით

 

მომზადების წესები :

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, ცენტრში დავასხათ ძმარი.

ქვაბი შემოვდგათ მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე.

შაქარს კოვზით მოვურიოთ.როგორც კი შაქარი გადნება,მორევა შევაჩეროთ.

შაქრის სიროფი უნდა გახდეს ქარვის ფერი.

ქვაბის  გვერდებზე გაჩნდება  შაქრის კრისტალები,რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს სიროფში.

კრისტალები ფრთხილად მოვაშოროთ წყალში დასველებული ფუნჯით.

 

თუ კულინარიული თერმომეტრი არ გვაქვს,1ჩ.კოვზი  სიროფი ჩავასხათ  ცივ წყალში. თუ მივიღეთ რბილი ბურთულა,მაშინ ( ტემპერატურა არის 118 გრადუსი) სიროფი მზადაა.

თუ მივიღეთ მკვრივი ბურთულა (ტემპერატურაა 155 გრადუსი),მაშინ კარამელი იქნება კნატუნა.

მუქი ფერის( ტემპერატურა 170 გრადუსი)კარამელს მწარე გემო დაკრავს.

კარამელის მომზადებას სულ ჭირდება 5 წუთი.როგორც კი მოდუღდება,ქვაბი ჩავდოთ  ცივ წყალში.

კარამელში ნიგოზი,თხილი,ხილის ნაჭრები ამოვსვაროთ სანამ ცხელია.

ვაშლი დავჭრათ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.თხილს,ვაშლის  ნაჭრებს ჩავასოთ ჯოხი,ამოვსვაროთ კარამელში და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე.

ნიგვზის ლებნები და თხილი ჩანგლის მეშვეობით ამოვავლოთ კარამელში.

 

ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ კარამელის ძაფები და სხვა ფიგურები.ქაღალდს წავუსვათ ზეთი და კოვზის გამოყენებით ქაოსურად მოვაწუწოთ კარამელი.

მოვამზადოთ კარამელის სპირალი.

კარამელის ბურთი

კარამელის მომზადების მე-2 ვერსია .

150 გრ.შაქარი

75 მლ.ძმარი ან ლიმონის წვენი

მომზადების წესები იგივეა.

 

ესპანური ჩუროსი შოკოლადის ცხარე სოუსით

ინგრედიენტები :

1 ჭიქა წყალი

1 ჭიქა ფქვილი

მწიკვი მარილი

2-3 კვერცხი

150 გრ.კარაქი

1/2 ჩ.კოვზი დარიჩინი

4 ს.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა

4 ჭიქა ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში წყალი,მარილი,შაქარი,კარაქი ერთმანეთში შეურიოთ,ავადუღოთ.

ცხელ სიროფში ჩაყაროთ დარიჩინი, ფქვილი,ხის კოვზით მოვურიოთ.ცომი,როგორც კი  ერთ გუნდად შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან,გავაგრილოთ და მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხი.მივიღებთ ძალიან მკვრივ,მოხარშულ ცომს.

ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში ვარსკვლავისებური თავით.

ღრმა ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, საკონდიტრო ტომრიდან პირდაპირ ჩავდოთ ცომის ულუფები.

ულუფები მოვჭრათ დანით.ჩუროსი შევწვათ ყველა მხრიდან.დესერტი გადავიტანოთ

ქაღალდის ხელსახოცზე,რომ ზედმეტი ცხიმი დაიწრიტოს.

მოვაყროთ შაქრის პუდარა.

 

სოუსი:

1 ფილა შავი შოკოლადი

1/2 ჭიქა რძე

1/4 დარიჩინი

1/4 წითელი დაფქული წიწაკა.

 

შოკოლადი დავტაროთ,დავაყაროთ სანელებლები,დავასხათ ადუღებული რძე და კარგად მოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი შოკოლადის ცხარე სოუსი.

თუ ცომში დარიჩინს გამოვიყენებთ,მაშინ სოუსში ეს სუნელი არ დავამატოთ.

ვარიაცია:

ჩუროსის მომზადების წესი იგივეა.ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი და ჩუროსი გამოვაცხოთ ისე,როგორც ეკლერები.ცხელი ჩუროსი ამოვსვაროთ შაქარში.

 

 

ხორციანი თხელი ბლინები ქართულად

ინგრდიენტები:

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

შიგთავსი:

6 ცალი კვერცხი

800 გრ ძროხის რბილი ხორცი

500 გრ ხახვი

2 კონა ოხრახურში

2 კონა კამა

4 კბილი ნიორი

6-8  კოვზი მცენარეული ზეთი

ხორცის ბულიონი (ნახარში) 250-300 მლ.

მშრალი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი.

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ერთი მხრიდან.

ბლინების რეცეპტები.

შიგთავსის მომზადება:

კვერცხი მოვხარშოთ,გავფცქვნათ,დავჭრათ წვრილ კუბებად.

ხორცი მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპში.

მწვანილები წვრილად დავჭრათ.

ნიორი დავნაყოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი შევწვათ ტაფაზე ზეთში.

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა გემოვნებით.

შიგთავსი ბლინების შემწვარ ზედაპირზე მოვათავსოთ , შევახვიოთ და შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე.

რჩევა: ზოგიერთი დიასახლისი შიგთავს უმატებს მოხარშულ ბრინჯს.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ, გაუზიაროთ მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვამზადოთ თხელი ბლინები საფუარით

ინგრედიენტები :

850-900 ლიტრა რძე

500  გრ.ფქვილი

10 გრ.საფუარი

2 კვერცხი

1 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი ზეთი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ოპარა;250 მლ.რძეში ფავხსნათ 3 ს.კოვზი ფქვილი,1 ს.კოვზი შაქარი,გადავაფაროთ თავზე და დავდოთ თბილ ადგილას 20 წუთი ასაფუებლად.

კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად ავთქვიფოთ,დავასხათ დარჩენილი რძე,შევურიოთ ოპარა და დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი.ავთქვიფოთ ისე,რომ თხელ ცომში კოშტები არ დაგვრჩეს.

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

 

სამარხვო ბლინები მინერალურ წყალზე

ინგრედიენტები:

2 ჭიქა მინერალური წყალი

1,5 ჭიქა ფქვილი

3 ს.კოვზი შაქარი

5 ს.კოვზი ზეთი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

გულსართი:

სოკო 700 გრ

ხახვი 2 თავი

მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები :

სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ გახურებულ ტაფაზე ზეთში.

ცალკე წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში .

ხახვი და სოკო შევურიოთ ერთმანეთს.,მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა.

ფქვილში  შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ მინერალური წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით.

დავუმატოთ 5 ს.კოვზი ზეთი,კვლავ ავთქვიფოთ.უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

ბლინები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.ბლინებში შევახვიოთ სოკოს გულსართი

 

ნივრიანი ”პამპუშკები” – გემრიელი ფუნთუშა-პურუკები წვნიანისათვის

ინგრედიენტები :

1 ჭიქა მინერალური წყალი

400- 450 გრ.ფქვილი

25 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

2 ს.კოვზი ზეთი

9 გრ.საფუარი

 

ზემოდან წასასმელად ;

3 კბილი ნიორი

1/2 მარილი ან გემოვნებით

მწვანილი სურვილისამებრ

50 გრ.გაგრილებული გადადუღებული წყალი

2 ს.კოვზი ზეთი

 

მომზადების წესები :

უკრაინაში ნივრიან პამპუშკებს მიირთმევენ ბორშთან ერთად.

თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ლიმონის წვენი,ზეთი,ფქვილის ნახევარი .

დავიწყოთ ცომის მოზელვა და შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი,მარილი.მოვზილოთ რბილი ცომი,რომელიც მსუბუქად ეწეპება ხელს.

ცომს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად..

გაორმაგებული ცომი დავყოთ გუნდებად,დავალაგოთ  ახლოახლოს ღუმელის ტაფაზე (დაფენილია საცხობი ქარალდი),გადავაფაროთ ტილო და კიდევ გავაჩეროთ ამოფუებამდე.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

ცხელ ფუნთუშებს  გადავასხათ ნივრიანი წვენი.

ნივრიანი წვენის მომზადება :

გადადუღებულ წყალში  გავცხსნათ გატარებული ნიორი,მარილი,ზეთი და წვრილად დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.

ბოსტნეულის სამარხვო სალათი”შუბა”

ინგრედიენტები :

3 მოხარშული კარტოფილი

3 მოხარშული სტაფილო

2 მოხარშული ჭარხალი

1 ვაშლი

მწვანე ხახვი,კამა.

250-300 გრ. სამარხვო მაიონეზი

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი,ვაშლი ,სტაფილო,ჭარხალი ცალ-ცალკე გავხეხოთ.

თეფშზე ფენა ფენა დავალაგოთ კატროფილი,მწვანე ხახვი,კამა ,ვაშლი ,სტაფილო,ჭარხალი.

ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

სალათი “შუბა”

ინგრედიენტები :

1 ქაშაყი

3 მოხარშული კარტოფილი

3 მოხარშული კვერცხი

3 მოხარშული სტაფილო

1 მწვანე ვაშლი

2 მოხარშული ჭარხალი

ნახ თავი წვრილად დაჭრილი დამარინადებული  ხახვი

250-300 გრ.მაიონეზი

მომზადების წესები :

თევზი გავასუფთაოთ ფხებისგან და დავჭრათ.

კარტოფილი,კვერცხი,სტაფილო, ვაშლი ჭარხალი ცალ-ცალკე გავხეხოთ.

თეფშზე ფენა ფენა დავალაგოთ კატროფილი, ხახვი,თევზი,სტაფილო, ვაშლი ჭარხალი,კვერცხი.

ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

ხახვის  მარინადის მომზადება :

100 მლ .წყალი ავადუღოთ,გავხსნათ შიგნით ნახ,ჩაის კოვზი მარილი,2 ჩ.კოვზი შაქარი და ჩავასხათ 2 ს.კოვზი ძმარი.ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და გავაჩეროთ 3-4 წუთი.

ბოსტნეულის სალათი”შუბა”( სამარხვო)

3 მოხარშული კარტოფილი

3 მოხარშული სტაფილო

2 მოხარშული ჭარხალი

1 ვაშლი

მწვანე ხახვი,კამა.

250-300 გრ. სამარხვო მაიონეზი

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

კარტოფილი,ვაშლი ,სტაფილო,ჭარხალი ცალ-ცალკე გავხეხოთ.

თეფშზე ფენა ფენა დავალაგოთ კატროფილი,მწვანე ხახვი,კამა ,ვაშლი ,სტაფილო,ჭარხალი.

ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით

უკრაინული წითელი ბორში და ნივრიანი ” პამპუშკები “

ინგრედიენტები :

300 გრ. ძვლიანი ძროხის ხორცი

300 გრ. ძვლიანი  ღორის ხორცი

4 ცალი კარტოფილი

200 გრ.ჭარხალი

1 თავი ხახვი

400 გრ.კომბოსტო

1 სტაფილო

1 ს.კოვზი შაქარი

1 პამიდორი

2 ს.კოვზი ტომატი

30-50 გრ.ღორის ცხიმი( ე.წ. სალა)

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი ლიმონი ან ვაშლის ძმარი.

ოხრახურში

1 ს.კოვზი ფქვილი

1 დაფნის ფოთოლი

მწვანილი

მომზადების წესები :

მარილი,აჯიკა,ცხარე წითელი წიწაკა,არაჟანი გემოვნებით

ქვაბში ჩავდოთ ძროხის ხორცი და  შემოვდოთ ცეცხლზე,20 წუთის შემდეგ ჩავამატოთ ღორის ხორცი და როგორც კი წამოდუღდება,გადავაქციოთ ნახარში,დავასხათ ცივი წყალი,დავამარილოთ და მოვხარშოთ ბულიონი.დროდადრო ქაფი მოვხადოთ.თუ წყალი ძალიან ამოშრება,მაშინ ჩავამატოთ ადუღებული წყალი.

ხორცის მოხარშვამდე 10 წუთით ადრე დავჭრათ გათლილი კარტოფილი მსხვილ კუბებად ,ჭარხალი და სტაფილო ზოლებად,ხახვი წვრილად.,კომბოსტო წვრილ  ზოლებად.

ბულიონიდან ამოვიღოთ ხორცი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა.

ხორცს მოვაშოროთ ძვლები და ჩავაბრუნოთ ბულიონში.

ჭარხალს მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.ამ მეთოდის გამოყენებით  მივიღებთ წითელ ბორშს.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი ზეთი,დავყაროთ ჭარხალი,მოვაყროთ შაქარი ,დავუმატოთ ტომატი და მოვშუშოთ.

ცალკე ტაფაზე სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ერთად ზეთში.შევურიოთ ფქვილი და 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ

კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი.მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.ვშუშოთ 5-10  წუთი.

მოშუშული ჭარხალი და სტაფილო გადავიტანოთ ბულიონში.

ნიორი, მწვანილი და ცხიმი( ე.წ. სალა) დავნაყოთ და ჩავდოთ ბულიონში,დავუმატოთ კომბოსტო და ვადუღოთ 10-15 წუთი.

ბოლოს ჩავუმატოთ 1 კბილი ნიორი,დაფნის ფოთოლი,აჯიკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან,ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივირთვათ არაჟანთან ერთად.

უკრაინული ბორში აუცილებლად უნდა მივირთვათ ნივრიან “პამპუშკებთან”